რა იწვევს დისბაქტერიოზს, რით შეიძლება გართულდეს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

რა იწვევს დისბაქტერიოზს, რით შეიძლება გართულდეს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ

რა იწვევს დისბაქტერიოზს, რით შეიძლება გართულდეს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ
დისბიოზის შესახებ გვესაუბრება ექიმი თერაპევტი, ენდოსკოპისტი, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის
წევრი – ნათია ფალავანდიშვილი:

– ქალბატონო ნათია, აუხსენით მკითხველს რას ნიშნავს დისბიოზი?

– ადამიანის ნაწლავები დასახლებულია დიდი რაოდენობით მიკრობებით, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული "კარგები" და "ცუდები". კარგი, ანუ სასარგებლო მიკრობებია ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები. ისინი ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურ ფუნქციობას და აძლიერებენ იმუნიტეტს.

ზოგჯერ, გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით, "სასარგებლო ბაქტერიების" რაოდენობა მკვეთრად მცირდება და ამ დროს მავნე ბაქტერიები მრავლდება, ვითარდება მდგომარეობა, რომელსაც დისბიოზი ეწოდება.

– ყველაზე ხშირად რა იწვევს დისბიოზს?


– დისბაქტერიოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ის შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების თანმდევი, როგორებიცაა გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი და სხვა ორგანული დაავადებები. შესაძლოა მისი გამომწვევი მიზეზი იყოს გადატანილი ნაწლავური ინფექცია და ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, სხივური და ქიმიოთერაპია, ასევე ჰორმონებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარება.

ამ პრობლემის წინაშე ყველაზე
ხშირად ის ადამიანები დგებიან, რომლებიც ცხოვრობენ არაჯანსაღი ცხოვრების წესით, მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ცუდი კვება, მოუწესრიგებელი ძილი, მავნე ჩვევები და სტრესი.

– რა ჩივილები აქვთ ამ დროს?


– პაციენტს ეწყება ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ცუდი გემო პირში, შებერილობა, კუჭის მოქმედების დარღვევა: შეკრულობისა და ფაღარათის მონაცვლეობა.

– რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?


– დისბიოზის დიაგნოსტიკისათვის ინფორმაციულია განავლის ბაქტერიოლოგიული ანალიზი.

– რით შეიძლება გართულდეს არანამკურნალები დისბიოზი?


– დისბიოზის გართულებად ითვლება წონის სწრაფი კლება ან მატება, ძლიერი საერთო სისუსტე, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. ხშირად დისბიოზს ახლავს ფერმენტული უკმარისობა.

– რას მოიცავს მკურნალობა? რა არის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ამ დროს?


– ორგანიზმს დამატებით უნდა მივაწოდოთ "კარგი ბაქტერიები", ე.წ. პრობიოტიკები. იმისთვის, რომ "კარგმა ბაქტერიებმა" შეძლონ ნაწლავში გამრავლება, კოლონიზაცია და ბალანსის აღდგენა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მათთვის ნაწლავში საკვები ნიადაგის ანუ პრებიოტიკის არსებობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დიეტა: უცხიმო მოხარშული ხორცი, თევზი, ქათამი, ფაფები, პური, რძემაჟავა პროდუქტები, მცენარეული ზეთი, აუცილებელია დღეში მრავალჯერადი კვება მცირე ულუფებით.

წაიკითხეთ სრულად:
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-10-2020
ნანა
დისბიოზი და დისბაქტეტიოზი არასწორი ტერმინებია. არც ,,მეგობარი" ბაქტერიები იძლევიან არსებით შედეგს. დიაგნოსტიკაც არაა მთლად ასე
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მუცლის ტკივილის მიზეზებზე საუბრისას შეუძლებელია განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ ჩვენი მკითხველისათვის ისეთ კარგად ცნობილ დაავადებებზე,
სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები მუცლის არეში შეტევითი ტკივილი, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა ის სიმპტომებია,
წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვან ანუ თავისუფალ ნაწილს ეკუთვნის მლივი და თეძოს ნაწლავი.
დისბიოზი და დისპეფსია ფართოდ გავრცელებული გასტროენტეროლოგიური პრობლემებია.
საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში),
სტატისტიკა გვამცნობს – კენჭები ნაღვლის ბუშტში პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს უვითარდება,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად