როგორ ვიკვებოთ, თუ მსხვილი ნაწლავის პრობლემები გვაქვს - რა არის დივერტიკულოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიკვებოთ, თუ მსხვილი ნაწლავის პრობლემები გვაქვს - რა არის დივერტიკულოზი

დივერტიკულაში ანთება, ან ინფექცია ვითარდება, რაც ტკივილს იწვევს მუცლის არეში.

დივერტიკულური დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

• მუცლის შებერილობა

• გულისრევის შეგრძნება

• ღებინება

• ყაბზობა

• დიარეა

• ტემპერატურა

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დივერტიკულურ დაავადებებს ბოჭკოს მცირე შემცველობის მქონე პროდუქტებით კვება იწვევს.

ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ აღნიშნული დაავადება შეიძლება ჰქონდეს. მისი მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.

რა განსხვავებაა დივერტიკულიტსა და დივერტიკულოზს შორის?

• დივერტიკულიტი

დივერტიკულიტი ნაწლავის გამობერილობის ანუ დივერტიკულის ინფიცირების შედეგად ვითარდება. ის მკვეთრი სიმპტომებით მიმდინარეა - მუცლის მარცხენა ნაწილის ძლიერი ტკივილები, მაღალი სიცხეები და დიარეა ახასიათებს.

• დივერტიკულოზი

ამ დროს მსხვილს ნაწლავზე არის გამობერილი დივერტიკულა, თუმცა პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნება.

შესაძლოა, შებერილობა ან ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდეს.

დიეტა დივერტიკულიტის დროს

მწვავე ტკივილების სამართავად, აუცილებელია, კვების რაციონში შემდეგი პროდუქტები შეიტანოთ.

• წყალი

• ხილის წვენები

• ბულიონი

აუცილებელია, ბოჭკოვანის მიღება, რადგან ის არბილებს განავალს და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წნევას ამცირებს.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ბოჭკოვანი დიეტა დივერტიკულიტისთვის სასარგებლოა.

ბოჭკოს დღიური ნორმა

• ქალბატონები

51 წლამდე - 25 გრამი

51 წელს ზემოთ - 21 გრამი

• მამაკაცები

51 წლამდე - 38 გრამი

51 წელს ზემოთ - 21 გრამი

უჯრედისის მიღება ეტაპობივრად უნდა დაიწყოთ, რათა შებერილობა და მეტეორიზმი აიცილოთ თავიდან.

ბოჭკოთი მდიდარი საკვებია:

• ვაშლი, მსხალი, ქლიავი

• გოგრა, კარტოფილი, ბარდა, ისპანახი

• მაკარონი

• ბურღულეული

ძველად ექიმები დაავადებულ ადამიანს უკრძალავდნენ კაკალს, თხილეულს, სიმინდს და სხვ. იმის შიშით, რომ დივერტიკულაში არ გაჭედილიყო აღნიშნული საკვები, რაც ინფექციას გამოიწვევდა.

თუმცა, ისინი უჯრედისის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან და არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ დაავადებულთათვის მათი მიღება არ შეიძლება.

mkurnali.ge