მწვავე გასტრიტი - რა იწვევს, როგორ ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

მწვავე გასტრიტი - რა იწვევს, როგორ ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ

მწვავე გასტრიტი - რა იწვევს, როგორ ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ

ანტიბიოტიკები
ჰელიკობაქტერიული ინფექციით გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს აუცილებელია ანტიბიოტიკები. ექიმმა უნდა დანიშნოს სათანადო კურსი, რომელსაც პაციენტი ზედმიწევნით გაივლის. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ინფექციის მოსპობა და მისი განმეორების თავიდან აცილება. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის დროს უმეტესად 2 ანტიბიოტიკი ინიშნება და მათი მიღება 10-14 დღე გრძელდება. შესაძლოა ამოქსიცილინის, კლარითრომიცინის, მეტრონიდაზოლის, ტეტრაციკლინის გამოყენება. დამატებით ინიშნება ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მჟავას დამთრგუნველი საშუალებები. მწვავე გასტრიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდია კუჭის მჟავა წვენის პროდუქციის დაქვეითება. საამისოდ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტებს იყენებენ. ამ წამლებს მწვავე გასტრიტის თავიდან ასაცილებლადაც უნიშნავენ, განსაკუთრებით - სტაციონარში მწოლიარე პაციენტებს, რომლებიც მძიმე დაავადებას ან ტრავმას მკურნალობენ, ანდა ეს-ესაა გაიკეთეს ოპერაცია. გასტრიტის ეფექტური მკურნალობისათვის მოწოდებული პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორებია:

  • ესომეპრაზოლი;
  • ლანსოპრაზოლი;
  • ომეპრაზოლი;
  • პანტოპრაზოლი;
  • რაბეპრაზოლი.

H2 რეცეპტორების ბლოკერებია:

  • ციმეტიდინი;
  • ფამოტიდინი;
  • ნიზატიდინი;
  • რანიტიდინი.

თუ მწვავე გასტრიტის ფონზე ფაღარათი ან ღებინება განვითარდა, შედეგიანი მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსება. მძიმე შემთხვევებში, მაგალითად, კუჭიდან სისხლდენისას, პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ.


გართულებები
მწვავე გასტრიტი გართულებებს იშვიათად იწვევს. უფრო მაშინ, თუ მკურნალობა დაგვიანდა. ასეთ დროს მოსალოდნელია:

  • კუჭიდან სისხლდენა;
  • კუჭის კიბოს რისკის მომატება (H. pylori-T გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს);
  • კვებიერების დაქვეითება უმადობის და დისკომფორტის გამო;
  • კუჭის წყლულის პერფორაცია;
  • შემაწუხებელი ტკივილი და დისკომფორტი;
  • ინფექციის გავრცელება;
  • კუჭის წყლული (H. pylori-T გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს).


დიეტა
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა რჩევის თანახმად, გასტრიტის სიმპტომების შესუსტებაში შესაძლოა დაგვეხმაროს ბოჭკოთი მდიდარი საკვები - პარკოსნები, მარცვლეული, კარტოფილი, შვრია, ბარდა, ასევე - ვაშლი, ნიახური, შტოში, ხახვი და ნიორი. ისინი მდიდარია ფიტონციდებით და შესაძლოა შეაჩერონ ჰელიკობაქტერიის გამრავლება. ჰელიკობაქტერიის დათრგუნვაში შესაძლოა დაგვეხმაროს პრობიოტიკებიც. პრობიოტიკებით მდიდარია იოგურტი. მისი ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს გასტრიტის აღმოცენების რისკს.


რას უნდა ვერიდოთ
კუჭის გამაღიზიანებელი საკვები ინდივიდუალურია, ამიტომ დღეს სპეციალისტები თავს არიდებენ საყოველთაო დიეტაზე საუბარს და გვირჩევენ, ვერიდოთ პირადად ჩვენთვის სარისკო საკვებს. უმრავლესობისთვის ასეთია ცხარე სანელებლები, მჟავე სოუსები, შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლიანი სასმელები.


პროფილაქტიკა
გასტრიტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, საკვები მცირე ულუფებად მივირთვათ, ვერიდოთ პომიდორს, ტომატს, ციტრუსს - ეს საკვები ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის სეკრეციას. თუ ტკივილგამაყუჩებლების მიღება აუცილებელია, უპირატესობა მივანიჭოთ აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) და შეძლებისდაგვარად უარი ვთქვათ ასპირინსა და სხვა არასტეროიდებზე.


გვჭირდება თუ არა ექიმის დახმარება
მართალია, ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ გასტრიტის დროს რეკომენდებულ დიეტასა და მედიკამენტებზე, მაგრამ თუ გგონიათ, რომ მწვავე გასტრიტი გაქვთ, ჯობს დროულად მიმართოთ ექიმს. მართალია, დიეტით სიმპტომებს შეამცირებთ, მაგრამ დიეტა წამლების ალტერნატივა არ არის; სათანადო მკურნალობა კი მხოლოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს.

 

 



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-11-2016
Bozishviliviko
Bazari araa magari informaciaa shechema
თარიღი : 18-08-2015
ნონა მეფარიშვილი
სამი წლის ბავშვს აქვს გასტრიტი ერთი წელია ვმკურნალობ დიეტაზე მკავს მაგრამ არ მაქვს შედეგი როგორ მოვიქცე სად მივიკვანო დზან გტხოვტ დამეხმარეტ
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი უხშირესად დაკავშირებულია აირწარმოქმნის გაძლიერებასთან, ნაწლავის სპაზმთან და
ძნელად თუ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია დისკომფორტი
ნაწლავის მიკროფლორა არა მარტო საკვების მონელებას, იმუნურ დაცვასა და ნივთიერებათა ცვლას განსაზღვრავს, არამედ
ზოგჯერ ადამიანს ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ გული უჩქარდება. ეს შეიძლება აიხსნას კუჭის ზედმეტად
პრობიოტიკები - ისეთი პრეპარატებია, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ნაწლავში არსებული ცოცხალი
პარკოსნები - შეიცავს სახამებელ ამილოზას, რომელიც კუჭის წვენისა და საკვების მომნელებელი ფერმენტების
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად