საგაზაფხულო რჩევები მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აწუხებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

საგაზაფხულო რჩევები მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აწუხებს

საგაზაფხულო რჩევები მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აწუხებს

ვარ 46 წლის ქალი. ექვსი წელია, მაქვს კუჭის წყლული. პერიოდულად ვმკურნალობ, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე ისევ მიმწვავდება. იქნებ მირჩიოთ რამე ხალხური საშუალება.

კუჭის წყლულოვან დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობით. გამწვავება ხშირად გაზაფხულსა და შემოდგომაზე იჩენს თავს. დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაძლიერება-გამწვავება, გარდა იმისა, რომ შრომის უნარს აქვეითებს, სხვადასხვა გართულებასაც აძლევს დასაბამს. ამის გამო კუჭის წყლულით დაავადებულებმა გაზაფხულზე განსაკუთრებულად უნდა მიაქციონ ყურადღება კვების რეჟიმსა და, საზოგადოდ, ცხოვრების წესს. წყლულოვანი პათოლოგიის დროს რეკომენდებული კვების რეჟიმისა და დიეტის პრინციპებიდან, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია

ის, რომ საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მეტისმეტად ცხელი და ცივი საკვები.

საკვების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 65°C-ს და არ უნდა იყოს 15°C -ზე ნაკლები. აკრძალულია შემწვარი, განსაკუთრებით დაბრაწულ-მოხრაკული საკვების მიღება. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ მექანიკურად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, კუჭში დიდხანს ყოვნდება და მის

ქიმიურ დაზიანებასაც იწვევს - აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენის სეკრეციას, ჭარბი წვენი კი "ლორწოვანის მონელებას" საკვების ნაწლავებში გადასვლის შემდეგაც განაგრძობს. წყლულოვანი დაავადების დროს დიეტური კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სუფრის მარილის შეზღუდვა. ნატრიუმის ქლორიდის სადღეღამისო ნორმა 8-10 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომზადებული კერძი  ან საერთოდ არ უნდა შეიცავდეს მარილს, ან შეიცავდეს მინიმალური დოზით. წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭში მიმდინარე ანთებით პროცესს მიმდინარეობისთვის საუკეთესო პირობები შეექმნება. ვინაიდან წყლულოვანი პათოლოგიის დროს ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორი მარილმჟავას ბალანსის დარღვევაა, აუცილებელია რაციონიდან ისეთი პროდუქტების გამორიცხვა ან მაქსიმალურად შეზღუდვა, რომლებიც კუჭის წვენის სეკრეციას ასტიმულირებს. კუჭის სეკრეციას აძლიერებს: შემწვარ-მოხრაკული; სანელებლები - მდოგვი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი და სხვა; ხორცისა და თევზის ნახარში (ბულიონი); შაშხი და კონსერვები; მაგარი ჩაი, ყავა, გაზიანი და ალკოჰოლის შემცველი სასმელები. კუჭის სეკრეციას მცირედ ასტიმულირებს: რძიანი ფაფა, ბოსტნეულის წვნიანი, კარგად მოხარშული ხორცი, ახალმოხარშული თევზი, რძე და რძის პროდუქტები, ორცხობილა, გამომშრალი (დაძველებული) პური, უგაზო ტუტე მინერალური წყალი. დაავადების გამწვავებისას არც ცხიმების გამოყენებაა რეკომენდებული. კუჭის ლორწოვანზე მათი მოქმედება ორ ეტაპად იყოფა: თავდაპირველად ცხიმები კუჭის სეკრეციას აქვეითებს, შემდეგ კი ნაწლავებში წარმოქმნილი ცხიმების მომნელებელი ნივთიერებები ასტიმულირებს, აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. გამწვავებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების რაგვარობასაც. შედარებით თხელი და ფაფისებური საკვები გაცილებით ადრე ტოვებს კუჭს და, შესაბამისად, არ იწვევს კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას. მაგალითად, ხორცის ნაჭერი, მეტადრე - ცუდად დაღეჭილი, გაცილებით მეტანს ყოვნდება კუჭში, ვიდრე გატარებული ხორცი (ფარში). პროდუქტების მონელებაზე დიდ გავლენას ახდენს საკვების ქიმიური შედგენილობაც. კუჭს ყველაზე ადრე ტოვებს ნახშირწყლები, შემდეგ - ცილები. ყველაზე მეტხანს ცხიმების მონელება გრძელდება. აქედან გამომდინარე, გამწვავების პერიოდში რაციონიდან აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სუფთა სახით წარმოდგენილი ცხიმები. არ შეიძლება უხეში უჯრედული გარსის მქონე პროდუქტების გამოყენებაც, რომლებიც ისედაც (არაანთებით მდგომარეობაშიც) მექანიკურად ძლიერ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ასეთია ბოლოკი, ბარდა, ლობიო, უხეშკანიანი და მკვახე ხილი, კენკრა, ფინიკი, მოცხარი, ყურძენი და სხვა.


რჩევები ხალხური
მედიცინის საუნჯიდან აიღეთ 40 გ პროპოლისი, დაასხით 500 გ ზეითუნის ზეთი, წამოადუღეთ წყლის აბაზანაზე. მიირთვით თბილ-თბილი, დღეში ერთხელ, უზმოზე, თითო სადილის კოვზი. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიირთვით 1 სადილის კოვზი კოთხუჯის ნაყენი. ყოველდღე, საუზმემდე და სადილამდე 1,5-2 საათით ადრე და ვახშმიდან 3 საათის შემდეგ, მიირთვით ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი თაფლი. ამ სახით მიღებული თაფლი ხელს უწყობს კუჭში არსებული ლორწოს გათხევადებას, რითაც დადებითად მოქმედებს ლორწოვან გარსზე, ხსნის ტკივილს, გულძმარვასა და გულისრევას, აქვეითებს ნერვულ აგზნებადობას, აუმჯობესებს ძილს და ამაღლებს განწყობას. თაფლის სამკურნალო დოზა კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს ასეთია:

* დილით - 30-60 გ;
* სადილობამდე - 40-80 გ;
* საღამოს - 30-60 გ.


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში),
სტატისტიკა გვამცნობს – კენჭები ნაღვლის ბუშტში პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს უვითარდება,
ბეილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ ყავა ნაწლავის მიკროფლორაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერების აზრით, ყავის რეგულარული
კალიფორნიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების თანამშრომლებმა წარმოადგინეს, თუ როგორ ცვლიდა ნაწლავის მიკროფლორას თერმულად დამუშავებული
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად