როგორ უნდა მოვიქცეთ საჭმლით ინტოქსიკაციისას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა მოვიქცეთ საჭმლით ინტოქსიკაციისას?

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ საკვებით მოწამვლა ძალიან გახშირებულია.

მოწამვლის ყველაზე გამოკვეთილი სიმპტომების: ღებინების, დიარეის, ან ფაღარათის -  შემდეგ, აუცილებელია კუჭი განტვირთოთ.

რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში საჭმელი და სასმელი არ მიიღოთ. ამის შემდგომ მნიშვნელოვანია:

• ორგანიზმის დატენიანება

სითხის მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ღებინება და დიარეა დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ წყლის ყლუპებით სმა, ან ყინულის კუბიკის „ჩაწუწნა“ კარგი გადაწყვეტილებაა.

კარგია ელექტროლიტების შემცველი, მინერალური სასმელი, ასევე ჯანჯაფილის ან უკოფეინო ჩაი.

ასევე გესიამოვნებათ ქათმის ან ბულიონის წვნიანი.

• მიირთვით მსუბუქი საკვები

მოწამვლის შემდეგ, აუცილებელია მოერიდოთ მძიმე, მაღალკალორიულ საკვებს.

მიღებულმა საკვებმა კუჭის ლორწოვანი გარსი არ უნდა გააღიზიანოს.

არ უნდა მიირთვათ ცხიმიანი საკვები, ის კუჭისთვის რთული გადასამუშავებელი იქნება, ვინაიდან კუჭის ლორწოვანი გაღიზიანებულია.

მიირთვით დაბალბოჭკოვანი საკვები.

ინტოქსიკაციის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ :

• ბანანი

• შვრიის ფაფა

• ბურღულეული

• კარტოფილის პიურე

• კვერცხის ცილა

mkurnali.ge

ამ დროს კარგია ე.წ „BRAT” დიეტა, რომელსაც ბავშვებს უნიშნავენ მუცლის ტკივილისას.

ეს არის ბანანის, ბრინჯის, ვაშლის პიურის და ტოსტის დიეტა, რომელიც მოწამვლის შემდეგ შედეგიანია.

mkurnali.ge

მინიმუმ ერთი საათით გადადეთ კბილების გახეხვა.

ღებინების დროს გამოყოფილ კუჭის წვენს მინანქრის დაზიანება შეუძლია, თუ მალევე გაიხეხავთ კბილებს, ასე უფრო დაიზიანებთ მას. ამის ნაცვლად, გამოივლეთ სოდიანი წყალი პირის ღრუში. ის არაჯანსაღი ბაქტერიებისგან გაგათავისუფლებთ.

წამოწექით, დაისვენეთ და უარი თქვით მავნე პროდუქტებზე.