ნუ მისცემთ შეკრულობას უფლებას, რომ დღე გაგიფუჭოთ - რჩევები ყაბზობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუ მისცემთ შეკრულობას უფლებას, რომ დღე გაგიფუჭოთ - რჩევები ყაბზობის დროს

შეკრულობა, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს, არასწორი კვების შედეგია. ყაბზობას შეუძლია გუნება-განწყობილების გაუარესება.

ამისთვის საჭიროა სწორი კვების რაციონი შეიმუშაოთ. პირველ რიგში მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები, პარკოსნები, ახალი ხილი, ბოსტნეული და მარცვლელული, კარგია ქატო. არ მიირთვათ ბოჭკოთი ღარიბი ცომეული და ფაფები. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.

არ მიირთვათ:

• მაგარი ჩაი

• თეთრი პური

• ბარდეული

• ნიგვზიანი საკვები

• ყურძნის და ვაშლის წვენი

• წითელი ღვინო

• ხურმა

რჩევები

• კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს იმავე რაოდენობით წყალი დაასხით. სვით ¼ ჭიქა ნარევი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

• კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენი.

• უზმოზე დალიეთ 1-2 ჭიქა ცივი წყალი, ან ხილის წვენი 1 სუფრის კოვზი თაფლით. ასევე, კარგია ვაშლი - შეჭამეთ კანიანად.

• 3 კვირის განმავლობაში 150-200 მლ ხილის ახალგაწურული წვენი დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.

• დილით გარეცხეთ ერთი საშუალო ზომის სტაფილო. დაასხით ცივი წყალი, დაფარვამდე და გააჩერეთ საღამომდე. შემდეგ ამოიღეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე, მიღებული მასა ძილის წინ მიიღეთ (კარგად დაღეჭეთ)

• სელის თესლი დაფქვით და მიირთვით ერთი სადილის კოვზი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალი.

მკურნალობის კურის 1-2 თვეს მოიცავს.

• 300 გრამი თაფლი შეათბეთ, 150 გ ალოეს ფოთლებიდან წვენი მაქსიმალურად გამოწურეთ, ერთმანეთში აურიეთ და მაცივარში შედგით.

მიირთვით 1 სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, უზმომზე და საღამოს, ძილის წინ.

დააყოლეთ წყალი.