გულისრევა და ღებინება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისრევა და ღებინება

გულისრევა და ღებინება უმეტესად არ არის საშიში ორგანიზმისთვის, თუმცა ხანგრძლივი ღებინება, რომელსაც დიარეაც ერთვის, სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან იწვევს გაუწყლოებას და მწყობრიდან გამოჰყავს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოთა და სისტემათა ფუნქციები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თავის ტვინი, თირკმელები და სხვა. გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირად აწუხებთ:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებს;
  • ორსულებს;
  • ონკოლოგიურ პაციენტებს ანტისიმსივნური თერაპიის პერიოდში;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს;
  • ფსიქოემოციური წრის სხვადასხვა ტიპის დაღვევის მქონე პირებს.

ღებინების რეგულაცია

ღებინება რთული მექანიზმით რეგულირდება. ამას მოგრძო ტვინში მდებარე ღებინების ცენტრი ახორციელებს. სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებით მუცლის ღრუში, თირკმელებში, ღრუ ორგანოებში არსებული ცენტრისკენული ნეირონების საშუალებით ღებინების ცენტრს მიეწოდება ინფორმაცია, რის შედეგადაც იგი ცენტრიდან გზავნის იმპულსებს გამღიზიანებელი ფაქტორის დროულად მოცილების თაობაზე. შედეგად დიაფრაგმისა და მუცლის კუნთები ძლიერ იკუმშებიან, დუნდება კუჭის შესასვლელის კუნთოვანი შრე, ვითარდება ანტიპერისტალტიკა და კუჭის შიგთავსი პირის ღრუში ამოიტყორცნება. ასე რომ, ღებინება უმეტესად დამცავ რეფლექსურ რეაქციას წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ორგანიზმიდან დროულად გამოიდევნოს საფრთხის შემცველი გამღიზიანებელი ფაქტორი.

ღებინების ფორმები

გამომწვევი მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ცენტრალური, ტოქსიკური და ვისცერული წარმოშობის ღებინებას.

ცენტრალური წარმოშობის ღებინება

ცენტრალური წარმოშობის ღებინება ვითარდება წინმსწრები გულისრევის შეგრძნების გარეშე და არ უკავშირდება საკვების მიღებას. მას თან ახლავს არა მუცლის, არამედ თავის ტკივილი. იგი საკმაოდ ძლიერია და ადამიანს შვებას არ ჰგვრის. ამ ტიპის ღებინება რეფლექსური ბუნებისაა და შესაძლოა განვითარდეს უსიამოვნო შთაბეჭდილების, სუნის შეგრძნების გამო. ცენტრალური ტიპის ღებინება ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომიც არის. ეს მდგომარეობებია:

  • ქალასშიდა წნევის მატება;
  • შაკიკი;
  • თავის ტვინის სიმსივნე;
  • ჰიპერტონიული კრიზი;
  • მენინგიტი;
  • ზღვისა და მთის ავადმყოფობა.

ტოქსიკური ღებინება

ამ ტიპის ღებინებას იწვევს მოწამვლა და მეტაბოლური დარღვევები, სახელდობრ:

  • ნიკოტინით, ალკოჰოლითა და ნახშირჟანგით მოწამვლა;
  • ზოგიერთი პრეპარატის მიღება (ასეთებია, მაგალითად, ციტოსტატიკები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • დიაბეტური კეტოაციდოზი;
  • ორსულთა ტოქსიკოზი;
  • სხივური დაავადება.


ვისცერული ღებინება

ვისცერული ღებინება უკავშირდება ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ორგანულ ან ფუნქციურ დარღვევებს. ამ შემთხვევაში ღებინების შემდეგ ადამიანი შვებას გრძნობს. ზოგჯერ ღებინებას ხელოვნურადაც იწვევენ, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილის შემცირების მიზნით. სხვა სიმპტომებთან ერთად ვისცერული ღებინებით ვლინდება კუჭ-ნაწლავის სიტემის ზოგიერთი დაავადება, კერძოდ:

  • გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭისა და საყლაპავის კიბო;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;
  • მწვავე პერიტონიტი, აპენდიციტი, თირკმლის ჭვალი;
  • ნაწლავური გაუვალობა;
  • პარაზიტული დაავადებები.

ღებინების გამომწვევი ფაქტორები

გარდა საყოველთაო მიზეზებისა, ღებინება შესაძლოა გამოიწვიოს ინდივიდუალურმა ფაქტორებმაც, მათ შორის - ძირითადმა და თანმხლებმა პათოლოგიებმა, განსაზღვრული ტიპის ქირურგიულმა ოპერაციამ, დიაგნოსტიკურმა მანიპულაციამ, მედიკამენტურმა საშუალებამ, ნერვული სისტემის მდგომარეობამ და სხვა.

ასაკი და სქესი

ინდივიდუალურ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ასაკი და სქესი. ღებინება ყველაზე ხშირად უვითარდებათ 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს. ასაკის კვალდაკვალ ის იშვიათდება. რაც შეეხება სქესს, ღებინება ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ქალებს ხშირად აწუხებთ გულისრევა ორსულობისა და მენსტრუაციის პერიოდში.

ვესტიბულური აპარატის მდგომარეობა

ზღვისა და მთის ავადმყოფობის დროს ღებინების შეგრძნება უფრო მეტად დამახასიათებელია მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორთა მგრძნობელობის ზღურბლი.

ნერვული სისტემის ტიპი

ღებინებისა და გულისრევის შეგრძნებაზე გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ტიპი და მისი ვეგეტაციური რეაქციების გამოხატვის ხარისხი. კერძოდ, ცნობილია, რომ ადვილად აღგზნებადი, ლაბილური და მშფოთვარე ადამიანები გაცილებით ხშირად უჩივიან ღებინებასა და გულისრევას, რადგან სისხლში მაღალი აქვთ კატექოლამინებისა და სეროტონინის დონე. ეს იწვევს აეროფაგიას, რაც წელავს კუჭის კედლებს და მის რეცეპტორულ აპარატს აღიზიანებს.

გაცხიმოვნება

არსებობს უშუალო კავშირი გაცხიმოვნებასა და ღებინების სიხშირეს შორის. ეს მრავალი ფაქტორის ერთობლიობით აიხსნება, თუმცა მათ შორის მთავარია ჭარბი წონით გამოწვეული მუცელშიდა წნევის მატება, კუჭის კომპრესია, რეფლუქსი. სხვა ფაქტორთა შორის აღსანიშნავია დიაფრაგმის მაღალი დგომა ჭარბწონიანებთან და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.

ქირურგიული ოპერაციები

ყველაზე ხშირად ღებინება აღინიშნება ენდოსკოპიური (54%) და ლაპაროსკოპიული (35%) ოპერაციების შემდეგ. 5%-ს ყურსა და თვალზე განხორციელებული მანიპულაციები შეადგენს. ღებინების ხარისხი უშუალოდ არის დამოკიდებული ოპერაციული ჩარევის მიმდინარეობასა და ხანგრძლივობაზე. სანარკოზე საშუალებათა უმეტესობას პოტენციურად ახასიათებს ღებინების ეფექტი, ხოლო ანესთეზიის გახანგრძლივებისას მათი მოქმედების ძალაც იზრდება.