რა არის სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რა არის სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზია

რა არის სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზია
სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ბოლო მონაცემებით, ის თითქმის ყოველ მესამე პირს აღენიშნება. იმისათვის, რომ გასაგები იყოს დაავადების პათოგენეზი, მოკლედ მიმოვიხილოთ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქცია ორგანიზმში. ნაღველი, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება და დიდ როლს თამაშობს საჭმლის მონელების პროცესში, აქტიური ბიოქიმიური ნივთიერებების შემცველი მოყვითალო-მოყავისფრო სითხეა. ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი გროვდება ნაღვლის ბუშტში, სადაც მას ჭარბი წყალი სცილდება და სათანადო კონცენტრაცია ენიჭება. ნაღვლის ბუშტის დაცლა რეფლექსურად ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების მოხვედრისას. ნაღველი სპეციალური სადინარით ნაღვლის
ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. ამ უკანასკნელში ნაღველი ხვდება უშუალოდ ღვიძლიდანაც (ანუ ის, რაც ნაღვლის ბუშტში არ დაგროვილა).

სანაღვლე გზების სისტემაში ნაღველი გადაადგილდება ნაღვლის ბუშტისა და სადინარების კუნთოვანი კედლების შეკუმშვის საფუძველზე. ამასთან, მისი გამოდინების სიჩქარე ოპტიმალური უნდა იყოს, რაც რგოლისებრი კუნთების -
სფინქტერების დახმარებით რეგულირდება. აღნიშნული სფინქტერები სადინარების გარშემოა განთავსებული, აღებს და კეტავს სადინარების სანათურს. ოდის სფინქტერი იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში და არეგულირებს მასში ნაღვლის გადასვლას. სფინქტერებისა და კუნთოვანი კედლების მუშაობა თავის მხრივ რეგულირდება კუჭსა და პანკრეასში (კუჭუკანა ჯირკვალში) გამომუშავებული ჰორმონებით.

სადინართა კედლების სწრაფად შეკუმშვის შემთხვევაში, ნაწლავში ნაღველი საკმაოდ განზავებული სახით ხვდება. პირიქით, შენელებული გადასვლისას ის რამდენადმე გასქელებული და გაჯერებულია, თანაც დროულად ვერ გადადის ნაწლავში. საჭმლის მონელების პროცესზე უარყოფითად აისახება როგორც კონცენტრირებული, ასევე განზავებული ნაღვლის მოხვედრა ნაწლავში.

სწორედ ამ პრინციპით, სწრაფად გადადის ნაღველი ნაწლავში თუ ნელა, დაავადება ორ ფორმად იყოფა, შესაბამისად, ჰიპერკინეტიკურ და ჰიპოკინეტიკურ დისკინეზიად. ეს ორი ფორმა განსხვავდება ერთმანეთისაგან არა მხოლოდ სიმპტომებით, გამომწვევი მიზეზებითა და მკურნალობის პრინციპებით, არამედ იმითაც, რა კატეგორიის პირები არიან უპირატესად მიდრეკილნი პათოლოგიისადმი. სანაღვლე გზების მოტორიკის დარღვევის ჰიპერკინეტიკური ფორმა ძირითადად ახალგაზრდა ასაკის პირებისთვისაა დამახასიათებელი. ჰიპომოტორული (იგივე ჰიპოკინეტიკური) დისკინეზია კი უხშირესად 40 წელს გადაცილებულებთან და არამყარი ფსიქიკის მქონე ადამიანებთან გვხვდება, საზოგადოდ, ნაღველგამომყოფი სისტემის პათოლოგია უფრო ხშირად ქალების პრობლემაა, ვიდრე მამაკაცების. სანაღვლე გზების დისკინეზია ზოგჯერ ბავშვებსაც აღენიშნებათ, თუმცა, არა ისე ხშირად, როგორც მოზრდილებს.

სპეციალისტები იყენებენ ასევე სფინქტერთა ტონუსის სპეციფიკურობაზე დამოკიდებულ კლასიფიკაციას და განასხვავებენ ჰიპერმოტორულ (როდესაც სფინქტერთა ტონუსი ნორმაზე მაღალია) და ჰიპომოტორულ დისკინეზიას (როდესაც სფინქტერთა ტონუსი ნორმაზე დაბალია). აღნიშნული მდგომარეობები ვეგეტატიური ნერვული სისტემის ამა თუ იმ ნაწილის (პარასიმპათიკურისა და სიმპათიკურის) დომინირებასთანაა შეჭიდული. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა პასუხისმგებელია სფინქტერების კუნთოვანი ტონუსის მომატებაზე, სიმპათიკური კი - შემცირებაზე. უმრავლეს შემთხვევაში დისკინეზიის ჰიპერტონიული ტიპი ჰიპერკინეტიკურს შეესაბამება, ჰიპოტონიური კი - ჰიპოკინეტიკურს. ზოგჯერ პაციენტებს დაავადების შერეული ტიპიც აღენიშნებათ.


რა იწვევს ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დისკინეზიას


გამომწვევ მიზეზებზე დაყრდნობით განასხვავებენ პირველად და მეორეულ დისკინეზიას. პირველადი დისფუნქცია შედარებით იშვიათად გვხვდება. ის უხშირესად ნაღვლის ბუშტის ან სადინარის თანდაყოლილი ანომალიითაა განპირობებული:

  • ნაღვლის ბუშტში ძგიდის არსებობით;
  • ნაღვლის ბუშტის კედელთა სისუსტით;
  • ნაღვლის სადინარების გაორებით;
  • ნაღვლის ბუშტის გადახრით;
  • ღვიძლის შიგნით ანომალიურად მდებარე ან მოძრავი ნაღვლის ბუშტით.

მეორეული დისფუნქცია სხვა დაავადებათა შედეგად ვითარდება. ეს დაავადებები შეიძლება იყოს ღვიძლის პათოლოგიები, ვირუსული ჰეპატიტები, ნეიროცირკულატორული დისტონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები - გასტრიტი, დუოდენიტი, აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, კვებითი ალერგიები, კლიმაქსი, სასქესო ორგანოთა პათოლოგიები და სხვა მრავალი. სანაღვლე გზების დისკინეზია შეინიშნება პარაზიტული დაავადებების, ჭიებით ინვაზიისა და ქრონიკული ინფექციების (კარიესი, ტონზილიტი და სხვა) დროს.

სანაღვლე გზების დისკინეზიის მიზეზი ხშირად არასწორი და არარეგულარული კვებაა - ხანგრძლივად შიმშილობა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, მუდმივად შემწვარ-მოხრაკული და ცხარე საკვების გამოყენება. ბოლო პერიოდში დისკინეზიის აღმოცენების მიზეზად ნევროზულ მდგომარეობასაც მიიჩნევენ (სტრესები, შფოთვა და სულიერი ტანჯვა არღვევს სანაღვლე სისტემის ფუნქციობას).

დისკინეზიის განმაპირობებელი დამატებითი ფაქტორებიდან აღსანიშნავია:

  • ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • დისბაქტერიოზი;
  • ასთენიური ტიპი;
  • ავიტამინოზი;
  • სიმსუქნე;
  • ღვიძლის ანთება.


დისკინეზიის ძირითადი სიმპტომები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანაღვლე გზების დისკინეზიის ორი ფორმა ერთმანეთისგან განსხვავდება სიმპტომებით, თუმცა ორივეს აქვს საერთო დამახასიათებელი ნიშანი - ტკივილი. ეს უკანასკნელი რამდენადმე განსხვავებულია ჰიპერკინეტიკური ფორმის დროს, აქვს შეტევითი ხასიათი, ჩვეულებრივ, ნახევარ საათს გრძელდება, იწყება საკვების მიღების შემდეგ ან ღამით, ძლიერია და მარჯვენა ფერდქვეშა არეში აღინიშნება, ირადირებს (გადაეცემა) მხარში, ბეჭში, წააგავს კარდიალგიას ან კიდევ ოსტეოქონდროზისათვის დამახასიათებელ ტკივილს.

ჰიპოკინეტიკური ფორმის დროს ტკივილი ყრუ, სუსტი და ხანგრძლივია. საკვებისა და ნაღველმდენი პრეპარატების მიღების შემდეგ რამდენადმე მცირდება. დაავადების ამ ფორმის დროს ტკივილი ზოგჯერ სრულებით არ არის გამოხატული და პაციენტს მხოლოდ სიმძიმის შეგრძნება, მუცლის შებერილობა აწუხებს.

თუ ჰიპოკინეტიკურ ფორმას თან დაერთო ნაღვლის შეგუბება, ვითარდება კანის ქავილი, შარდის გამუქება, ფეკალური მასების გაუფერულება, ზოგჯერ სიყვითლე.

დისკინეზიის ნებისმიერ ფორმას პროვოცირებას უწევს არასწორი კვება, ნერვული სტრესი. ჰიპერკინეტიკური ფორმის დროს მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს ფიზიკური დატვირთვაც.

დაავადების ორივე ფორმას შესაძლოა ახლდეს მადის დაქვეითება, გულძმარვა, გულისრევა, სიმწარე პირის ღრუში, შეკრულობა ან ფაღარათი, შარდვის გახშირება, ენაზე თეთრი ან ყვითელი ნადები, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ხშირად დისკინეზიას თან ახლავს ვეგეტატიური და ნერვული სიმპტომები - უძილობა, სწრაფად დაღლა, ტაქიკარდია, ოფლიანობა, თავის ტკივილი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
ნაღვლის ბუშტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა.
04-10-2018
ნაღველკენჭოვან დაავადებას ხშირად მიჰყავს პაციენტი საოპერაციო მაგიდამდე, ქურურგთან.
04-10-2018
ნაღვლის ბუშტის დაავადებები საჭმლის მომნელებელი სისტემის
04-10-2018
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ღვიძ­ლი­სა და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი, გუ­რამ ახა­ლა­ძე 22 ივ­ლი­სი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსში"
გთავაზობთ 5 ნატურალურ პროდუქტს, რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას:
ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი უხშირესად დაკავშირებულია აირწარმოქმნის გაძლიერებასთან, ნაწლავის სპაზმთან და
ძნელად თუ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია დისკომფორტი
ნაწლავის მიკროფლორა არა მარტო საკვების მონელებას, იმუნურ დაცვასა და ნივთიერებათა ცვლას განსაზღვრავს, არამედ
ზოგჯერ ადამიანს ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ გული უჩქარდება. ეს შეიძლება აიხსნას კუჭის ზედმეტად
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად