რაში გვეხმარება კალიუმი და რომელი პროდუქტები უხდება ყველაზე მეტად შებერილ მუცელს ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაში გვეხმარება კალიუმი და რომელი პროდუქტები უხდება ყველაზე მეტად შებერილ მუცელს ?

მათ შორის: ზედმეტი ჭამა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შეკრულობა და სხვ.

დისკომფორტი, რომელიც შებერილობას ახლავს თან არასასიამოვნოა. როგორ შევამციროთ აღნიშნული შეგრძნება?

მიიღეთ თბილი ლიმონიანი წყალი. ის საჭმლის მონელების პროცესს ამარტივებს.

ასევე, შებერილობას ებრძის შემდეგი პროდუქტები

ბანანი

mkurnali.ge

დიდი რაოდენობით ნატრიუმის მოხმარება ორგანიზმში წყლის შეკავებას უწყობს ხელს, რაც შეშუპებას იწვევს.

ამერიკის გულის ასოციაციის რჩევით, მარილის დღიური ნორმა 1500 მილიგრამია.

მარილის მოხმარების შემცირებასთან ერთად მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის კალიუმის მიღება. ვინაიდან, ის ნატრიუმის უარყოფით ეფექტებს ამცირებს, მაგალითად მუცლის შებერილობას.

ბანანი დაახლოებით 420 მილიგრამ კალიუმს შეიცავს, რაც რეკომენდებული დღიური ნორმის 12%-ია.

ამოიღეთ რაციონიდან საღეჭი რეზინა. მისი მეშვეობით, მუცელში ზედმეტი აირები გროვდება, რაც შეშუპებას იწვევს.

კიტრი

mkurnali.ge

კიტრი 97% წყალს შეიცავს, ამიტომ ის ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები) არის აგენტები, რომლებიც ორგანიზმიდან მარილსა და წყალს გამოდევნიან, ამცირებენ შეშუპებას.

ამას გარდა, კიტრი ბოჭკოს დღიური ნორმის 6%-ს შეიცავს. უჯრედისი გვეხმარება საჭმლის მონლების პროცესში.

ასევე, სასარგებლოა ნიახურიც.

გაითვალისწინეთ, რომ შარდმდენი პროდუქტები არ გამოგადებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შებერილობის მიზეზი საკვები პროდუქტების მიმართ ალერგია ან აუტანლობაა (მაგალითად, გლუტენის და რძის პროდუქტების მიმართ).

საზამთრო

mkurnali.ge

მუცლის შებერილობას საზამთრო კალიუმისა და წყლის შემცველობით ებრძვის. საზამთროს 91.5 % წყალია და მასში შემავალი კალიუმი შესანიშნავად ანეიტრალებს ნატრიუმის ზემოქმედებას ორგანიზმზე.

აუცილებელია ალკოჰოლის შეზღუდვა. ის აირების წარმოქნას უწყობს ხელს, რაც შებერილობის დისკომფორტს აჩენს.

კოჭა

mkurnali.ge

ჯანჯაფილს კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ. გულისრევა, დიარეა, გაზები - ამ პრობლემებს კოჭა შესანიშნავად ებრძვის.

ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ამშვიდებს და მუცელში აირების წარმოქმნას უშლის ხელს.

იოგურტი

mkurnali.ge

მაღალი პრობიოტიკების შემცველი იოგურტი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში „კარგი“ ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ის მონელებასა და შებერილობის თავიდან აცილებაში გვეხმარება. არ არის რეკომენდებული ტკბილი, ხელოვნური შაქრებით გაჯერებული იოგურტი, ვინაიდან მას შეშუპების პროვოცირება შეუძლია.

იმისათვის, რომ შებერილობამ არ შეგაწუხოთ, საკმარისი ფიზიკური აქტიობა, დიდი რაოდენობით სითხისა და უჯრედისის შემცველი პროდუქტების მიღება -  საუკეთესო არჩევანია.