როგორ მოვაგვაროთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვაგვაროთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები

ასე რომ, თუ თქვენი კანის მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ, მიმართეთ გასტროენტეროლოგს და შეამოწმეთ, ყველაფერი რიგზე გაქვთ თუ არა. გარემოს დაბინძურება, არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევას, მისი მოქმედების შეფერხებას იწვევს. ყაბზობის დროს ნაწლავებში გროვდება გადამუშავებული საკვების ნარჩენები და მთელ ორგანიზმს წამლავს. ორგანიზმში დაგროვილი ტოქსიკური ნარჩენები, წიდა, შეიძლება კანის დაავადებების, ქრონიკული სისუსტისა და თავის ტკივილის, ჰიპერტონიის, ასთმური შეტევების, ხშირი გაციების, ალერგიის მიზეზად იქცეს. როგორ გავიწმინდოთ კუჭ-ნაწლავი? კუჭ-ნაწლავის მუშაობის აღდგენის ყველაზე ეფექტური მეთოდია გამორეცხვა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა. დღეს ამ მეთოდის მიმართ, ისევე როგორც სხვა ბუნებრივი მეთოდების მიმართ, ინტერესი გაიზარდა.

წყლის პროცედურები

ჰიდროკოლონოთერაპია - ეს არის კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა ჟანგბადით გამდიდრებული მინერალური წყლებით, რომელსაც ემატება სამკურნალო ბალახების ექსტრაქტი. პროცედურის შედეგად ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსიკური პროდუქტები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არღვევს, აღდგება კუჭ-ნაწლავის მოძრაობითი აქტიურობა და ზომა (ნაწლავები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში არ იწმინდება, კარგავს ტონუსს და მუცელი ეშვება - ეს პრობლემა ბევრი ქალისათვის არის ცნობილი). სამკურნალო სეანსი 45-60 წუთი გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში ერთჯერადი დაბოლოებით ორგანიზმში შეჰყავთ განსაზღვრული ტემპერატურისა და რაოდენობის წყალი. შემდეგ შეყვანილი სითხე დაშლის პროდუქტებთან ერთად გამოიდევნება. ამ დროს იღებენ მასას ანალიზისთვის. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების შემდეგ პათოგენური მიკროორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. შეიძლება აღმოაჩინონ სხვადასხვა დაავადება: "ზარმაცი" ნაწლავის სინდრომი (ატონია) - ნაწლავების კუნთების შესუსტება, რომელიც წარმოიშობა ორგანიზმის საერთო ტონუსის შემცირების, მჯდომარე ცხოვრების წესისა და არარეგულარული კვების, დეფეკაციის ხშირი დარღვევის გამო. ატონიური ყაბზობა - გამოწვეულია დაბალი ფიზიკური აქტივობით, ნაწლავებში ფეკალური მასების სუსტი გადაადგილებით. მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, რაციონში ჩართეთ თაფლი, წიწიბურა, მაწონი, გახუხული პური, ქლიავი, გარგარი.  სპასტიკური ყაბზობა - იწვევს ნერვული სპაზმები (სტრესი, დეპრესია) და მოწამვლები. ალიმენტური ყაბზობა - უკავშირდება კვების ხასიათს. მიიღეთ უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული და ხილი (მიირთვით კანიანად). სიტუაცია ძალიან რთულდება სერიოზული დაავადებების დროს, როგორიც არის, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლიპოზი. დაიმახსოვრეთ: პოლიპები ნაწლავში - დიდი საფრთხის მაუწყებელია. პოლიპოზს მემკვიდრეობით დაავადებად მიიჩნევენ, რომელიც ზოგჯერ თავს იჩენს სისხლიანი და ლორწოვანი აშლილობით. თუ ეს დიაგნოზი ოდესმე დაუსვეს თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს, მაშინ სასურველია, სხვებმაც ჩაიტარონ გამოკვლევები. თუ ამ დაავადების სიმპტომების შემჩნევა დაგვიანდა, მოსალოდნელია ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დარღვევა და ანემია. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში პოლიპები იზრდება და ავთვისებიანი ზრდის სტადიაში გადადის. მათ სახეცვლილებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ რაფინრებულ პროდუქტებს, მივირთმევთ ცხიმიან ხორცს და არა ფაფას, ვსვამთ ჩაის შაქრით და არა თაფლით, ზედმეტად გვიტაცებს ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ქიმიური დანამატებით (გემოს სტაბილიზატორებით, კონსერვანტებით, საღებავებით, არომატიზატორებით) და არ ვიცით, რომ პოლიპების (ასევე - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემების) წარმოშობის მთავარი მიზეზი საკვებში უჯრედისის დეფიციტია. პოლიპების მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდია მათი მოცილება ჩვეულებრივი ქირურგიული ოპერაციით ან ენდოსკოპიური ტექნიკის დახმარებით. ენდოსკოპიური მეთოდი პრაქტიკულად უმტკივნეულოა, ნაწლავის ტრავმირების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მეორე დღესვეა შესაძლებელი სტაციონარიდან გამოსვლა.