გაქვთ ჩივილები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, თუმცა კვლევებით არ ვლინდება ნორმიდან გადახრა... - მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაქვთ ჩივილები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, თუმცა კვლევებით არ ვლინდება ნორმიდან გადახრა... - მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებები

-  მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებები - რა არის ეს, როგორ ვლინდება, რას შეიძლება უჩიოდეს პაციენტი?

- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადება არის მდგომარეობა, როცა პაციენტს აქვს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის ამა თუ იმ ორგანოს მხრივ, მაგრამ ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური თუ სხვა რეკომენდებული გამოკვლევები ნორმიდან გადახრას არ ავლენს.

მიუხედავად სტრუქტურული ცვლილებების არარსებობისა, ფუნქციური ხასიათის ჩივილებმა გასტროინტესტინური (ანუ კუჭ-ნაწლავის) ტრაქტის ყველა ორგანოს მხრივ შეიძლება იჩინოს თავი.

განასხვავებენ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაწლავების ფუნქციურ დაავადებებს, აბდომინური (მუცლის) ტკივილის სინდრომს, ნაღვლის ბუშტისა და ოდის სფინქტერის ფუნქციურ დაავადებებს, ანორექტალურ დაავადებებს.

ფუნქციური დაავადებების სიმპტომატიკა განსხვავებულია. ის დაავადების სახეზეა დამოკიდებული. მაგალითად, საყლაპავის ფუნქციური დაავადებები შესაძლოა გამოვლინდეს ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნებით, საყლაპავის საპროექციო არის ტკივილით, გულძმარვით, ყლაპვის გაძნელებით ანუ დისფაგიით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ზემო ნაწილის ფუნქციური დაავადებებიდან აღსანიშნავია ფუნქციური დისპეფსია - ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, ბოყინი, ფუნქციური ღებინება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილის ფუნქციური პათოლოგიებია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, ნაწლავების მოქმედების თანმხლები ტკივილი, ყაბზობა (შეკრულობა) ან დიარეა (ფაღარათი), ფუნქციური მეტეორიზმი, ფუნქციური ყაბზობა და ფაღარათი.

ცალკე განიხილება ფუნქციური მუცლის ტკივილი - გახანგრძლივებული ან ხშირად განმეორებადი მუცლის ტკივილი, რომელიც ნაწლავების მოქმედებასთან არ არის დაკავშირებული. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციური დაავადებებია ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია, რომელსაც ახასიათებს მძიმე, მდგრადი ტკივილის ეპიზოდები და ოდის სფინქტერის დისფუნქცია.

ეს უკანასკნელი ვლინდება ძლიერი მდგრადი ტკივილით სტრუქტურულ ცვლილებათა გარეშე.

- როგორია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებების მკურნალობის ტაქტიკა, რას ურჩევდით თავად, როგორც სპეციალისტი, პაციენტს, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს?

- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებების მკურნალობა რთული და კომპლექსური პროცესია, მეტადრე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ერთი და იმავე ორგანოს როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული დაავადება.

ამ შემთხვევაში მკურნალობა და მართვა გაცილებით უფრო კომპლექსური ხდება. ბუნებრივია, მკურნალობის კონკრეტული მეთოდებისა და პრეპარატების განხილვას არ შევუდგებით, ეს ყოველი პაციენტის პირადი ექიმის პრეროგატივაა, მაგრამ მკითხველს შეიძლება ვურჩიოთ, მიმართოს კვალიფიციურ გასტროენტეროლოგს, მიანდოს მას თავისი პრობლემები, ითანამშრომლოს ექიმთან და მასთან ერთად მართოს საკუთარი პათოლოგია. ასეთი მიდგომით ჩვენ ერთად დავამარცხებთ დაავადებას.

წაიკითხეთ სრულად