მწვავე დიარეას ხშირად იწვევს კვებითი ტოქსიკოინფექცია - ვირუსი, ბაქტერია, ბაქტერიული ტოქსინი, პარაზიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე დიარეას ხშირად იწვევს კვებითი ტოქსიკოინფექცია - ვირუსი, ბაქტერია, ბაქტერიული ტოქსინი, პარაზიტი

- სხვადასხვა ადამიანის ნაწლავი ნორმალურად სხვადასხვანაირად ფუნქციობს, რაც უპირატესად კვების ხასიათზეა დამოკიდებული. დიარეა ანუ ფაღარათი ხშირი დეფეკაციაა დიდი რაოდენობის თხიერი ფეკალური მასით.

კუჭში გასვლის სიხშირე დღეში 3-ზე მეტია (ზოგჯერ 20-ზე მეტიც შეიძლება იყოს). ამ დროს დარღვეულია საჭმლის მონელებისა და შეწოვის ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი. ნაწლავთა დაავადებებისას მათი მამოძრავებელი ფუნქცია, პერისტალტიკა, შეიძლება დაჩქარდეს ან შენელდეს. ჩვეულებრივ, ადამიანს კუჭის მოქმედება აქვს დღეში 1-ხელ ან 2-ჯერ. განავალი გაფორმებულია, არ შეინიშნება პათოლოგიური მინარევები (სისხლი, ლორწო, ჩირქი), ხოლო დეფეკაციის აქტს არ ახლავს მტკივნეული შეგრძნებები.

გაძლიერებული პერისტალტიკის დროს განავალი თხელია, კუჭის მოქმედება - ხშირი, რამდენადაც ნაწლავთა სწრაფი მოძრაობის გამო მათი თხევადი შიგთავსი სისხლში შეწოვას ვერ ასწრებს. პერისტალტიკის გაძლიერება სჩვევია ჯანმრთელ ნაწლავსაც ნერვულ ნიადაგზე - გადაჭარბებული მღელვარების ან შიშის დროს. ეს ფაღარათს იწვევს.

დიარეისთვის დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, ხშირად კუჭში გასვლის დაუძლეველი სურვილი, დისკომფორტი ანალურ მიდამოში, ტენეზმები. დიარეა შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც.

მწვავე დიარეას ხშირად იწვევს კვებითი ტოქსიკოინფექცია - ვირუსი, ბაქტერია, ბაქტერიული ტოქსინი, პარაზიტი. ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეის დროს ხშირია ცხელება, მუცლის ტკივილი, ღებინება. თუ ფაღარათი ძალიან ძლიერია, შესაძლოა განვითარდეს დეჰიდრატაცია. ზოგჯერ მწვავე დიარეა დაკავშირებულია საკვებისმიერ ალერგიასთან, საფაღარათო საშუალებების მიღებასთან, ფსიქოგენურ დარღვევებთან.

ქრონიკული დიარეა აღინიშნება მალაბსორბციის სინდრომის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ნაწლავთა არასპეციფიკური ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), ნაწლავთა სოკოვანი ინფექციის დროს, ნაწლავის რეზექციის, ვაგოტომიის შემდეგ.

დიარეა შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგაც - როგორც გითხარით, ამ წამლებმა შეიძლება დაარღვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა. უხეში მცენარეული საკვები (ხილი, ბოსტნეული, განსაკუთრებით - მათი კანი, ქატოიანი პური) ტოვებს ბევრ გადაუმუშავებელ ნარჩენს, ცხიმიანი, ძნელად მოსანელებელი საკვები აღაგზნებს ნაწლავის პერისტალტიკას, რის შედეგადაც წარმოიშობა ფაღარათი.

ზოგჯერ ფაღარათი, ისევე როგორც ღებინება, წარმოადგენს დამცველობით-შეგუებით რეაქციას, რომლის შედეგადაც მავნე პროდუქტები უფრო სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ზოგიერთი სასაქმებელი საშუალების ეფექტი ასევე შეიძლება ნაწლავის პერისტალტიკაზე რეფრაქტორული ზემოქმედებით ავხსნათ. გარდა გაძლიერებული პერისტალტიკისა, ფაღარათი შეიძლება გამოიწვიოს სხვა ფაქტორმაც. გადამუშავებული საკვები ნაწლავში თხევადი სახით იმყოფება. თუ საკვები ნივთიერებებისა და წყლის შეწოვა შესუსტდა ან შეწყდა (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვენური შეგუბების დროს), განავალი თხევადი დარჩება.

ანთებითმა ლორწოვანმა გარსმა შესაძლოა გამოყოს ექსუდატი, რომელიც უფრო მეტად გაზრდის ნაწლავში სითხის რაოდენობას. ნაწლავის მიკროფლორა უპირატესად საფუარა და ლპობის მიკროორგანიზმებისგან შედგება.

საფუარა მიკროორგანიზმები იკვებებიან ნახშირწყლებით, შლიან მათ და იწვევენ დუღილის პროცესს. ლპობის ბაქტერიები შლიან ცილოვან ნივთიერებებს და იწვევენ ლპობას.

დუღილისა და ლპობის პროცესი ნორმალურ პირობებში გამუდმებით მიმდინარეობს ნაწლავში. პათოლოგიის შემთხვევაში, მაგალითად, ნაწლავის ანთების დროს, ისინი ნაკლებად არის გამოხატული.

ენტერიტის დროს ძლიერდება დუღილის პროცესი წვრილ ნაწლავში და წარმოიშობა დუღილის ფაღარათი. კოლიტის დროს მსხვილ ნაწლავში ძლიერდება ლპობის პროცესები და ლპობის ფაღარათი ვითარდება.

ფაღარათის ხასიათის გარკვევა მნიშვნელოვანია არა მარტო დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, არამედ სწორი მკურნალობის დასანიშნადაც. დუღილის დისპეფსიის დროს განავალი ქაფიანია, მჟავესუნიანი, ხოლო ლპობის დისპეფსიის დროს აქვს მკვეთრი ლაყე კვერცხის სუნი.