ღებინება მცირე ხნის წინ მიღებული საკვებით და ნაღვლის წვენით - მწვავე გასტრიტის დამახასიათებელი სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღებინება მცირე ხნის წინ მიღებული საკვებით და ნაღვლის წვენით - მწვავე გასტრიტის დამახასიათებელი სიმპტომი

ღებინება ყოველთვის ახლავს თან მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე დაავადებებს. ამ დროს მას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის გულისრევის შეგრძნება, არცთუ იშვიათად - მუცლის ტკივილი.

ღებინება მცირე ხნის წინ მიღებული საკვებით და ნაღვლის წვენით მწვავე გასტრიტის დამახასიათებელი სიმპტომია.

ერთჯერადი ან ორჯერადი ღებინება ავადმყოფს შვებას ჰგვრის.

მწვავე გასტრიტის დროს მრავალჯერად ღებინებას ორგანიზმის გაუწყლოება და ნატრიუმის, კალიუმისა და ქლორის დაკარგვა მოსდევს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ღებინებას და საგრძნობლად აუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

შეუპოვარი მძიმე ღებინება ლორწოთი, ზოგჯერ კი სისხლით თან სდევს მწვავე ეროზიულ გასტრიტს, რომელიც ვითარდება კონცენტრირებული მჟავებისა და ტუტეების კუჭში მოხვედრისას.

ღებინების დაწყება მკერდის ძვლის უკან არსებული ტკივილების დროს დამახასიათებელია წყლულოვანი დაავადების გამწვავებისთვის და არცთუ იშვიათად გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.

გადაუდებელი დახმარება კი ჯობს კლინიკის პირობებში ჩატარდეს, რათა დროულად დაისვას სწორი დიაგნოზი.

წოლითი რეჟიმი, მკაცრი დიეტა და ორგანიზმში ატროპინის შეყვანა შესამჩნევად ამცირებს წყლულოვანი დაავადების გამწვავების სიმპტომებს.

უხვი ღებინება კუჭის მჟავე შიგთავსით (დიდი ხნის წინ მიღებული საკვების მონელებული ნარჩენები) საკვების მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ, კუჭის გასავლის (პილორუსის) ორგანული შევიწროების სიმპტომია და ხშირად პილორუსის წყლულოვან-ნაწიბუროვან შეცვლასა და ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს.

გულდასმით შეკრებილი ანამნეზი და ობიექტური კვლევების მონაცემები, კუჭში უზმოზე “შხეფის ხმიანობის” არსებობა, ექიმს პილორუსის შევიწროების დიაგნოზის დასმაში ეხმარება.

პილორუსის სტენოზით დაავადებულთა ორგანიზმი ისეა გამოფიტული და გაუწყლოებული, რომ ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს პარენტერალურად შეჰყავთ გლუკოზისა და ნატრიუმის ქლორიდი.

შემდგომ ასეთი პაციენტები ქირურგიულ განყოფილებაში გადაჰყავთ ოპერაციული მკურნალობისთვის.