„ნეტა, ეს მეჭმევა?“ - პროდუქტები, რომლებიც გასტროეზოფაგურ რეპლუქსს ებრძვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ნეტა, ეს მეჭმევა?“ - პროდუქტები, რომლებიც გასტროეზოფაგურ რეპლუქსს ებრძვის

გასტროეზოფაგური რეფლუქსი გულმკერდის არეში ტკივილს, ყლაპვის პრობლემას(განსაკუთრებით წოლის დროს) და ხშირ შემთხევავში ხველასაც მოიცავს.

კვების რაციონის ცვლილება აღნიშნულ სიმპტომებს საგრძნობლად ამცირებს. არსებობს პროდუქტთა ვრცელი სია, რომლებიც გეკრძალებათ გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს, მათ შორისაა: შოკოლადი, ხახვი, წითელი ხორცი, მჟავე საკვები და სხვ.

რომელი საკვებია ყველაზე ეფექტური რეფლუქსის დროს?

ქათმის მკერდი

mkurnali.ge

ქათმის მკერდის მჭლე ხორცი ცილებით მდიდარია და მისი მონელება ორგანიზმისთვის საკმაოდ მარტივია.

წყალი

mkurnali.ge

სასმელებიდან საუკეთესო არჩევანი წყალია. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს დაუშვებელია შაქრიანი, მჟავე სითხეები მიღება, ასევე ალკოჰოლის. ვინაიდან, ისინი სიმპტომებს ამძაფრებს.

ჯანჯაფილი

mkurnali.ge

უბრალოდ ხმელი ტოტების გაღეჭვა ან ცხელი ჯანჯაფილის ჩაი გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომებს ამსუბუქებს.

შვრია

mkurnali.ge

ბეკონი, ძეხვი, დონატები, ცხიმიანი საკვები, ყავა - როგორ იწყება თქვენი დილა?

რეფლუქსის სიმპტომებმა რომ არ შეგაწუხოთ, აუცილებელია, საუზმეზე მიირთვათ შესაბამისი საკვები, მათ შორის შვრიის ფაფა საუკეთესო არჩევანია.

კარტოფილი

mkurnali.ge

კარტოფილი და სტაფილო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია გაღიზიანებული რეფლუქსის სამართავად.

ჯანსაღი ნახშირწყლებით და უჯრედისით მდიდარი კარტოფილი და სტაფილო შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვაგვარად, თუმცა ხახვისა და ნივრის გარეშე.

ზეითუნის ზეთი

mkurnali.ge

ცხიმიანი საკვები რეფლუქსს არ უხდება. თუმცა ცხიმი ორგანიზმს ფუქნციონირებისთვის სჭირდება. უარი თქვით კარაქსა და მარგარინზე.

ხოლო დაბალკალორიული და ჯანსაღი ცხიმები რეფლუქსის სიმპტომებს არ გაგიუარესებთ, გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი სალათებსა და კერძებში.

სალათის ფურცლები და ნიახური

mkurnali.ge

მათ, ვისაც რეფლუქსი აწუხებთ, ხშირად შებერილობის პრობლემაც აქვთ. ამიტომ არ უნდა მიირთვათ ლობიო და ჩირი. მსუბუქი ბოსტნეული, როგორებიცაა სალათის ფურცლები და ნიახური დაბალკალორიულობასთან ერთად რეფლუქსსა და შებერილობას ებრძვის.

საზამთრო

mkurnali.ge

იცოდით, რომ საზამთრო უვნებელი ხილია გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს?

ის მჟავიანობას არ ზრდის და შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ ზაფხულის ცხელ დღეებში.