როგორ აღვადგინოთ ნაწლავის მიკროფლორა მედიკამენტების გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აღვადგინოთ ნაწლავის მიკროფლორა მედიკამენტების გარეშე

1) ნიორი;

2) კომბოსტო;

3) პირშუშხა;

4) წითელი მოცვი;

5) შტოში;

6) ჩუმა-მაწონი.

1) ნიორი

თუ ჯანსაღი მიკროფლორა გინდათ, წესად უნდა დანერგოთ ნიორის შემცველი კერძების ჭამა, ნიორი რეგულარულად უნდა მიატანოთ შესაბამის საკვებს. ის თრგუნავს მავნე (პათოგენური) ბაქტერიების აქტივობას, გარდა ამისა, შეიცავს ინულინს, რომელიც მეტად აუცილებელია "კარგი" ბაქტერიებისათვის;

2) კომბოსტო

მჟავე კომბოსტო ყველა მედიკამენტზე უკეთ აბალანსებს ნაწლავის მიკროფლორას, შეიცავს უამრავ რძემჟავა ბაქტერიას (Lაცტობაცილლაცეაე), რომლებიც კუჭსა და ნაწლავებში ნაწილდება;

3) პირშუშხა

პირშუშხა კლავს კლებსიელას, ლურჯმწვანე ჩხირსა და სხვა მრავალ პარაზიტს, რომლებიც თავის მხრივ ანადგურებენ ნაწლავის მიკროფლორას. ამ არომატულ სანელებელს თამამად უნდა დააცხრეთ.

4) წითელი მოცვი

მის მიერ შექმნილი მჟავე გარემო დამღუპველად მოქმედებს ნაწლავებში გაბატონებულ პათოგენურ მიკროფლორაზე, გარდა ამისა, მოცვი პექტინის წყაროა. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, საკვები ნიადაგია "კარგი" ბაქტერიებისათვის;

5) შტოში

შტოში უნიკალურია, მისი ერთ-ერთი სპეციფიკური ფუნქცია სწორედ ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესებაა. მისი ნახშირწყლების წყალობით

"სასარგებლო" ბაქტერიები იზრდება და მრავლდება. შტოში ერთ-ერთ საუკეთესო პრებიოტიკად არის აღიარებული.

6) მაწონი

ამ რძემჟავა პროდუქტის მოყვარულებსა და რეგულარულად მომხმარებლებს ნაწლავებში ლაქტობაქტერიების რაოდენობა მკვეთრად მომატებული აქვთ. ის მეტად სასარგებლო და საჭირო საკვები პროდუქტია.

თინათინ გოცაძე