გაზაფხული კუჭის წყლულის გამწვავების სეზონია - როგორ ვიკვებოთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხული კუჭის წყლულის გამწვავების სეზონია - როგორ ვიკვებოთ?

კუჭის წყლული ეს არის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს.

ის მწვავდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მისი სიმპტომებია:

• შებერილობა

• გულძმარვა

• კუჭის წვის შეგრძნება

• გულისრევისა და ღებინების შეგრძნება

როგორ უნდა ვიკვებოთ კუჭის წყლულის დრო?

დაავადების დროს, მნიშვნელოვანია მცირე ულუფებით დღეში რამდენჯერმე კვება - 5-6-ჯერ, 3-4-საათიანი შუალედებით.

რაციონიდან უნდა ამოიღოთ მწარე, მჟავე, ცხიმიანი პროდუქტები.

მეტისმეტად ცხელ და ცივ საკვებს უნდა მოერიდოთ, უმჯობესია თერმულად კარგად დამუშავებული საკვები მიირთვათ, რომ არ გაღიზიანდეს კუჭის ლორწოვანი გარსი. შეზღუდეთ სუფრის მარილი.

არ მიირთვათ

• ცხიმიანი და შემწვარი ხორცი, თევზი

• ძეხვი, შაშხი

• ცხარე სანელებლები

• კონსერვები

• ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი

• ალკოჰოლი

• ნაყინი

მიირთვით

• თეთრი ფქვილისგან დამზადებული პურ-ფუნთუშეული

• თოხლო კვერცხი

• ბოსტნეულის სუპი/იკრძალება სოკოს სუპი

• რძის ნაწარმი

• საქონლის ან ქათმის მოხარშული ხორცი. ასევე, მოხარშული თევზი

• ბოსტნეული, მათ შორის: სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა

• ბურღულეული, მაკარონი

• ხილი

• სასმელებიდან, ხილის, უგაზო წვენები

კუჭის წყლული და ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, სპილენძს, მანგანუმსა და ფტორს შეიცავს ძალიან სასარგებლოა.

მასში კაროტინები, არაერთი ვიტამინი და ადვილად ასათვისებელი ცილებია.

50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო C ვიტამინის დღიურ დოზას შეიცავს.

კუჭის წყლულის შეხორცება მედიკამენტების გარეშე ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწორულ, უმარილო წვენს შეუძლია - სვით რეგულარულად.

თბილი წვენი, ½ ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე მიირთვით ერთი თვის განმავლობაში.