პანკრეასი, ხერხემალი, აპენდიციტი... - კუჭის არეში ტკივილის მიზეზები, რომელიც კუჭის პრობლემებით არ არის გამოწვეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანკრეასი, ხერხემალი, აპენდიციტი... - კუჭის არეში ტკივილის მიზეზები, რომელიც კუჭის პრობლემებით არ არის გამოწვეული

- თქვენ ბრძანეთ,რომ კუჭის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს კუჭი. კიდევ რომელი ორგანოების პათოლოგია იწვევს ამ სიმპტომს?

- ესენია:

პანკრეასის დაავადებები (პანკრეატიტი, კისტა, აბსცესი, სიმსივნე);

მწვავე აპენდიციტი;

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

ხერხემლის დაავადებები.

ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილი თან ახლავს, მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ ან მწვავე ანთებას. შეშუპებული პანკრეასის ქსოვილები ან ამ ორგანოში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აწვება და ტკივილს იწვევს. ტკივილის გამოწვევა შეუძლია აგრეთვე ნერვულ ღეროში ჩაზრდილ კიბოს. ტკივილების ინტენსივობა უმნიშვნელოდან (მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის დროს) გაუსაძლისამდე (მაგალითად, ავთვისებიანი დაზიანების შემთხვევაში) ვარირებს.

ვითარების კვალობაზე, მას შესაძლოა თან ახლდეს დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), ფაღარათი, წონის კლება, ტემპერატურის მატება. წყლულის სამკურნალო საშუალებებმა პანკრეატიტის დროს შესაძლოა შვება მოჰგვაროს პაციენტს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

- მწვავე აპენდიციტი ახსენეთ. რითი აიხსნება ამ დროს ტკივილი კუჭის არეში?

- ერთი მხრივ - ინერვაციის თავისებურებებით, მეორე მხრივ კი აპენდიკულარული წანაზარდის ანომალიური მდებარეობით. ამ მიდამოში ტკივილის აღმოცენებას ქირურგები განიხილავენ როგორც ადრეულ სიმპტომს. ხშირად შეცდომით კუჭის პათოლოგიაზე მიაქვთ ეჭვი და არა მწვავე აპენდიციტზე.

ამ დიაგნოსტიკურ შეცდომასთან დაკავშირებული სამედიცინო ღონისძიებები - წყლულის საწინააღმდეგო საშუალებების მიცემა, კუჭის ამორეცხვა და სხვა - უეფექტოა და ზოგჯერ აუარესებს კიდეც დაავადების მიმდინარეობას. ეპიგასტრიუმის ზონაში პირველადი ლოკალიზაციის ტკივილით მიმდინარე მწვავე აპენდიციტის დროს ტკივილის შეგრძნება, წესისამებრ, ზომიერია, მუდმივი, შესაძლოა თან ახლდეს ღებინება, გულისრევა, ცხელება და კუჭის მოქმედების მოშლა. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს აბდომინალური სინდრომის არსებობა შესაძლოა სამედიცინო დახმარების დაგვიანების მიზეზად იქცეს.

- ხერხემლის რომელი პათოლოგიები იწვევს ტკივილს კუჭის არეში?

- ხერხემლის გულმკერდის ნაწილში მიმდინარე ყოველგვარი პათოლოგიური პროცესი ხშირად იწვევს კუჭის საპროექციო არეში ტკივილს. ტკივილს ხშირად პროვოცირებას უწევს და აძლიერებს აქტიური მოძრაობა; შესაძლოა, ასოცირებული იყოს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვასთან; არ უკავშირდება კვებას, წელიწადის დროს და თან არ ახლავს დისპეფსიური მოვლენები (ღებინება და სხვა), თუმცა გამორიცხული არ არის, თან ახლდეს ხელების დაბუჟება, მოძრაობის შეზღუდვა. ღამის დასვენების შემდეგ ეს სიმპტომები საგრძნობლად სუსტდება.

- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს დიაგნოზის დასაზუსტებლად?

- აუცილებელ სადიაგნოზო გამოკვლევათა ჩამონათვალში შედის:

ფიბროეზოფაგოგასტროსკოპია ბიოფსიით (შეიძლება აღმოვაჩინოთ ანთება, მოტორული დარღვევები, სიმსივნური პროცესები, წყლულოვანი დაზიანება);

ბიოპტატების პათომორფოლოგიური შეფასება;

კუჭის რენტგენოსკოპია კონტრასტით;

მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია/მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;

პანკრეატის ფერმენტების დონის შეფასება;

ხერხემლის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერული ტომოგრაფია/მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;

ელექტროკარდიოგრაფია (საბაზისო მეთოდი მიოკარდიუმის დაზიანების დასადასტურებლად);

გულის ულტრასონოგრაფია (ჰიპოკინეზიის ზონები შესაძლოა მოწმობდეს მიოკარდიუმის ინფარქტს);

ტრანსამინაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზის, კრეატინფოსფოკინაზის МВ ფრაქციის შეფასება (მაჩვენებლები იზრდება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს);

მიოკარდიუმის დაზიანების მარკერების - ტროპონინის, სისხლის მიოგლობინის განსაზღვრა;

ჰემოგრამა (შესაძლოა გამოავლინოს სისხლნაკლებობა და ანთების ნიშნები).

ამ კვლევების მეშვეობით ვადგენთ კუჭის არეში არსებული ტკივილის რეალურ მიზეზს, სათანადოდ ვაფასებთ მდგომარეობას, ვუწევთ პაციენტს დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ვუნიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

წაიკითხეთ სრულად