გასტრიტი - სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და კვების რაციონი, რომელიც კუჭის პრობლემების დროს დაგჭირდებათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

გასტრიტი - სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და კვების რაციონი, რომელიც კუჭის პრობლემების დროს დაგჭირდებათ

ერთი შეხედვით ყველასათვის ცნობილი დაავადებაა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, თუ რა შეიძლება იყოს მათი კუჭ-ნაწლავისთვის მავნე.
მიუხედავად ამისა, გასტრიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია სამედიცინო სფეროში.


რატომ და როგორ ვითარდება ის ?


მონელების დროს ძლიერი მჟავა წარმოიქმნება - საჭმლის მომნელებელი წვენი, რომელიც საკვების დაშლასა და გადამუშავებაში ღებულობს მონაწილეობას. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. აღნიშნული მჟავა არ აზიანებს თავად კუჭს, ვინაიდან მას იცავს ლორწოვანი გარსი.

სწორედ კუჭის დამცავი ლოწროვანი გარსის ანთებას ეწოდება გასტრიტი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ხასიათის. მწვავე გასტრიტს
მოულოდნელი, მძიმე ანთება ახასიათებს, ხოლო ქრონიკული ანთება გრძელვადიანია, რომლის მკურნალობასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.


რაც შეეხება ეროზიულ გასტრიტს, ის ნაკლბად გავრცელებული ფორმაა. მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და წყლულები.

როდესაც გარსი დასუსტებულია, მას კუჭის წვენი მარტივად აზიანებს, შედეგად გასტრიტის დიაგნოზი ისმევა.


ანთება ასევე შეიძლება კუჭ-ნაწლავის ბაქტერიულმა ინფექციამ
გამოიწვიოს. ეს ბაქტერია ჰელიკობაქტერიაა, რომელიც აზიანებს კუჭის გარსს. ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის, ასევე ვრცელდება დაბინძურებული წყლის, ან საკვების საშუალებით.

გასტრიტის გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორებია:


• დიდი რაოდნეობით ალკოჰოლი

• თამბაქო

• პერმანენტულად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება, როგორებიცაა მაგალითად იბუპროფენი, ასპირინი.

• ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი არის ასაკი, ვინაიდან წლების მატებასთან ერთად კუჭის გარსი ბუნებრივად თხელდება.

• საკვები ნივთიერებების ნაკლებობა

• სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრობა


იშვიათ რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:


• სტრესი

• აუტოიმუნური დაავადებები

• კრონის დაავადება, რომელიც მთლიანად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დარღვევაა

• ვირუსული ინფექციები

გასტრიტი ყველა ადამიანში შესამჩნევ სიმპტომებს არ იწვევს.

თუმცა, ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:


• გულისრევა

• ღებინება

• მუცლის ზედა ნაწილში სისავსის შეგრძნება, განსაკუთრებით, ჭამის შემდეგ


ეროზიული გასტრიტის შესაძლო სიმპტომებია:

• მუქი ფერის, შავი განავალი

• სისხლიანი ღებინება

გასტროენტეროლოგიაში მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი უკავია კვების რაციონს.

თუ კუჭის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები.

უჯრედისი არის ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ხილსა და ბოსტნეულშია. მიირთვით ვაშლი, ავოკადო, კენკრა, გამორიცხეთ ბანანი და ციტრუსი. რაც შეეხება ბოსნტეულს, საუკეთესო არჩევანია სტაფილო, ბროკოლი, ნიახური, მწვანილები, კომბოსტო, კარტოფილი.

მარცვლეულიდან შეგიძლიათ შვრია და ბრინჯი მიირთვათ, თუმცა ხორბალს უნდა ერიდოთ, გლუტენი გასტრიტის მტერია. კარგი იქნება, უგლუტენო პროდუქტებით თუ იკვებებით.

მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ცილა მიიღოთ, იგულისხმება ნატურალური ქათმისა და ხბოს ხორცი, ასევე კვერცხი.

გამორიცხეთ ყავა, ის წვის შეგრძნებასა და რიგი სიმპტომების გაუარესებას გამოიწვევს, ჩაანაცვლეთ ჩაით.

კვლევების თანახმად, თუ რეგულარულად მიირთმევთ მწვანე ან გვირილის ჩაის, 40%-ით ამცირებთ გასტრიტის განვითარების რისკს. ვინაიდან ორივე მცენარეს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

თქვით უარი რძეზე, ასევე რძის ნაწარმზე, ისინი ბაქტერიების გამრავლებას უწყობენ ხელს. კუჭს გაგიღიზიანებთ სუნელებიანი საკვები და ძმარი, მათ შორის ვაშლის ძმარიც. არ მიირთვათ პომიდორი. დაივიწყეთ სწრაფი კვების ობიექტები და ალკოჰოლი.

გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ ნიახურის წვენი დალიოთ, ის კლავს ჰელიკობაქტერიას, ასევე აღადგენს კუჭის ნორმალურ მჟავიანობას. სასარგებლოა ქოქოსის წყალი, დღის განმავლობაში 2 ფინჯანი. ის ტუტიანობას აღადგენს, ამშვიდებს და ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს.

ძილის წინ კი სასარგებლოა ალოეს წვენი (100 მლ)

თუმცა, არ დაგავიწყდეთ ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, თუ ერთ კვირაზე მეტხანს აღგენიშნებათ სიმპტომები, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს, იკვებეთ ჯანსაღად, მოერიდეთ ალკოჰოლს, ყავას, სტრესს და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
სიტყვა "პანკრეატიტი" პანკრეასის ანთებას ნიშნავს. პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, არის ორგანო,
„სმარტფარმთან“ ინტერვიუში გასტროენტეროლოგი გიგა სორდია საუბრობს გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე.
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს შეიძლება მსხვილ ნაწლავზე მცირე ზომის ამოზნექილობა, ამობურცული ნაწილი, ანუ დივერტიკულა განუვითარდეს.
თუ შეკრულობა, ანუ ყაბზობა გაწუხებთ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება რომელიმე დაავადებაზე მიგანიშნებდეთ.
ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოა, რომელიც 500-ზე მეტ სხვადასხვა ფუნქციაზე არის პასუხისმგებელი.
საკვებით მოწამვლა ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც პათოგენი აბინძურებს საკვებს, ან სასმელ წყალს.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად