ცელიაკია - რომელი პროდუქტები იკრძალება დაავადების დროს და რომელია ნებადართული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცელიაკია - რომელი პროდუქტები იკრძალება დაავადების დროს და რომელია ნებადართული

როგორც აღვნიშნეთ, ცელიაკია არ ინკურნება, თუმცა შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი დიეტის მეშვეობით.

პაციენტმა ისე უნდა შეცვალოს კვების რაციონი, რომ თავიდან აიცილოს გლუტეინის მიღება. ამ მიზნით აუცილებელია, რაციონიდან გამოირიცხოს:

  • ქერი;

  • ჭვავი;

  • ხორბალი;

  • შვრია;

ნებისმიერი კერძი, რომელიც თუნდაც მცირე რაოდენობით შეიცავს ამ საკვებ პროდუქტებს.

რაციონიდან გლუტეინის გამორიცხვის შემდეგ ნაწლავის ანთებითი ცვლილებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მცირდება, თუმცა ზოგიერთი უკეთესობას სულ რამდენიმე დღეში გრძნობს. სრულ გაჯანსაღებასა და ხაოების აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვიდან ორ-სამ წლამდე დასჭირდეს.

ნაწლავის სურათი ბავშვებს უფრო სწრაფად აღუდგებათ, ვიდრე ზრდასრულებს. გლუტეინის შემცველი საკვების შემთხვევითი მიღებისას შესაძლოა ისევ განვითარდეს მუცლის ტკივილი და ფაღარათი, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთს გლუტეინის მიღების შემდეგ არავითარი დისკომფორტი არ აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა საყურადღებო არ არის - გლუტეინის უმნიშვნელო რაოდენობაც კი ნაწლავის გარდაუვალ დაზიანებას იწვევს.

აკრძალულია!!!

ცელიაკიით დაავადებულმა ყველა პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ აკრძალულია გლუტეინის შემცველი პროდუქტების მიღება. გთავაზობთ მათ სიას:

ხორბლის პური;

ჭვავის პური;

მანანის ფაფა;

შვრიის, ხორბლის და ქერის პროდუქტები;

გაითვალისწინეთ, რომ ამ პროდუქტებს შეიცავს ჰერკულესი, პერლოვკა;

მზა ფარში (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს) და ხორცის ნახევარფაბრიკატები;

ძეხვი, სოსისი, ლორი;

ხორცის კონსერვები;

თევზის კონსერვები;

იოგურტი, ყველეული, მაიონეზი (არ არის გამორიცხული, შეიცავდეს სახამებელს);

მზა ყავა და ყავის შემცველი სასმელები;

ლუდი;

ნაჩურთიანი კარამელი, შოკოლადი, ჩუპა-ჩუპსი;

ხილფაფა;

ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიცაა ვაფლი;

ნაყინი (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს);

კეტჩუპი, ტომატ-პასტა.

შეიძლება მივირთვათ?

სიმინდის ფქვილისგან მომზადებული პროდუქტები - მჭადი, ფაფა, ღომი;

სიმინდისა და კარტოფილის სახამებელი;

ბატიბუტი;

ბრინჯი და ბრინჯის კერძები - ფაფა, ფლავი;

წიწიბურა;

ახალი ან გაყინული ხორცის კერძები;

კარაქი, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთი;

ახალი ან გაყინული თევზი;

ნატურალური რძე და რძის პროდუქტები (თუ არ გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა);

ხილი, ბოსტნეული (მდგომარეობის სტაბილიზაციამდე არ არის სასურველი ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, რომელიც აძლიერებს მეტეორიზმს - ლობიო, კომბოსტო);

მხოლოდ შაქრით შინ მომზადებული მურაბები და ხილფაფები;

შინ მომზადებული წვენი, ნატურალური ჩაი, ყავა, კომპოტი.

წაიკითხეთ სრულად