რატომ გვიჭირს ყლაპვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

რატომ გვიჭირს ყლაპვა

რატომ გვიჭირს ყლაპვა

ამ შეკითხვით მივმართეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადთერაპიული კლინიკის ექიმს, ქალბატონ მარინა ცომაიას.

- რას ვგულისხმობთ, როცა ყლაპვის გაძნელებაზე ვსაუბრობთ და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?

- ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია არის მდგომარეობა, როდესაც ჭირს პირის ღრუში მოხვედრილი საკვების კუჭისკენ გადაადგილება. ყლაპვის გაძნელებას ხშირად თან ახლავს ტკივილი. ზოგჯერ პაციენტი საერთოდ კარგავს ყლაპვის უნარს.

ამ მდგომარეობას აფაგიას უწოდებენ. აფაგიის დროს დაკარგულია როგორც მყარი, ისე თხევადი საკვებისა და ნერწყვის ყლაპვის უნარი, რაც ორგანიზმში კალორიების დეფიციტს და წონის დაქვეითებას იწვევს.
ყლაპვის გაძნელება შესაძლოა აღმოცენდეს, როდესაც დარღვეულია ან თავად

ყლაპვის აქტი, ან მიღებული საკვების საყლაპავში გადაადგილება. ამის მიხედვით, განასხვავებენ ოროფარინგეულ (პირ-ხახასთან დაკავშირებულ) და ეზოფაგურ (საყლაპავისმიერ) დისფაგიას.
ყლაპვის გაძნელება შესაძლოა ორგანულ პათოლოგიას - ყლაპვის პროცესში ჩართული ორგანოების სტრუქტურის ცვლილებას უკავშირდებოდეს ან ამ ორგანოების თვალსაჩინო ანატომიური ცვლილებების გარეშე, მხოლოდ ფუნქციური მიზეზით იყოს განპირობებული. პირველ შემთხვევაში დისფაგიას ორგანულს
უწოდებენ, მეორე შემთხვევაში - ფუნქციურს.
mkurnali.geფუნქციური დისფაგია, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ყლაპვაში მონაწილე სტრუქტურების ანატომიური ცვლილებები, უმეტესად ეპიზოდურად აღმოცენდება და გარდამავალი ხასიათისაა.Mმის პროვოცირებას იწვევს არა იმდენად მყარი, რამდენადაც გამაღიზიანებელი, მაგალითად, ცხელი ან ცივი საკვები. ამასთანავე, ფუნქციური დისფაგიის გამოხატულების ხარისხი დროთა განმავლობაში არ იცვლება. მისგან განსხვავებით, ორგანულ დისფაგიას პერიოდული შესუსტება არ ახასიათებს და არც საკვების მდგომარეობაზეა (თხევადი თუ მყარი) დამოკიდებული. საწყის ეტაპზე წყლის დაყოლება ყლაპვას აადვილებს.
ყლაპვის გაძნელებას საფუძვლად სრულიად სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი უდევს. ოროფარინგეული დისფაგია ნევროლოგიურ დაავადებებთან ან კუნთების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული, ხოლო საყლაპავისმიერი დისფაგიის მიზეზი მისი მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა ან მექანიკური ზეწოლაა. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ყლაპვის გაძნელების შესახებ საუბარი საყლაპავის დაავადებებით უნდა დავიწყოთ.
საყლაპავის იმ დაავადებათაგან, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ორგანული დაავადებები - საყლაპავის შევიწროება ანუ სტენოზი, კეთილთვისებიანი სიმსივნეები და საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი ანუ საყლაპავის ანთება, საყლაპავის დივერტიკული, წყლული, საყლაპავის ვიწრო ქვედა რგოლი. საყლაპავის მოტორიკის ცვლილება და ამის გამო ყლაპვის გაძნელება ვითარდება კარდიის აქალაზიის, საყლაპავის დიფუზური სპაზმის დროს.

- რა ახასიათებს საყლაპავის სიმსივნეებს?

- საყლაპავის კიბოს დამახასიათებელი ნიშანი სწორედ ყლაპვის გაძნელებაა. თავდაპირველად დაბრკოლება მხოლოდ მყარი საკვების მიღებისას ჩნდება, მერე და მერე კი დისფაგია ფაფისებრი საკვების მიღების დროსაც გამოვლინდება. მოგვიანებით ვითარდება საყლაპავისმიერი ღებინება. პირნაღებ მასას ხშირად სისხლის მინარევიც მოჰყვება. კიბოს ერთ-ერთი ადრეული ნიშანია ხმის ჩახლეჩა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მკვეთრად იკლებს წონა, ვითარდება ანემია, ხშირი ღებინებისა და სითხის მიღების დარღვევის გამო თავს იჩენს ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები. საგულისხმოა, რომ საყლაპვის კიბოს დროს, კეთილთვისებიანი სტრიქტურისგან (შევიწროებისგან) განსხვავებით, ეს სიმპტომები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. საყლაპავის კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან უმეტესად ფიბრომები, პოლიპები და კისტები გვხვდება. მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა რამდენიმე ხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ზომის მატებისას თავს იჩენს დისფაგია, ღებინება, წონის დაქვეითება.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 24-12-2016
მადონა
მოგესალმებით, მიჭირს ნერწუვის ყლაპვა ასე მგონია ყელში რაგაც მაქვს გაჩხერილი რიი ბრალი /შეიძლება იყოს? :(((
თარიღი : 24-12-2016
მადონა
მოგესალმებით, მიჩირს ნერწყვის ყლაპვა ასე მგონია ყელში რაგაც მაქვს, რისი ბრალი შეიძლება იყოს? :(((
თარიღი : 10-01-2016
ეკა
გამარჯობათ ნერვოზული სპაზმის დროს რა შეიძლება რომ დავლიო?
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
დისბიოზის შესახებ გვესაუბრება ექიმი თერაპევტი, ენდოსკოპისტი, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის
მუცლის ტკივილის მიზეზებზე საუბრისას შეუძლებელია განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ ჩვენი მკითხველისათვის ისეთ კარგად ცნობილ დაავადებებზე,
სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები მუცლის არეში შეტევითი ტკივილი, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა ის სიმპტომებია,
წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვან ანუ თავისუფალ ნაწილს ეკუთვნის მლივი და თეძოს ნაწლავი.
დისბიოზი და დისპეფსია ფართოდ გავრცელებული გასტროენტეროლოგიური პრობლემებია.
საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში),
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად