როგორ ამოვიცნოთ პანკრეატიტი? - მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ პანკრეატიტი? - მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები

რომელიც მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების მონელებაში.

პანკრეასის ანთება სხვადასხვა მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ის, თავის მხრივ, იწვევს ჯირკვლისა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას, სისხლდენას, ინფექციას და ჯირკვლის კიდევ უფრო ღრმა დაზიანებას.

ანთების დროს ორგანოში არსებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტები იწყებენ თავად ჯირკვლის "მონელებას"

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს.

პანკრეატიტის სიმპტომები

მწვავე პანკრეატიტი

მწვავე პანკრეატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მწვავე ტკივილი. ტკივილი აწუხებს თითქმის ყველა პაციენტს და ახასიათებს რიგი თავისებურება:

• ტკივილი შეიძლება დაიწყოს როგორც უეცრად და ძალზე ინტენსიურად, ისე ნელ-ნელა და მისმა ძალამ თანდათან მოიმატოს.

• ტკივილი, ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, მის შუაში ან მარცხნივ. ხშირია ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) ზურგისაკენ;

• ტკივილი ხშირად იწყება ან მძიმდება ჭამის შემდეგ;

• ტკივილი ტიპობრივად გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში;

• ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ზურგზე წოლისას.

მწვავე პანკრეატიტის დროს პაციენტი დასუსტებულია. შეინიშნება ტკივილის თანმხლები სხვა სიმპტომებიც:

• ღებინება, რომელსაც არ მოაქვს შევება;

• ცხელება, შემცივნება;

• მუცლის შებერვა;

• გულისცემის აჩქარება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ტკივილი, ცხელება, სითხის დაკარგვა ღებინების, შიმშილის გამო ან წარმოადგენდეს კომპენსატორულ მექანიზმს შინაგანი სისხლდენისას.

მეტისმეტად მძიმე შემთხვევებში, როცა პანკრეატიტი რთულდება ინფექციითა და სისხლდენით, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს დაბალი წნევა, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს:

• სისუსტეს;

• გონების კარგვას;

• ძილად მივარდნას;

• ადვილად გაღიზიანებას;

• კონცენტრირების უნარის კარგვას;

• თავის ტკივილს.

ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები

ქრონიკულ პანკრეატიტს ტკივილი მწვავესთან შედარებით ნაკლებად ახასიათებს.

ის ზოგიერთ პაციენტს აწუხებს, ხოლო ზოგიერთს - არა. ტკივილი მუდმივია, შემაწუხებელი, თუმცა არ არის გამორიცხული, თავისთავად გაქრეს მდგომარეობის გაუარესებისას.

ტკივილის გაქრობა ცუდი ნიშანია, რადგან შესაძლოა, პანკრეასის ფუნქციის დაკარგვას მოასწავებდეს. ქრონიკული პანკრეატიტის სხვა სიმპტომები დაკავშირებულია დაავადების ისეთ გართულებებთან, როგორებიცაა:

• ინსულინის პროდუქციის დაქვეითება (დიაბეტი);

• საჭმლის მონელების დარღვევა (წონის კარგვა);

• სისხლდენა (ანემია);

• სიყვითლე.

უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ დაავადების შემდეგი სიმპტომები:

• ძლიერი გულისრევა და ღებინება;

• ძლიერი ტკივილი, რომლის კუპირებაც მედიკამენტებით ვერ ხერხდება;

• მუცლის აუხსნელი ტკივილი;

• სუნთქვის გაძნელება;

• ტკივილი, რომელსაც თან ახლავს შემცივნება, ცხელება, ღებინება, სისუსტე;

• ტკივილი, რომელიც აღენიშნება სხვა დაავადებების მქონე ადამიანს.

წაიკითხეთ სრულად