რა იწვევს საჭმლის ცუდ მონელებას და როგორ ვებრძოლოთ მას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

რა იწვევს საჭმლის ცუდ მონელებას და როგორ ვებრძოლოთ მას

რა იწვევს საჭმლის ცუდ მონელებას და როგორ ვებრძოლოთ მას
ძნელად თუ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია დისკომფორტი და ჩივილები საკვების მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით: გულძმარვა, სიმძიმე, წვა ან ტკივილი კუჭის არეში, ასევე ადვილად დანაყრება, სისავსისა და გულისრევის შეგრძნება, ხშირი ამოქარვებები და მეტეორიზმი.

ასახავს თუ არა ეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას - გასტრიტსა და კუჭის წყლულს? საბედნიეროდ, არა. ასეთი შემთხვევების 60-70%-ში ფიქსირდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური ანუ დროებითი მოშლა, რომელსაც დისპეფსია ეწოდება.

დისპეფსია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საჭმლის მონელების მოშლას (dys - მოშლა, pepsis - საჭმლის მონელება).

თერაპევტის, გასტროენტეროლოგისა, ევროპის
პანკრეატოლოგთა ასოციაციის წევრის ინგა კაციტაძის განმარტებით, ვინაიდან ფუნქციურ დისპეფსიას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას, მაგალითად, გასტრიტს, კუჭის წყლულს, კუჭის კიბოს მსგავსი სიმპტომები აქვთ, ხდება ურთიერთგადაფარვა.

"აუცილებელია მათი გამიჯვნა ანუ სწორი დიაგნოზის დასმა, რაც წარმატებული მკურნალობის საწინდარია. დიაგნოზი დაისმება შ
ესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მიერ, ობიექტურ კვლევებზე დაყრდნობით. ეს კვლევა შეიძლება იყოს ენდოსკოპია, კონტრასტული რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ზემოხსენებული ჩივილები, უმეტეს შემთხვევაში
ენდოსკოპიურად უდგინდებათ ფუნქციური დისპეფსია ანუ "არაწყლულოვანი დისპეფსია" და მხოლოდ 10%-ში პეპტიური წყლული," - განმარტავს ინგა კაციტაძე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩივილები ინტენსიური და განმეორებადია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არ უნდა გადადოთ ექიმთან ვიზიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გართულება უფრო რთული აღმოჩნდეს და მარტივად მართვადი დაავადება სერიოზულში გადაიზარდოს.

"ფუნქციური დისპეფსიის მიზეზები მრავალფეროვანია: ემოციური გადაძაბვა, ფსიქიური სტრესები, კვების რეჟიმის და რაციონის მკვეთრი და ხშირი დარღვევები, როგორიცაა მაძღრობა და გვიანი კვება, მავნე ჩვევები, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მედიკამენტების ხშირი მოხმარება," - აღნიშნავს გასტროენტეროლოგი.

დაავადების გამწვავების დროს ინგა კაციტაძე გირჩევთ:

•    მოიწესრიგოთ კვების სტილი და რეჟიმი. კარგად დაღეჭოთ საკვები. იკვებოთ აუჩქარებლად და მშვიდ გარემოში. როგორც ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემი იტყოდა: "ბედნიერება მშვიდი საუზმით იწყება".
•    იკვებოთ მცირე ულუფებით, 3-4-ჯერ დღეში და ერთსა და იმავე დროს.
•    ამოიღოთ კვების რაციონიდან კუჭ-ნაწლავის გამაღიზიანებელი პროდუქტები, როგორიცაა ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ყავა, მუქი ჩაი, მარინადები, სანელებლები, მჟავე პროდუქტი, ცხიმიანი, ზედმეტად მარილიანი, ნიგვზიანი, შებოლილი, ნაყინი, შოკოლადი, ახალ გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული.
•    სვით ბევრი წყალი.
•    საკვების მიღება შეწყვიტეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.
•    ფიზიკური აქტივობა მოგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის მოწესრიგებაში: ე.წ. "ზარმაცი" კუჭის გააქტიურებაში, ყაბზობის ალაგებაში და დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას.
•    მედიკამენტოზური თერაპია (მოწოდებულია, როგორც სინთეზური, ისე ფიტო პრეპარატები). ფუნქციური დისპეფსიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია  უნივერსალური ფიტოპრეპარატი "გასტრიტოლი".

mkurnali.ge
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად-28აბი
ფასი: 63.5
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
მსგავსი სიახლეები
ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს
08-02-2019
პარკოსნები - შეიცავს სახამებელ ამილოზას, რომელიც კუჭის წვენისა და საკვების მომნელებელი ფერმენტების
06-11-2018
ყაბაყი ჩვენში ძალზე პოპულარული სულაც არ არის, თუმცა სულ უფრო ხშირად გამოიყენება ადგილობრივ
05-04-2018
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ბეილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ ყავა ნაწლავის მიკროფლორაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერების აზრით, ყავის რეგულარული
კალიფორნიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების თანამშრომლებმა წარმოადგინეს, თუ როგორ ცვლიდა ნაწლავის მიკროფლორას თერმულად დამუშავებული
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
ისპანახი და სტაფილო მდიდარია კალიუმით, უჯრედისით და А ვიტამინით. თუმცა ისინი ნაწლავის
ღვიძ­ლი­სა და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი, გუ­რამ ახა­ლა­ძე 22 ივ­ლი­სი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსში"
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად