როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას

გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, გასტროენტეროლოგი თამარ შაშიაშვილი:

- მუცლის ბერვას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ფერმენტული უკმარისობა, დისბაქტერიოზი, ქრონიკული შეკრულობა, ნაწლავთა დაავადებები (დოლიქოსიგმა, მეგაკოლონი და სხვა). შებერილობა შეიძლება იყოს ნეიროგენულიც - ეს დაკავშირებულია აეროფაგიასთან ანუ ჰაერის ყლაპვასთან. სამწუხაროდ, მკითხველი დაწვრილებით არ აღგვიწერს თავის მდგომარეობას, არ მიუთითებს, აწუხებს თუ არა შებერილობასთან ერთად შეკრულობა, ფაღარათი ან რომელიმე სხვა სიმპტომი. სავარაუდოდ, მისი პრობლემა დისბაქტერიოზით ან შეკრულობით უნდა იყოს გამოწვეული.

თუ ეს დიაგნოზი დადასტურდა, პაციენტს ფერმენტული მკურნალობა და ნაწლავის ფლორის მომაწესრიგებელი საშუალებების მიღება დასჭირდება.

- კვების თაობაზეც ხომ არ მისცემდით რაიმე რეკომენდაციას?

- ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი, მით უმეტეს მაშინ, როცა ნაწლავურ პრობლემებს უჩივის, უნდა იკვებებოდეს დღეში 3-4-ჯერ, გარკვეული ულუფებით. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ისეთი რაოდენობით, რომელიც მათ შორის თანაფარდობის დარღვევას არ გამოიწვევს (სწორედ ამას ვგულისხმობთ ექიმები, როდესაც ვამბობთ, რომ კვება დაბალანსებული უნდა იყოს).

საკვები უნდა დამუშავდეს სათანადოდ, მაგრამ არა ჭარბად - მეტისმეტად შემწვარმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გააღიზიანოს და მონელების პროცესის დარღვევას შეუწყოს ხელი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმით უზომოდ მდიდარი - ცხიმის დაშლისას მოსალოდნელია მეტეორიზმი.

ასეთივე დისკომფორტი ნახშირწყლების ჭარბმა მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ბევრი სამუშაოს გამო ვერ ახერხებს სწორი რეჟიმით კვებას. ჭამს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დიდი ულუფებით და გვიან საღამოს, რაც ძალიან ცუდია ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების პროცესებისთვის. ასეთ დროს ხშირია ყაბზობა, ფაღარათი, მუცლის ბერვა და დისკომფორტი საკვების მიღების შემდეგ. მოსალოდნელია კიდევ უფრო სამწუხარო შედეგიც.

- რის ჭამას გვირჩევთ მეტეორიზმის დროს?

- კარგია მოხარშული მჭლე ან ნაკლებად ცხიმიანი ძროხის ხორცი, კანგაცლილი მოხარშული ქათმის ხორცი, მოხარშული თევზი, შედედებული რძის პროდუქტები: ხაჭო, უმარილო ჭყინტი ყველი, ნაღებმოხდილი მაწონი, ნადუღი, ბოსტნეული.

თუ ადამიანს შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, შეუძლია უმი ბოსტნეულის სალათები მიირთვას (დაკეპილი კომბოსტო ან გახეხილი სტაფილო, ზეთმოსხმული და მწვანილით შეზავებული, შესანიშნავია შეკრულობის დროს), ხოლო თუ ფაღარათს უჩივის, მოშუშული ან მოხარშული ჯობს.

- რომელი ხალხური საშუალება უხდება მეტეორიზმს?

- შესანიშნავია გვირილის ნაყენი: 1 სუფრის კოვზ გვირილას დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაცივოთ, გადავწუროთ და მივიღოთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

  • ეფექტურია პიტნის ჩაი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან უხდება.
  • კამის ნახარში და წვენი შებერილობის დროს არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც შველის.
  • ეფექტურია მცენარეული ნაღველმდენი საშუალებებიც: კრაზანა, ვარდკაჭკაჭა, - რომლებიც ჰეპატოპროტექტორული თვისებებითაც გამოირჩევა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
  • ფაღარათის დროს ეფექტურია ჭინჭრის ძირების ნახარში.
  • მრავალძარღვა, რომელიც გამოდის ფხვნილებისა და გრანულების სახით, ძალიან კარგია მონელებისთვის, განსაკუთრებით - დაბალი მჟავიანობის დროს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მეტეორიზმი.
  • მედიკამენტებიდან კარგია ნახშირისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები: ესპუმიზანი, მეტეოსპაზმილი, ენზიმტალი და სხვა.

მეტეორიზმის დროს მიზანშეწონილია მკურნალობაში ჩართული იქნეს პრებიოტიკები - ლაქტულოზის შემცველი პრეპარატები, მაგალითად, დუფალაკი, ნორმაზე, მედულაკი (მეტადრე - შეკრულობის დროს), აგრეთვე პრობიოტიკები - ნაწლავის ბაქტერიული ფლორის მომაწესრიგებელი პრეპარატები, რომლებიც გაააქტიურებს ნაწლავებში შეწოვისა და მონელების პროცესებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მედიკამენტების უსისტემოდ, თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე მიღება არ შეიძლება - ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო მეტად გაართულოს. ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და დანიშნავს მკურნალობის ინდივიდუალურ, კონკრეტული ვითარებისთვის შესაბამის კურსს. სწორ დიაგნოზს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წარმატებისთვის.