რა შეიძლება იყოს ქრონიკული ყაბზობის მიზეზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიძლება იყოს ქრონიკული ყაბზობის მიზეზი?

პირველ რიგში, ის არაჯანსაღ კვებასა და არასაკმარის ფიზიკურ აქტივობაზე მიუთითებს.

რა იწვევს ყაბზობას

• დიეტა, რომელიც ხორცითა და რძის ნაწარმით არის მდიდარი

• საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმსა და შაქარს შეიცავს

• თქვენს რაციონში ნაკლებია ბოჭკოს შემცველი საკვები

• ბევრი ალკოჰოლი ან კოფეინი

• არასაკმარის წყალს სვამთ

• არ ვარჯიშობთ

გამოასწორეთ აღნიშნული!

თუ ქრონიკულ ყაბზობასთან ერთად, თმის ცვენას, წონის ცვლილებასა და მხედველობის გაუარესებას განიცდით, მაშინ ექიმს უნდა ეწვიოთ.

ქრონიკული ყაბზობა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა პათოლოგიებმა:

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ

კერძოდ, ჰიპოთირეოიზმა. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარის ჰორმონებს გამოიმუშავებს, სუსტდება მეტაბოლიზმი, ეს იწვევს საჭმლის მონელების პროცესის შენელებას, რაც ყაბზობით ვლინდება.

ჰიპოთირეოიზის სიმპტომები ნელა ვითარდება. თუ ყაბზობასთან ერთად გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:

• დაღლილობა

• გაზრდილი მგრძნობელობა სიცივის მიმართ

• მშრალი კანი

• წონის მატება

• არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი

• მეხსიერების დაქვეითება

• კანის შეშუპება

• მტვრევადი ფრჩხილები და თმა

მაშინ, მისი მიზეზიც ცნობილია - ენდოკრინოლოგს ეწვიეთ და ჰიპოთირეოზი გამორიცხეთ.

შაქრიანი დიაბეტი

ამ დაავადების დროს სხეული წყვეტს ჰორმონ ინსულინის გამომუშავებას და თქვენს ორგანიზმს აღარ შეუძლია სისხლში შაქრის დაშლა.

მან შეიძლება დიაბეტური ნეიროპათია ან ნერვის დაზიანება გამოიწვიოს.

და თუკი ეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მაკონტროლებელი ნერვია, მისმა დაზიანებამ შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

ყაბზობის გარდა, მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

• დიარეის მონაცვლეობა

• მუცლის ტკივილი, სპაზმები, შებერილობა

• ლორწო განავალში

შფოთვა

როდესაც შიშს ან სტრესს განიცდით, თქვენი სიმპატიკური ნერვული სისტემა აქტიურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭმლის მონელების პროცესი შეჩერებულია.

შფოთვითი აშლილობები საჭმლის მონელების პროცესზე ახდენს გავლენას.

ანალოგიური შედეგი აქვს დეპრესიასაც.

ადამიანი ამ დროს, ბევრ შაქრის შემცველ და არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს, ერთგვარად სტრესშია, საწოლიდან არ დგება ხშირად, ნაკლებად დატვირთულია ფიზიკურად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ყაბზობის მაპროვოცირებელია.

ორსულობა

ორსულობის დროს ყაბზობა ძალიან ხშირია - ხუთიდან მინიმუმ ორი ქალი განიცდის.

ეს სხეულში დიდი რაოდენობის ჰორმონ პროგესტერონის გამოა, რომელიც ნაწლავის კუნთის შეკუმშვას ართულებს.