წყლულოვანი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლულოვანი დაავადება

წყლულოვანი დაავადების წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური, ალიმენტური, ნერვულ-ფსიქიკური, მედიკამენტური და ინფექციური ფაქტორები. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თამბაქოს წევასა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას. ნიკოტინი, ისევე როგორც თამბაქო, იწვევს  სისხლძარღვთა სპაზმს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარღვეულია კვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ნორმები. წყლულოვანი დაავადების მიზეზებს დღემდე აქტიურად შეისწავლიან.

დღესდღეობით წამყვან მიზეზებად მიიჩნევა:

ჰელიკობაქტერია

Helikobaqter pylori - პილორუსის ჰელიკობაქტერია - მიკრობია, რომელსაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის აგრესიულ გარემოში არსებობის უნარი შესწევს. კოლონიებად მობინადრე მიკრობები გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს მის დისტროფიას და უჯრედების კვდომას. შედეგად ყალიბდება წვრილი წყლულოვანი დეფექტი, რომელიც კუჭის წვენში არსებული მარილმჟავას, ნაღვლისა და საკვების გუნდის მექანიკური ზემოქმედებით სულ უფრო და უფრო დიდდება და ღრმავდება.  დადასტურებულია, რომ ქრონიკული წყლულოვანი დაავადება კუჭის ჰელიკობაქტერიით ხანგრძლივი ინფიცირების შედეგად ყალიბდება.

გენეტიკურ-ენდოკრინული თავისებურებანი

ზოგიერთ პაციენტს კუჭის წვენში ჭარბად აქვს მარილმჟავა ან პეპსინი, რაც ან გენეტიკურად არის განპირობებული, ან ენდოკრინულად. ამ ნივთიერებათა სიჭარბე სრულიად ანეიტრალებს კუჭის დამცავ ფაქტორებს: ლორწოს, ბიკარბონატებსა და ლიზოციმს. შედეგად ვითარდება ლორწოვანი გარსის ქიმიური მექანიზმით დაზიანებული და ჩაღრმავებული უბანი - წყლული.

მედიკამენტები

წყლულის შესაძლო გამომწვევია ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალება, მათ შორის - ციტოსტატიკები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ჰორმონული მედიკამენტები და შარდმდენები.

არასწორი კვება

კვებითი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია არარეგულარული კვება, მწარე, ცხელი ან ცივი საკვები, სპირტიანი და შუშხუნა სასმელები, რაფინირებული ნახშირწყლებისა და ყავის ჭარბი მოხმარება.

ზოგიერთი დაავადება

პოსტსტრესული სიტუაციები, ტოქსიკოალერგიული პათოლოგიები, ძლიერი ტკივილები და შოკური მდგომარეობანი, გულისა და ფილტვის დეკომპენსირებული დაავადებები, ინსულტები, თრომბოზები, ტუბერკულოზი და შიდსი.


წყლულის განვითარების თეორიები

1. სისხლძარღვოვანი თეორიის თანახმად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება შესაბამის უბანში ორგანოს კედელში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დაქვეითების ან  მოშლის შედეგია.

2. მექანიკური თეორიის თანახმად, წყლულის აღმოცენება უკავშირდება კუჭის მცირე სიმრუდის არეში ლორწოვანი გარსის მკვრივი და უხეში საკვებით ხშირ  ტრავმირებას.

3. ანთებითი თეორია წყლულის წარმოშობის მიზეზად ლორწოვან გარსში განვითარებულ და ხანგრძლივად მიმდინარე ანთებით მოვლენებს მიიჩნევს, ისეთებს, როგორებიცაა გასტრიტი და კუჭის ეროზიები.

4. პეპტიკური თეორია წყლულის განვითარებას კუჭის მჟავა თვისებების მქონე წვენს უკავშირებს, რომელსაც კუჭის თვითმონელების პროვოცირება და პროტეოლიზური ფერმენტების დაზიანება შეუძლია.

5. ნერვულ-ვეგეტაციური თეორია წყლულის განვითარების მიზეზად მიიჩნევს კუჭის წვენის ჰიპერსეკრეციას (გაძლიერებულ გამოყოფას), კუჭის ჰიპერმოტორიკასა და სისხლძარღვოვან დარღვევებს. აღნიშნული მექანიზმით დაავადება უვითარდებათ მათ, ვისაც კონსტიტუციურად ახასიათებს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.

6. ნერვულ-რეფლექტორული თეორია გვამცნობს, რომ წყლულის წარმოშობის მიზეზი ქრონიკული აპენდიციტით, კოლიტით, ნაღველკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული კუჭის რეფლექტორული მუშაობის დარღვევაა.

7. კორტიკოვისცერული თეორია წამყვან მიზეზად ასახელებს თავის ტვინის მიერ პირობით რეფლექსურ მოქმედებათა დარღვევას - ნევროზებს.

8. ჩამოყალიბების სტადიაშია კონცეფცია, რომლის თანახმადაც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულის ჩამოყალიბება კუჭის აგრესიულ და დამცავ ფაქტორებს შორის დისბალანსის შედეგია.

აგრესიული ფაქტორებია კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა და ფერმენტული აქტივობა, რომელიც გაცილებით დამანგრეველ ხასიათს კუჭის მოტორიკის მოშლისას იძენს. დაცვითი ფაქტორებია ლორწოს დაქვეითებული პროდუქცია, კუჭის ლორწოვნი გარსის ზედაპირის ეპითელური ქსოვილის ფიზიოლოგიური რეგენერაციის (აღდგენის) შენელება, ადგილობრივი სისხლის მიმოქცევისა და ლორწოვანი გარსის ნერვული რეგულაციის მოშლა.

მსოფლიო სტატისტიკა

  • წყლულოვანი დაავადების ყოველ დიაგნოსტირებულზე სამი დიაგნოსტიკის გარეშე დარჩენილი შემთხვევა იგულისხმება.
  • ევროპაში მოსახლეობის 10-12 პროცენტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქვს გადატანილი კუჭისა და დუოდენალური წყლული.
  • გერმანიაში ყოველ მეათე ადამიანს კუჭის წყლულოვანი დაავადება აქვს, ხოლო ყოველ მეთხუთმეტეს - თორმეტგოჯა ნაწლავის ქსოვილოვანი დეფექტი.
  • აშშ-ში მოსახლეობის 7-10% კარგად იცნობს აღნიშნულ პათოლოგიას. 
  • დაავადება გაცილებით ხშირია ქალაქში. ქალაქელები თითქმის 2-ჯერ მეტად ავადობენ, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა საერთო რაოდენობის 10%-ს შეადგენს.
  • პაციენტთა 50-70% წყლულის ჩამოყალიბებამდე ქრონიკული გასტრიტით ავადობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გასტრიტი წყლულით რთულდება.

დაავადების სქესობრივი სტრუქტურა

  • ასაკთან ერთად დაავადებული ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა იცვლება. მაგალითად, რეპროდუქციულ ასაკში შეფარდებაა 3:1, 55 წლიდან კი დაავადებულთა შორის იმატებს ქალების წილი. მათ დიდ ნაწილს კუჭის წყლულოვანი პათოლოგია აღენიშნება.
  • მართალია, მამაკაცები ქალებზე გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ, მაგრამ ქალებში ეს დაავადება გაცილებით მწვავედ და მძიმედ მიმდინარეობს.

დაავადების ასაკობრივი სტრუქტურა

წყლული ნებისმიერი ასაკის ადამიანს ემუქრება, მაგრამ არსებობს მისდამი უფრო დადებითად განწყობილი ასაკობრივი ჯგუფები:

  • ძლიერ დადებითია განწყობა 30-დან 60 წლამდე.
  • პიკი აღინიშნება 40 წლისთვის. ამ ასაკის პაციენტები დაავადებულთა საერთო რაოდენობის 70-80%-ს შეადგენენ.
  • რაც უფრო დიდია პაციენტის ასაკი, მით მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.
  • თორმეტგოჯას წყლულოვანი დაზიანება უფრო ახალგაზრდების ხვედრია.
  • უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა დაავადების ერთგვარი დაბერება მამაკაცებში; იმატა 40 წლის შემდგომ დაავადების განვითარების შემთხვევებმა, მაჩვენებელი 43-44%-ს შეადგენს.

დაავადების ლოკალიზაცია

მე-19 საუკუნეში მიაჩნდათ, რომ წყლულოვანი პათოლოგია ქალების ხვედრი იყო, თანაც თორმეტგოჯას წყლულს კუჭისა სჭარბობდა, მაგრამ ეს მოჩვენებითი სურათი იყო, რამდენადაც კუჭის წყლული იმ დროს უფრო ადვილად დიაგნოსტირდებოდა. მე-20 საუკუნეში გაცილებით ხშირად სვამდნენ დუოდენალური წყლულების დიაგნოზს. დღეისთვის დადგენილია, რომ სხვადასხვა რეგიონში კუჭისა და დუოდენალური წყლულების თანაფარდობაა 4:7-თან.