საქართველოში ენტეროვირუსული ინფექციის მატება შეინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში ენტეროვირუსული ინფექციის მატება შეინიშნება

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ეს არის სეზონური მატება, რომელიც გარკვეული ციკლურობით გამოირჩევა.

"ენტეროვირუსული ინფექციის მატება 4 წელიწადში ერთხელ ხდება. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა 2006 წელს, 2010 წელს და პროგნოზირებადი იყო, რომ ინფექციის მატება წელსაც იქნებოდა. გაზაფხულზე, ამ პერიოდში ხდება ხოლმე მატება და შემოდგომამდე გრძელდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და იქვე განმარტა, რომ ყოველწლიურ შემთხვევებთან შედარებით ინფექციის მატების პროცესში დაინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოდ ორჯერ მეტია. მისივე ინფორმაციით, 24 აპრილის შემდგომ აღნიშნული ინფექციით საავადმყოფოებს 70-მდე ბავშვმა და მოზარდმა მიმართა.

"დღეს არსებული მდგომარეობით შემთხვევათა უპირატესი რაოდენობა თბილისშია დაფიქსირებული, თუმცა შემთხვევები რეგისტრირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისის სტაციონარებში ძირითადად ე.წ. სეროზული მენინგიტებით მიმართვიანობის მატება შეინიშნება. შემთხვევები მიმდინარეობს მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმით და საპანიკო არაფერი არაა. ეს არავითარი ეპიდემია არ გახლავთ", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ენტეროვირუსული ინფექციის გადაცემის გზა ძირითადად ფეკალურ-ორალურია, ამიტომ სპეციფიკური პროფილაქტიკა ამ შემთხვევაში არ არსებობს.

"გამომდინარე აქედან ჩვენი ძირითადი რეკომენდაციაა საერთო ჰიგიენური წესების დაცვა. განსაკუთრებით სკოლებსა და ბაღებში - ხშირად დავიბანოთ ხელები", - აღნიშნა მან.

ოფიციალური ინფორმაციით, 2006 და 2010 წლებში საქართველოში სულ წლიურად მენინგიტების 300 შემთხვევა დარეგისტრირდა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ წლებში რეგისტრირებულია 150-170 შემთხვევა. იხილეთ სტატია ”რა ვიცით ენტეროვირუსის შესახებ”