პანკრეატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანკრეატიტი

რომლებიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს კუჭუკანა ჯირკვლის – პანკრეასის ანთებით. ზოგჯერ პანკრეატიტის გამოვლინება არატიპურია და აპენდიციტისა და გულის შეტევის მაგვარიც კი შეიძლება იყოს.

პანკრეატიტის გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. მწვავე პანკრეატიტი ძალიან სწრაფად ვითარდება და კუჭუკანა ჯირკვლის სტრუქტურული, შეუქცევადი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს. ქრონიკული ფორმის პანკრეატიტი ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გამწვავებებისა და რემისიის პერიოდებით. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ჯირკვლოვანი ქსოვილი ნაცვლდება შემაერთებელით, რაც იწვევს ფერმენტების უკმარისობას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევას.

მწვავე პანკრეატიტის პირველი ნიშანი არის ძლიერი ტკივილი, რომელიც არ გადის სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღების შემდეგ. ჩვეულებრივ, ტკივილი აღმოცენდება მუცლის ზედა ნაწილში, გადადის ზურგში და არის სარტყლისებური ხასიათის. შეტევას, როგორც წესი, თან ახლავს გულისრევა და ღებინება, რასაც შემდგომში ემატება მუცლის შებერილობა და თხევადი განავალი.

მწვავე პანკრეატიტი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვაგვარი გართულებებით: პანკრეასის ირგვლივ ინფილტრატის, აბსცესისა და ფსევდოკისტების ჩამოყალიბებით, ჯირკვლის ნეკროზით შემდგომი თანდართული ინფექციით. მძიმე ფორმის მწვავე პანკრეატიტს, რომელიც ვითარდება პანკრეონეკროზის დროს, თან ახლავს ინტოქსიკაცია და მრავალი ორგანოს დაზიანება.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს შესაძლებელია განვითარდეს ტკივილის ხანმოკლე შეტევები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მეორდება. ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების სიმპტომები მწვავე პანკრეატიტის მსგავსია. ამასთან, ქრონიკულ პანკრეატიტს თან ახლავს პანკრეასის ფერმენტების დეფიციტის ნიშნები.

რა იწვევს პანკრეატიტს

  • უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელი მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და არასწორი კვებაა;
  • ნაღვლის მოხვედრა კუჭუკანა ჯირკვალში (მწვავე ბილიარული პანკრეატიტი);
  • პანკრეასის ტრავმა, მათ შორის სამედიცინო ჩარევის დროს;
  • მოწამვლა, ალერგია, ინფექცია, წამლების მიღება, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადება.

დიაგნოსტიკა

მწვავე პანკრეატიტის დროს სისხლში შესაძლებელია აღმოჩნდეს ფერმენტების აქტივობის მომატება, პირველ რიგში, ამილაზასა და ლიპაზას. ქრონიკული პანკრეატიტისას შესაძლოა სისხლში ფერმენტების მომატება არც გამოვლინდეს.

კომპიუტერული ტომოგრაფია მწვავე პანკრეატიტის დროს გამოავლენს პანკრეონეკროზის კერებს. ქრონიკული პანკრეატიტის დროს ხდება ჯირკვლის ატროფია, სადინარი ფართოვდება და მასში კისტები ჩნდება. შეიძლება აღინიშნებოდეს ჯირკვლის შიგნით და ირგვლივ კისტები, გარეთა გარსის გასქელება, ჯირკვლის ზომების გადიდება, მისი არამკვეთრი კონტური და არაერთგვაროვანი სურათი.

მწვავე პანკრეატიტის დროს ატარებენ დიაგნოსტიკურ ლაპაროსკოპიასაც. ეს ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოების მდგომარეობას აფასებს და აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დრენაჟის ჩაყენება ან გაფართოებულ ჩარევაზე გადასვლა.

შესაძლოა გამოვლინდეს კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ნაკლებობა.

კუჭუკანა ჯირკვალი უნიკალურია იმით, რომ ერთდროულად აქვს შინაგანი და გარეგანი სეკრეციის უნარი. გარეგანი სეკრეცია – ეს არის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა ნაწლავში, შინაგანი სეკრეცია კი – სისხლში ჰორმონების გამოტყორცნა.

ანთების, ნეკროზის, სკლეროზის ან თანდაყოლილი დაავადებების შედეგად, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა ირღვევა. როდესაც დაზიანებულია ჯირკვლის ენდოკრინული ფუნქცია, ადამიანს უქვეითდება ინსულინის დონე, რამაც შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს, თუ არ მუშაობს ეგზოკრინული ფუნქცია, ნაწლავში არ ხვდება პანკრეასის ფერმენტები – ამილაზა, ლიპაზა და ტრიფსინი.

პანკრეასის ფერმენტები ძირითად საკვებ ნივთიერებებს გადაამუშავებენ: ტრიფსინი შლის ცილებს ამინომჟავებად, ამილაზა რთულ ნახშირწყლებს გადააქცევს დი- და მონოსაქარიდებად, ლიპაზა კი პასუხისმგებელია ცხიმების გადამუშავებაზე.

ეგზოგენური უკმარისობისას, უპირველესად, ლიპაზას დეფიციტი ვლინდება – დაუშლელი ცხიმები გამოიყოფა განავალთან ერთად. კუჭის მოქმედება არის თხელი, ცხიმიანი და ხშირი. აღინიშნება შებერილობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში. რადგანაც საკვები ნივთიერებები არ გადამუშავდება, ისინი ვერ შეიწოვება და ადამიანი ნელ-ნელა იკლებს წონას, ასევე ცუდად აითვისება ვიტამინებიც. მათი დეფიციტი კი იწვევს კანის სიმშრალესა და აქერცვლას, თმისა და ფრჩხილების მტვრევას და სხვა სიმპტომებს.

პანკრეატიტის მკურნალობა მოითხოვს გარკვეულ რეჟიმს.

შესაძლებელია დაინიშნოს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებები. გამწვავების ჩაწყნარების შემდეგ პაციენტი თანდათანობით უბრუნდება ჩვეულ კვებას და ის საჭიროებს ფერმენტულ პრეპარატებს, რომლებიც მრავლადაა: პეფსინის, ამილაზას, ტრიფსინის, ლიპაზას შემცველი, მცენარეული პრეპარატები პაპაინის შემცველობით, სხვა პროტეოლიზური ფერმენტების, მაგალითად, ჰიალურონიდაზას შემცველი სამკურნალო საშულებები, კომბინირებული პრეპარატები.

დიაგნოზი – „პანკრეატიტი“ მოითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას: ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმას, პანკრეასზე დატვირთვის შესამცირებლად კი – ხშირად და მცირე ულუფებით კვებას.