წვა მკერდის ძვლის უკან და გულძმარვა - რეფლუქსის თუ სტრესის შედეგი? - საგულისხმო რჩევები გასტროენტეროლოგისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წვა მკერდის ძვლის უკან და გულძმარვა - რეფლუქსის თუ სტრესის შედეგი? - საგულისხმო რჩევები გასტროენტეროლოგისგან

რა იგულისხმება რეფლუქს დაავადებაში, როგორია მისი განსაზღვრება, რა არის მაპროვოცირებელი ფაქტორები?

ეს არის კუჭის მიერ გამოყოფილი მჟავე ნივთიერების ამოტყორცნა საყლაპავში, თუმცა შეიძლება უფრო ზევითაც, ზედა სასუნთქ გზებშიც.

ძალიან გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც.

ის ხშირად გამოწვეულია ცხოვრების წესთან დაკავშირებული პრობლემებით. ასევე, საკუთრივ ე.წ მომჭერი კუნთის მოდუნებით.

მომჭერი კუჭს საყლაპავიდან გამოყოფს.

როცა ის სრულყოფილად არ იკეტება, შედეგად სიმჟავე მარტივად ამოიტყორცნება საყლაპავში.

რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, ეს შეიძლება იყოს ანატომიური თავისებურება, მაგალითად, საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი.

ის საკმაოდ გავრცელებულია, ჩვენი მოქალაქეების 6-10%-ს აქვს.

ერთგვარი ხელშემყობი ფაქტორია ასევე ჭარბი წონა.

ჭარბი წონის შემთხვევაში, მუცელშიდა წნევა არის მომატებული, რაც ხელსაყრელ პირობას ქმნის იმისთვის, რომ კუჭის წვენი ზევით ამოიტყორცნოს.

ასევე, სფინქტერს ადუნებენ სხვადასხვა ნივთიერებები: ზოგიერთი მედიკამენტი, ცხიმი, ალკოჰოლი, თამბქო, ციტრუსი, სხვადასხვა კლველვით - შეიძლება ყავაც.

რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა?

გასტროეზოფაგური დაავადების ერთ-ერთი უთავრესი სიმპტომი გულძმარვაა.

ასევე, კლასიკურად, წვა მკერდის ძვლის უკან.

ადამიანები მას ხშირად გულს უკავშირებენ და იმპულსურად კარდიოლოგს მიმართავენ.

სტრესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საყლაპავის მოდუნებისთვის.

სიმპტომები შეიძლება იყოს ტკივილი და ყლაპვის გაძნელება - თითქოს ლუკმა დაგადგათ გულზე.

გართულების შემთხვევაში აღინიშნება ხველა. ხველის დაკავშირება ასე პირდაპირ გასროეზოფაგურ რეფლუქსთან ნაკლებად შეიძლება, თუმცა რეფლუქსის მკურნალობას ხშირად გამოუღია შედეგი - ხველა შემცირებულა.

ახასიათებს თუ არა დაავადებას ხმის ტემბრის შეცვლა?

ხმის შეცლა შესაძლებელია - როცა რეფლუქსი ძალიან გართულებულია, ის გავლენას ახდენს ხმაზე.

რომ არ გაგვირთულდეს დაავადება, რა მკურნალობის პრინციპებს უნდა მივმართოთ?

წითელი ალმები უნდა ავმართოთ შემდეგი სიმპტომების დროს: ყლაპვის გაძნელება, მტკივნეული ყლაპვა, წონაში კლება - აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

როდესაც რეფლუქსი ხანგრძლივად მიმდინარეობს და არ მკურნალობთ, შესაძლოა, მან რთული დაავადებები გამოიწვიოს.

რა დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება?

საყლაპავის სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა კვლევაა საჭირო.

მაგალითად, რენტგენოგრაფიული კვლევა (ბარიუმის ფაფის გამოყენებით).

ასევე, ენდოსკოპიური კვლევა - მისი დახმარებით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შეფასება ხდება, ეპითელიუმს შევაფასებთ უფრო მაღალი სიზუსტით, სად არის ლოკალიზებული დაავადება, როგორია გართულების შანსი.

ზოგჯერ, ორივე კვლევა არის საჭირო.

როგორ ვუმკურნალოთ რეფლუქსს?

ხშირად, რეფლუქს-დაავადება ცალკე არ გხვდება.

ერთი დიაგნოზი არ გამორიცხავს მეორე დაავადებას, თუნდაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავდებას, მაგალითად, გასტრიტს.

ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი და კლინიკური დიაგნოზის დასმა არის მნიშვნელოვანი.

არსებობს რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტი. ეს არის ე.წ სიმჟავის დამწევი საშუალებები, ასევე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

თუმცა, მკურნალობის ეფექტურობა ინდივიდუალურია. ჩვენ ვმკურნალობთ არა დაავადებას, არამედ დაავადებულს, ამიტომ მიდგომა ინდივიდუალურია.

კვების პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული.

თუ ადამიანს შეკრულება და რეფლუქსი ერთდროულად აწუხებს, უნდა მოგვარდეს შეკრულობაც, რომ რეფლუქსი ვმართოთ.

დღეს ინჰიბიტორების ბუმია, ყველა კუჭ-ნაწლავის დაავადებას, რომელიც ზედა ნაწილს ეხება, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობენ, რაც "პრაზოლე"-ზე მთავრდება აქტიურად გამოიყენება.

სინამდვილეში, მათ ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს, რაც ადამიანებს პრობლემებს უქმნის. არ შეიძლება დამოუკიდებლად მიღება, უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ რა დონემდეა კუჭის სეკრეციის დაქვეითება, რა დოზით გვჭირდება წამალი.

ისინი მჟავიანობას 60%-80%-ით ამცირებენ, რაც, შესაძლოა, ადამიანს არ სჭირდებოდეს და შედეგად მონელების პროცესი დაირღვეს.

რას ურჩევთ ადამიანებს, რა საპრევენციო ზომები უნდა მივიღოთ?

გასათვალისწინებელია ერთი რამ, ძალიან გახშირდა - საყლაპავის ფუქნციური დარღვევები, მას რეფლუქსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს. ადამიანი მკურნალობს, მაგრამ არ აქვს შედეგი, რადგან მიზეზი მჟავიანობს დარღვევა კი არა, ფუნქციური დარღვევაა.

ასეთ დროს აზრი არ აქვს სამკურნალო საშუალებებს - სტრესზე, ნერვულ მდომარეობაზე, კვების ტიპზეა დამოკიდებული. ასეთ პაციენტებს მცენარეული ბოჭკოთი მდიდარ საკვებს ვუნიშნავთ.

ჩვენ ვატარებთ კვლევას და მათ მცენარეული ბოჭოკოს ნაკლებობა აღენიშნებათ. ბოჭკო ხელს უწყობს ნორმალურ მოტორულ ფუნქციას, მისი ნაკლებობის შემთხვევაში კი მოტორიკა ირღვევა. აუცილებელია ენდოსკოპური კვლევა, რომ ზუსტი დიაგნოზი დაისვას.

ცხოვრების წესის ცლვლილება, მენტალური ჯანმრთელობა, სწორი კვება, ცილებითა და მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობა - ეს ყველაფერი მედიკამენტებთან ერთად არის უმნიშვნელოვანესი.

დაავადებას პრეპარატებით უმკურნალებთ, თუმცა შედეგი ხანმოკლე იქნება.

ისეირნეთ 40 წუთის განმავლობაში, აკრძალეთ გამღიზიანებელი ფაქტორები, აუცილებლად უმკურნალეთ თანხმლებ დაავადებებს, მოერიდეთ სტრესს.