კუჭის წყლულოვანი დაავადება: მკურნალობის გზები და საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

კუჭის წყლულოვანი დაავადება: მკურნალობის გზები და საშუალებები

კუჭის წყლულოვანი დაავადება: მკურნალობის გზები და საშუალებები

წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს. იმის შესახებ, რას წარმოადგენს წყლულოვანი დაავადება და როგორ მკურნალობენ მას დღეს, გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.


- ბატონო ირაკლი, რა არის წყლულოვანი დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის

დღეს?
- კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენცია - აღნიშნული პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა
და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვობის ასაკშიც კი, რაც წინათ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ჩემი აზრით, ეს ისევ და ისევ ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას უნდა მივაწეროთ. ტერმინი "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება" რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმი გახლავთ ცნება "პეპტიური წყლული", რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს. წყლულის დიამეტრი ვარირებს - 5მმ-დან ზევით. პეპტიური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა,  შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში.  ის აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა ხშირი რეციდივებით, რომლებიც, წესისამებრ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვლინდება.


- რა განსხვავებაა ეროზიასა და წყლულს შორის?
- წყლული ლორწოვანის გაცილებით ღრმა დეფექტია და კუნთოვან შრემდე ვრცელდება. ეროზია ხშირად წყლულის წინამორბედ სტადიას და პაციენტისთვის ერთგვარ გაფრთხილებასაც წარმოადგენს.


- რა შეიძლება იყოს წყლულის განვითარების მიზეზები?
- ბოლო დრომდე პეპტიურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად მწვავდებოდა. სადღეისოდ ეს შეხედულება რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:

  • სხვადასხვა მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
  • ფსიქოლოგიური სტრესი;
  • კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
  • გენეტიკური მიდრეკილება (ძალიან ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა).

დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება შემთხვევათა 90%-ში H.pylori-თ არის განპირობებული და ანტიბიოტიკებით სათანადო მკურნალობას მოითხოვს. დანარჩენ 10%-ში H.pylori-თ ინფიცირება არ დასტურდება. ამ შემთხვევაში მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება ან რომელიმე სხვა ზემოხსენებული ფაქტორი. განურჩევლად წარმომშობი მიზეზისა, პეპტიური წყლულის კლინიკურ გამოვლინებას, მის შეხორცებასა და გამწვავებას მჭიდრო კავშირი აქვს კუჭის სეკრეციასთან, კერძოდ, კუჭის წვენის PH-მაჩვენებელთან და პეპსინის აქტიურობასთან. ფარმაკოლოგიური საშუალებებით კუჭის სეკრეციის დათრგუნვა ამცირებს ლორწოვანის დაზიანების ხარისხს, აგრეთვე სისხლდენისა და სხვა გართულებების განვითარების ალბათობას.


- რით განსხვავდება კუჭის წყლულის კლინიკური სურათი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კლინიკური გამოვლინებისგან?
- პეპტიური წყლულის ძირითადი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. სხვა ნიშნებია გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ზოგჯერ - ყაბზობაც. ამასთანავე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:

  • რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.
  • ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება.
  • ტკივილის ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში.

მუცლის ხანგრძლივი ტკივილი ჩვეული რიტმის გარეშე ხშირად წყლულის პენეტრაციაზე მიუთითებს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანია პერიოდულობა - გამწვავებისას ტკივილი ვითარდება რამდენიმე კვირის ან თვის ინტერვალით, რემისია, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია და შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გასტანოს. როგორც უკვე აღვნიშნე, პერიოდულობა სეზონურია - წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო მეტად გამოხატულია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, რაც პათოლოგიური პროცესის გამწვავების მაუწყებელია. კუჭის წყლულის დროს ტკივილი რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, უზმოზე ტკივილის შეგრძნება ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ აღინიშნება. ის მეტწილად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ იჩენს თავს და კუჭის შეგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე ან ღებინებამდე გრძელდება. ამის გამო ხშირად ავადმყოფები ჭამას თავს არიდებენ და ხდებიან. კუჭის ტკივილი იშვიათად  შესაძლოა ღამითაც აღმოცენდეს.


- რით აიხსნება ის ფაქტი, რომ საკვების მიღების შედეგად ტკივილი მცირდება ან ცხრება?
- საკვებისა და ანტაციდური პრეპარატების მიღების შედეგად ტკივილის შემცირება-გაქრობა განპირობებულია კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას ნეიტრალიზაციით, თუმცა ამასთანავე საკვების მიღება გასტრინის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის დაცლის შემდეგ კუჭის წვენისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH  საგრძნობლად იკლებს, რაც ტკივილის ხელახალი აღმოცენების მიზეზად იქცევა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას მარილმჟავათი განპირობებულ ტკივილს ქემორეცეპტორების გაღიზიანება ან პერისტალტიკური ცვლილებები იწვევს. ზემოთ დასახელებული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია, კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგანაც ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-08-2016
rogor movicesrigo
როგორ მოვიცესრიგო კუცჰის მოკმედება
თარიღი : 28-10-2014
გიორგი
თუ შეიზლება ბატონი ირაკლი ხმალაძე საკონტაქტო მომაწოდოთ.
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
ისპანახი და სტაფილო მდიდარია კალიუმით, უჯრედისით და А ვიტამინით. თუმცა ისინი ნაწლავის
ღვიძ­ლი­სა და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი, გუ­რამ ახა­ლა­ძე 22 ივ­ლი­სი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსში"
გთავაზობთ 5 ნატურალურ პროდუქტს, რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას:
ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი უხშირესად დაკავშირებულია აირწარმოქმნის გაძლიერებასთან, ნაწლავის სპაზმთან და
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად