როგორ უნდა მოიქცეთ მოწამვლისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ უნდა მოიქცეთ მოწამვლისას

როგორ უნდა მოიქცეთ მოწამვლისას
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს: 1) მიიღეთ ენტეროსორბენტი
მაგალითად, გააქტიურებული ნახშირი, სმექტა, ენტეროსგელი, პოლისორბი, პოლიფეპანი, ეს მედიკამენტები ბოჭავენ, ანეიტრალებენ და ორგანიზმიდან გამოდევნიან მოწამვლის გამომწვევ ტოქსინებს. პრეპარატი უნდა მიიღოთ იმ წესით, რომელიც მის ინტრუქციაშია მითითებული, (არანაკლებ 3 მიღებისა დღეში), აუცილებლად სათანადო დოზით (მაგალთად, გააქტიურებული ნახშირი მოზრდილმა ადამიანმა ერთ მიღებაზე 8-10 აბი უნდა დალიოს);

2) სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი
ამ დროს ორგანიზმისათვის აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხე, არანაკლებ 2 ლიტრისა. ყველაფერს სჯობს სუფთა წყალი, შესაძლოა დაგჭირდეთ რეჰიდრატაციისთვის
განკუთვნილი ხსნარებიც, რომლებიც დაკარგული ელექტროლიტების აღდგენას ემსახურება;

3) დაიცავით დიეტა
არ არის რეკომენდებული ტკბილეულისა და თეთრი პურის ჭამა. ისინი ნაწლავებში დუღილს იწვევს. ზოგს ჰგონია, რომ მოწამვლის შემდეგ შიმშილობა აჩქარებს გამოჯანმრთელებას, რაც არასწორია, ორგანიზმს ტოქსინებთან ბრძოლისათვის ენერგია ესაჭიროება, შესაბამისად, შიმშილობა დაუშვებელია. მოწამვლისას ბევრი პროდუქტის მიღება შეგიძლიათ, ესენია
ბანანი, მოხარშული ხორცი, ნატურალური ვაშლის პიურე, ბრინჯი და სხვა;

4) დაიცავით წოლითი რეჟიმი
მოწამვლის (ინტოქსიკაციის) პირველ დღეებში სასურველია წოლითი რეჟიმი. თუ 2-3 დღეში დიარეამ არ გაიარა და სხეულის ტემპერატურამაც მოიმატა, უნდა მიმართოთ ექიმს!

თინათინ გოცაძე




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-03-2020
რეზო
ლიფი უნდა გავიხადოთ (პასუხი სათაურზე)?
მსგავსი სიახლეები
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
08-10-2019
ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შემდეგ ადამიანს აწუხებს:
21-06-2019
ჩვენ მოგვწონს იაპონელების, იტალიელებისა და ფრანგების კვების რეჟიმი, თუმცა მათაც აქვთ
31-05-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
დისბიოზის შესახებ გვესაუბრება ექიმი თერაპევტი, ენდოსკოპისტი, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის
მუცლის ტკივილის მიზეზებზე საუბრისას შეუძლებელია განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ ჩვენი მკითხველისათვის ისეთ კარგად ცნობილ დაავადებებზე,
სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები მუცლის არეში შეტევითი ტკივილი, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა ის სიმპტომებია,
წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვან ანუ თავისუფალ ნაწილს ეკუთვნის მლივი და თეძოს ნაწლავი.
დისბიოზი და დისპეფსია ფართოდ გავრცელებული გასტროენტეროლოგიური პრობლემებია.
საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში),
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად