როგორ ვიკვებოთ, თუ მსხვილი ნაწლავის პრობლემები გვაქვს - რა არის დივერტიკულოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

როგორ ვიკვებოთ, თუ მსხვილი ნაწლავის პრობლემები გვაქვს - რა არის დივერტიკულოზი

როგორ ვიკვებოთ, თუ მსხვილი ნაწლავის პრობლემები გვაქვს - რა არის დივერტიკულოზი
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს შეიძლება მსხვილ ნაწლავზე მცირე ზომის ამოზნექილობა, ამობურცული ნაწილი, ანუ დივერტიკულა განუვითარდეს. დივერტიკულაში ანთება, ან ინფექცია ვითარდება, რაც ტკივილს იწვევს მუცლის არეში.


დივერტიკულური დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:


• მუცლის შებერილობა

• გულისრევის შეგრძნება

• ღებინება

• ყაბზობა

• დიარეა

• ტემპერატურა


ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დივერტიკულურ დაავადებებს ბოჭკოს მცირე შემცველობის მქონე პროდუქტებით კვება იწვევს.


ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ აღნიშნული დაავადება შეიძლება ჰქონდეს. მისი მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.


რა განსხვავებაა დივერტიკულიტსა და დივერტიკულოზს შორის?


• დივერტიკულიტი

დივერტიკულიტი ნაწლავის გამობერილობის ანუ
დივერტიკულის ინფიცირების შედეგად ვითარდება. ის მკვეთრი სიმპტომებით მიმდინარეა - მუცლის მარცხენა ნაწილის ძლიერი ტკივილები, მაღალი სიცხეები და დიარეა ახასიათებს.


• დივერტიკულოზი


ამ დროს მსხვილს ნაწლავზე არის გამობერილი დივერტიკულა, თუმცა პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნება.


შესაძლოა, შებერილობა ან ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდეს.

დიეტა დივერტიკულიტის დროს

მწვავე ტკივილების
სამართავად, აუცილებელია, კვების რაციონში შემდეგი პროდუქტები შეიტანოთ.

• წყალი
• ხილის წვენები
• ბულიონი

აუცილებელია, ბოჭკოვანის მიღება, რადგან ის არბილებს განავალს და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წნევას ამცირებს.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ბოჭკოვანი დიეტა დივერტიკულიტისთვის სასარგებლოა.

ბოჭკოს დღიური ნორმა

• ქალბატონები

51 წლამდე - 25 გრამი

51 წელს ზემოთ - 21 გრამი


• მამაკაცები

51 წლამდე - 38 გრამი

51 წელს ზემოთ - 21 გრამი

უჯრედისის მიღება ეტაპობივრად უნდა დაიწყოთ, რათა შებერილობა და მეტეორიზმი აიცილოთ თავიდან.


ბოჭკოთი მდიდარი საკვებია:

• ვაშლი, მსხალი, ქლიავი

• გოგრა, კარტოფილი, ბარდა, ისპანახი

• მაკარონი

• ბურღულეული

ძველად ექიმები დაავადებულ ადამიანს უკრძალავდნენ კაკალს, თხილეულს, სიმინდს და სხვ. იმის შიშით, რომ დივერტიკულაში არ გაჭედილიყო აღნიშნული საკვები, რაც ინფექციას გამოიწვევდა.


თუმცა, ისინი უჯრედისის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან და არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ დაავადებულთათვის მათი მიღება არ შეიძლება.

mkurnali.ge
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ერთი შეხედვით ყველასათვის ცნობილი დაავადებაა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, თუ რა შეიძლება იყოს მათი კუჭ-ნაწლავისთვის მავნე.
„სმარტფარმთან“ ინტერვიუში გასტროენტეროლოგი გიგა სორდია საუბრობს გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე.
თუ შეკრულობა, ანუ ყაბზობა გაწუხებთ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება რომელიმე დაავადებაზე მიგანიშნებდეთ.
ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოა, რომელიც 500-ზე მეტ სხვადასხვა ფუნქციაზე არის პასუხისმგებელი.
საკვებით მოწამვლა ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც პათოგენი აბინძურებს საკვებს, ან სასმელ წყალს.
ქოლეცისტექტომია ნაღვლის ბუშტის ამოღების ოპერაციაა, რომლიც შემდგომაც ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში გარკვეული ძვრები ხდება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად