გულმკერდის არეში ტკივილი, გულძმარვა და უსიამოვნო მჟავე გემო პირში - რჩევები გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამართავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულმკერდის არეში ტკივილი, გულძმარვა და უსიამოვნო მჟავე გემო პირში - რჩევები გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამართავად

გასტროეზოფაგური რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოდის.

ის ფიზიოლოგიური მოვლენაა და დღე-ღამეში რამდენჯერმე მეორდება, გრძელდება 2 წუთი.

მოზრდილების 30% -ს აღენიშნება. რეფლუქსის ეპიზოდები ჩვეულებრივ, კვების შემდეგ ან ძილის დროს, ვერტიკალური პოზიციიდან ჰორიზონტალურში გადასვლისას ფიქსირდება.

რეფლუქსი მჟავიანობის მომატებას და საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას იწვევს. ადამიანს აქვს უსიამოვნო გულძმარვის შეგრძნება.

გასტროეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში კვების რეჟიმის დაცვა დაგეხმარებათ.

არ უნდა მიირთვათ დიდი ულუფებით, ჭამეთ 4-5-ჯერ დღეში, მცირე ულუფებით.

უნდა ერიდოთ საკვებს, რომელიც კუჭის სეკრეციას ზრდის. მოერიდეთ ალკოჰოლს, შოკოლადს, პიტნას, კოფეინშემცველ პროდუქტებს (მაგარი ჩაი, ყავა და კოკა-კოლა), ნიორი, წიწაკა, საკმაზები, ციტრუსები, ტომატი და სხვა.

უნდა მოერიდოთ ცხიმიანს და ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები მიიღოთ.

ასეთებია: პარკოსნები, თევზი, წიწილას გულმკერდი. ისინი ამაგრებს სარქველს და გიცავთ რეფლუქსისგან.

ჭამიდან მხოლოდ 3 საათის შემდეგ წამოწექით, რათა მიღებული საკვების ნაწილი წვრილ ნაწლავში გადავიდეს.

ასევე 2-3 საათის შემდეგ დაკავდით ფიზიკური აქტივობით.

გასტროეზოფაგურ რეფლუქსს ჭარბი წონაც ხელს უწყობს. წონის შემცირება მუცლის ღრუში არსებულ წნევას შეამცირებს, რაც უსიამოვნო სიმპტომებს მოგიხსნით.

არ მოწიოთ - თამბაქო ნერწვის ოდენობას ამცირებს, შესაბამისად რეფლუქსის ხელშემწყობია.

უნდა იძინოთ მაღალ სასთუმალზე, 15-20 სანტიმეტრით აიმაღლეთ საწოლის თავი.

ასევე, მოჭერილ ტანისსამოსზე თქვით უარი, რათა კუჭზე ზეწოლა შეამციროთ.

როგორც, ყველა სხვა შემთხვევაში, რეფლუქსის დროსაც სტრესს საზიანო შედეგები მოაქვს.

ის კუჭის შიგთავსის გადაადგილებას ანელებს.