მუცლის ღრუზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება შებერილობა და შეკრულობა განვითარდეს - რა არის ილეუსი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის ღრუზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება შებერილობა და შეკრულობა განვითარდეს - რა არის ილეუსი?

ილეუსი (პარალიზური ილეუსი, ადინამიური ილეუსი) ნაწლავის კედლის ნორმალური კუმშვითი მოძრაობების დროებითი გაქრობაა.

ილეუსი, ძირითადად, მუცლის ღრუზე ქირურგიული ჩარევიდან 24-72 საათში ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანიპულაცია ნაწლავებზე ჩატარდა.

მისი ხშირი გამომწვევია წამლები, განსაკუთრებით ოპიოიდური ანალგეტიკები და ანტიქოლინერგული საშუალებები.

ილეუსი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ ან მუცლის ღრუში არსებულმა სისხლის კოლტმა, ათეროსკლეროზმა, რომელიც ნაწლავის სისხლით მომარაგებას ამცირებს, ან - ნაწლავის არტერიის ან ვენის დაზიანებამ.

ილეუსის განვითარების მიზეზი შეიძლება სხვა ორგანოების დაავადებები და სისტემური დარღვევები იყოს – თირკმლების უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში ელექტროლიტების შემცველობის დარღვევა (მაგალითად, კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე).

სიმპტომები და დიაგნოზი

ილეუსის სიმპტომებია მუცლის შებერილობა, ღებინება, ძლიერი შეკრულობა, მადის დაკარგვა და სპაზმური ტკივილი.

ექიმი სტეტოსკოპით ისმენს ნაწლავის შემცირებულ ხმიანობას ან მას საერთოდ ვერ ისმენს.

მუცლის რენტგენოლოგიური გამოკვლევით მოჩანს ნაწლავის გადაბერილი მარყუჟები. ზოგჯერ ექიმი სიტუაციას აფასებს კოლონოსკოპის საშუალებით (მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა დრეკადი დასათვალიერებელი მილით).

მკურნალობა

აუცილებელია ილეუსის შედეგად დაგროვილი აირისა და სითხისგან გათავისუფლება. ჩვეულებრივ, ცხვირიდან კუჭში ან წვრილ ნაწლავში იდგმება ზონდი და ხდება შიგთავსის ამოქაჩვა, რათა შემცირდეს წნევა და მოიხსნას ნაწლავის დაჭიმულობა.

ნაწლავის ფუნქციის აღდგენამდე არ შეიძლება საკვების და სასმლის მიღება. სითხეებისა და ელექტროლიტების (მაგალითად ნატრიუმი, ქლორი და კალიუმი) მიწოდება ინტრავენურად ხდება.

ზოგჯერ, როცა პრობლემა ძირითადად მსხვილ ნაწლავშია, წნევის შესამცირებლად მსხვილ ნაწლავში მილი ანუსიდან იდგმება.