რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ორგანიზმს საფაღარათო საშუალებების მიღებამ წონის კორექციის მიზნით ? - რჩევები მათთვის, ვისაც შეკრულობა და შებერილობა აწუხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ორგანიზმს საფაღარათო საშუალებების მიღებამ წონის კორექციის მიზნით ? - რჩევები მათთვის, ვისაც შეკრულობა და შებერილობა აწუხებს

ბევრი არასერიოზულად უყურებს მუცლის შებერილობას და სახლის პირობებში, ნაცნობების რჩევით, სხვადასხვა მედიკამენტს ღებულობს, რამდენად რეკომენდებულია თვითნებურად წამლების მიღება მეტეორიზმისას და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამან?

- მეტეორიზმი დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც სამწუხაროდ პაციენტთა უმეტესობა დროულად არ აქცევს ყურადღებას და მიმართავენ მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას სხვადასხვა სამკურნალო თუ ხალხური საშუალებებით, რის გამოც ხშირად არ ხდება გამომწვევი მიზეზის დროული დიაგნოსტირება, რამაც შეიძლება სერიოზულ გართულებებამდეც მიგვიყვანოს.

გართულებებს რაც შეეხება, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მიზეზი და პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს მეტეორიზმს.

-  რა შეიძლება გახდეს შებერილობის გამომწვევი მიზეზი?

- მეტეორიზმის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია, მათ შორის ხშირია:

  • საჭმლის მონელების დარღვევა სხვადასხვა დაავადების დროს (კუჭის ან 12-გოჯა ნაწვალის ეროზიულ-წყლულოვანი ან ანთებითი პროცესები, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები, ნაღვლოვანი რეფლუქსი, ცელიაკია,და ა. შ) ;

 

  • კვებითი თავისებურებები, ზოგიერთი საკვები პროდუქტის აუტანლობა;

 

  • გაზიანი სასმელების ხშირი მიღება;

 

  • უმოძრაო ცხოვრების წესი;

 

  • ნაწლავური პათოლოგიები (მიკროფლორის დარღვევა, მეგაკოლონი, დივერტიკულოზი, პოლიპური წარმონაქმნები, ყაბზობა) და სხვა.

- რომელ საკვებს უნდა ვერიდოთ თუ ხშირად გვაწუხებს აირების დაგროვება?

- ხშირად მეტეორიზმი პაციენტს ამა თუ იმ კონკრეტული პროდუქტის მიღების შემდეგ უმძაფრდება, ასეთ პროდუქტებს წარმოადგენს:

  • რძე და რძის პროდუქტები - განსაკუთრებით ლაქტოზას აუტანლობისას;

 

  • პარკოსნები;

 

  • კომბოსტოს სახეობები;

 

  • გაზიანი სასმელები;

 

  • ლუდი;

 

  • ხილიდან - ვაშლი, ყურძენი, ბალი, ლეღვი, კარალიოკი, მსხალი;

 

  • ტკბილეული,

თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და სხვადასხვა პაციენტზე სხვადასხვანაირად აისახება.

- როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და დიაგნოსტირებისთვის რა პროცედურების გავლაა საჭირო?

- მეტეორიზმის დიაგნოსტირებისთვის პირველ რიგში აუცილებელია, პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს, ანამნეზის შეგროვებას დიდი წვლილი მიუძღვის დიაგნოზის სწორად დასმაში.

პაციენტის სრულფასოვანი სუბიექტური და ობიექტური მონაცემების შეგროვების შემდგომ ექიმს ექმნება წარმოდგენა, თუ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი. პაციენტს, შესაბამისად, შეიძლება დასჭირდეს მისთვის განსაზვრული ესა თუ ის ინსტრუმენტალური ან ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის შეიძლება იყოს:

  • მუცლის ღრუს ექოსკოპია;
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;
  • კუჭ-ნაწლავის რენტგენოსკოპია ბარიუმით;
  • კომპიუტერული ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კოლონოსკოპია, ირიგოსკოპია, განავლის ანალიზი და ა.შ

რაც შეეხება მკურნალობას, ეს დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და მის დროულ აღმოფხვრაზე.

ასევე მეტეორიზმის მკურნალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი კვება - გასტროენტეროლოგი დეტალურად შეგირჩევთ დიეტას.

მეტეორიზმის სამკურნალოდ ძირითადად ფერმენტები და სიმეტიკონის შემცველი მედიკამენტები გამოიყენება, რასაკვირველია, ექიმის მიერ დანიშნული.

- შესაძლებელია თუ არა მოწესრიგებული კვების, საკმარისი ფიზიკური აქტივობისა და სითხის მიღების მიუხედავად, გვაწუხებდეს ყაბზობა? და თუ კი, რა დაავადების მანიშნებელია?

- კვებითი რეკომენდაციები, სითხის მიღება, ფიზიკური აქტივობა - რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყაბზობის სამკურნალოდ, თუმცა ხშირად მხოლოდ ეს პროცესები ვერ ახდენს მის სრულ აღმოფხვრას.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავის ანატომიური თავისებურება (დოლიქოსიგმა, მეგაკოლონი) ან სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება იყოს ნაწლავის ან ნაწლავგარე დაავადებიდან გამომდინარე.

- რამდენად ხშირად და როდის იღებს შერკურლობა ქრონიკულ ხასიათს?

- ქრონიკული ხასიათი შეიძლება მიეცეს ყაბზობას, როდესაც ის ხშირად გამოვლინდება, არ ხდება მისი გამომწვევი მიზეზის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა მიმდინარეობს სამკურნალო საშუალებებით და არა საფაღარათო პრეპარატებით.

- წონის კლების მიზნით საფაღარათო საშუალებების მიღება რამდენად სწორია და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

- წონის კორექციისთვის საფაღარათო საშუალებების გამოყენება არ არის უსაფრთხო და ეფექტური. არსებობს წონის დაკლებისა და სხეულის სასურველი წონის შენარჩუნების სხვა, უფრო ჯანსაღი გზები.

დროებითი წონის დაკლება, რომელიც შეიძლება განიცადოს ადამიანმა საფაღარათო საშუალებების მიღების შედეგად, რეალურად წყლის დაკარგვის შედეგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების დისბალანსი, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, დამოკიდებულების გაჩენა, ანთებითი პროცესები ნაწლავის ლორწოვანზე და ა.შ

- არაერთი ხალხური რეცეპტი არსებობს შეკრულობის სამკურნალოდ, რამდენად შედეგიანია ისინი?

- ხალხური რეცეპტი რაც ხშირად გაგვიგია მაგ: უზმოდ ანადუღარი ან ლიმნიანი წლის მიღება, ყოვედღიურად შავი ქლიავის, ჭარხლის მიღება, უმი ისპანახი, ქიშმიში, ზეითუნის ზეთის გამოყენება, წყლიანი მაწონი, ქატო, და ა.შ არ არის ყველა პაციენტისთვის რეკომენდებული და ვერ ახდენს ყაბზობის კუპირებას ხანგრძლივად და ეფექტურად, ამიტომაც საჭიროა სპეციალისტის დროული ჩართულობა.

- რას ურჩევდით შეკრულობისკენ მიდრეკილ ადამიანებს, როგორი უნდა იყოს მათი კვების რაციონი?

- შეკრულობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის, უპირველესად, აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები: ხილი (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი...) ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი, თალგამი), მწვანილი და სხვ.

შეკრულობის დროს ასევე რეკომენდებულია ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი, კარგად მოხარშული საქონლის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები. საჭმელი, უმჯობესია, მიირთვათ დღეში 3-4-ჯერ, ერთსა და იმავე დროს.

უხვად მიიღეთ სითხე, მაგრამ ერიდეთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, ასევე - შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, ქონს. მის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი, აუცილებელია ასევე ფიზიკური აქტივობა.

დამატებითი ჩივილების და ან უეფექტობის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.