გასტროენტეროლოგია

როგორ მოვამზადით ყაბზობის საწინააღმდეგო წამალი ალოეთი და თაფლით

როგორ მოვამზადით ყაბზობის საწინააღმდეგო წამალი ალოეთი და თაფლით
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად განაპირობებს შეკრულობას. შესაბამისად, ნატურალურ საფაღართო საშუალებებს, რომლებსაც არ აქვთ გვერდითი მოვლენები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყაბზობით შეწუხებულთათვის.

ალოე ვერას და თაფლისგან მომზადებული წამალი, შეკრულობის საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალებაა. წყლისა და უჯრედისის უხვად შემცველობის გამო ალოე ვერას ფოთლების გელი საჭმლის მონელების პროცესთა ნორმალიზებისთვის უნიკალურ საშუალებად არის აღიარებული. ის იდეალურად უწყობს ხელს მძიმე საკვების მონელებას, მის გადაადგილებას ნაწლავებში. ალოეზე თაფლის დამატებით მიიღება მსუბუქი საფაღარათო საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას.

ინგრედიენტები

• 3 სადილის კოვზი (45 გრ) ალოე ვერას გელი;
• ერთი სადილის კოვზი (25 გრ) თაფლი;
• 1/2 ჭიქა (100 მლ) წყალი.

მომზადებისა და მიღების წესი

ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად უნდა გადაურიოთ (შეგიძლიათ დააბლენდეროთ), რათა მიიღოთ ერთგვაროვანი კოქტეილისმაგვარი მასა, მარცვლების გარეშე. მიღებული ნარევი უნდა დალიოთ ძილის წინ. დილით აუცილებლად
იგრძნობთ ეფექტს. კურსი დაახლოებით 10-14 დღეს მოიცავს.

თინათინ გოცაძე