რა აგროვებს ნაწლავებში აირებს და როგორი დიეტა დავიცვათ ამ დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რა აგროვებს ნაწლავებში აირებს და როგორი დიეტა დავიცვათ ამ დროს

რა აგროვებს ნაწლავებში აირებს და როგორი დიეტა დავიცვათ ამ დროს

ხანდახან მიგროვდება აირები, რის გამოც მაქვს ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში. რისი ბრალია ეს ან როგორ დავაღწიო თავი ამ პრობლემას?


მეტეორიზმი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ამ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირები გროვდება. ასეთი რამ შეიძლება დაემართოს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც საკვების ჭარბი მიღების შემდეგ, ასევე - ისეთი საკვების მიღების შემდეგაც, რომლის გადამუშავებაც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს. ნაწლავებში აირთა წარმოქმნის, მათი შეწოვისა და გამოყოფის თანაფარდობის დარღვევის დროს იქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვების პირობები.

არსებობს ნაწლავებში აირების მოხვედრის სამი წყარო: ჩაყლაპული ჰაერი, ბრმა ნაწლავის სანათურში

წარმოქმნილი გაზები და სისხლიდან გადმოსული აირები. ნორმაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საშუალოდ 200 მლ-მდე აირია. ჯანმრთელი ადამიანი ყოველდღიურად სწორი ნაწლავიდან გამოყოფს საშუალოდ 600 მლ გაზს (ინდივიდუალური განსხვავება 200-დან 2600 მლ-მდეა). ნაწლავიდან გამოყოფილ აირს უსიამოვნო სუნს აძლევს არომატული ნაერთები - ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი, რომლებიც მსხვილ
ნაწლავში წარმოიქმნება წვრილ ნაწლავში მოუნელებელ ორგანულ ნარჩენებთან მიკროფლორის ურთიერთქმედებით.


რა აჩენს
მეტეორიზმს სხვადასხვა მიზეზი აქვს. პირველია ფერმენტული სისტემის არასრულყოფილება ან მისი ფუნქციის დარღვევა. ფერმენტების უკმარისობისას ირღვევა საკვების ძირითადი ინგრედიენტების მონელების პროცესი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებაში დიდი რაოდენობით ხვდება მოუნელებელი ნარჩენები და იწყება ლპობა და დუღილი, რასაც თან ახლავს აირების გამოყოფა. ფერმენტული სისტემის დარღვევა მოსალოდნელია დაუბალანსებელი კვების, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის დაავადებების (გასტრიტი, დუოდენიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი) დროს. ნაწლავში აირთა ჭარბი წარმოქმნის მეორე მიზეზია მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი. ნორმალურ პირობებში აირთა დიდ ნაწილს ნაწლავში არსებული ბაქტერიები შთანთქავენ. გაზწარმომქნელ და გაზშემწოვ მიკროორგანიზმებს შორის ბალანსის დარღვევისას ვითარდება მეტეორიზმი. ამ პრობლემის წარმოშობის კიდევ ერთი მექანიზმია ნაწლავის მოტორული აქტივობის დარღვევა, რაც შესაძლოა მუცლის ღრუზე ჩატარებულ ოპერაციას მოჰყვეს.  ნაწლავის მოტორიკის დარღვევის გამო ნელდება საკვები მასების პასაჟი, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს დუღილისა და ლპობის პროცესებს და აირთა წარმოქმნას. ნაკლებად მოძრავი ნაწლავის სანათურში დაგროვილი აირები შეტევისმაგვარ ტკივილებს იწვევს. ნაწლავებში აირების ჭარბ წარმოქმნას იწვევს საკვებიც. გარდა პარკოსნებისა და უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტებისა, ასეთია გაზიანი სასმელები და ის სურსათი, რომელშიც თავისთავად მიმდინარეობს ფერმენტაციისა და დუღილის რეაქციები (მაგალითად, ცხვრის ხორცი). ნერვულმა მოშლილობამ, ემოციურმა გადაღლამ შესაძლოა გამოიწვიოს მეტეორიზმი ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმისა და პერისტალტიკის შენელების გამო. გამოყოფენ მეტეორიზმის შემდეგ მიზეზებს:

  • ცელულოზით მდიდარი საკვებისა და პარკოსნების ხშირი გამოყენება დიეტის დროს;
  • საჭმლის მონელების დარღვევები: გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება და მსხვილ ნაწლავში ბიოზის დარღვევა;
  • ნაწლავის ევაკუატორული ფუნქციის მექანიკური დარღვევა - სიმსივნე, შეხორცებები;
  • ნაწლავის მოტორული ფუნქციის დარღვევა - მწვავე ინფექციები, ინტოქსიკაციები;
  • სისხლის მიმოქცევის ზოგადი და ადგილობრივი მოშლა;
  • ფსიქოემოციური გადაძაბვა და ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობა;
  • სიმაღლეზე ასვლა - ამ დროს აირები ფართოვდება და ნაწლავში წნევა იმატებს.


როგორ ვლინდება
მეტეორიზმი ვლინდება მუცლის შებერილობით ან შეტევითი ტკივილით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ღებინება, ბოყინი, მადის დაქვეითება, ყაბზობა ან ფაღარათი. შეიძლება გამოვყოთ მეტეორიზმის გამოვლენის ორი ვარიანტი. ცალკეულ შემთხვევებში ძირითადი სიმპტომია მუცლის ზრდა ნაწლავების შებერვის ხარჯზე. ამასთან, მსხვილი ნაწლავის სპაზმის გამო აირთა გამოყოფა ვერ ხერხდება. ასეთ დროს იგრძნობა დისკომფორტი, სერვის შეგრძნება მუცელში, ტკივილი. მეორე ვარიანტს ახასიათებს აირთა ჭარბი გამოყოფა, რაც საგრძნობლად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და იწვევს უხერხულობას. ამ დროს ტკივილის სინდრომი ნაკლებად არის გამოხატული. ჭარბობს მუცლის ყურყური. გამორიცხული არ არის ნაწ­ლავგარე, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა მხრივი სიმპტომები - წვის შეგრძნება გულის არეში, გულის რიტმის დარღვევა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, ძილის დარღვევა, ზოგადი სისუსტე.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-04-2021
Maximus
დიეტა სად წერია?????
თარიღი : 31-03-2021
მაყვალა
როგორ დაგიკავშირდეთ. მე მაქვს მასეთი პრობლემა ..
თარიღი : 31-03-2021
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
კამის წყალმა თუ არ გიშველათ, სცადეთ ჯერ შამპანიური დალიოთ, მერე მისი პრობკა გადაყლაპოთ, ისე, რომ გამოსვლის დროს გაიჭედოს.. ზოგი ბოთლს ყლაპავს წვრილი მხრიდან, უკუღმა გადაყლაპვა შეცდომაა იცოდეთ...
თარიღი : 31-03-2021
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ხოდა საჭიროა მთავრობამ ყველას მისი ზომის ტრუბა-გამანაწილებელი მიუერთოს, კარგად იცით დღეს გაზი როგორ გაძვირდა ჩვენ კი ჰაერში ვისვრით დოლარებს.. ყველაფროს რუსეთზე და ბაქტერიებზე დაბრალება ა შეიძლება.. ტრუბა ჯანში და იქიდან ბალონში,, აი ესაა ჩვენი საშველი..
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
სიტყვა "პანკრეატიტი" პანკრეასის ანთებას ნიშნავს. პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, არის ორგანო,
ერთი შეხედვით ყველასათვის ცნობილი დაავადებაა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, თუ რა შეიძლება იყოს მათი კუჭ-ნაწლავისთვის მავნე.
„სმარტფარმთან“ ინტერვიუში გასტროენტეროლოგი გიგა სორდია საუბრობს გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე.
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს შეიძლება მსხვილ ნაწლავზე მცირე ზომის ამოზნექილობა, ამობურცული ნაწილი, ანუ დივერტიკულა განუვითარდეს.
თუ შეკრულობა, ანუ ყაბზობა გაწუხებთ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება რომელიმე დაავადებაზე მიგანიშნებდეთ.
ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოა, რომელიც 500-ზე მეტ სხვადასხვა ფუნქციაზე არის პასუხისმგებელი.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად