გასტროენტეროლოგია

ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ნაღვლის ბუშტის დაავადებები საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგად პათოლოგიათა შორის თანამედროვე მედიცინის საკმაოდ მწვავე და აქტუალურ პრობლემად მიიჩნევა. ამ პათოლოგიების განვითარება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ, კლინიკურ და ფსიქოემოციურ ძვრებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, როდესაც ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციობა ირღვევა, ეს თანაბრად ისახება როგორც საჭმლის მონელების პროცესზე, ისე მთელ ორგანიზმზე.

  • ირღვევა დეტოქსიკაციის პროცესი: ორგანიზმიდან დროულად არ იდევნება გადამუშავებული ნივთიერებანი: ტოქსინები, წამლები და სხვა მავნე ნაერთები;
  • ქვეითდება ინფექციებთან წარმატებით ბრძოლის უნარი;
  • კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში იზრდება ეროზიებისა და ანთებითი პროცესების განვითარების ალბათობა.

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე
გზების დაზიანებით მიმდინარე დაავადებებისას ირღვევა როგორც ნაღვლის წარმოქმნა, ისე მისი გადინება, რაც ნაღვლის შეგუბებას და კენჭების წარმოქმნას იწვევს.

ცნობილია ნაღვლის ბუშტის დისფუნქციით მიმდინარე 40-მდე დაავადება, რომლებიც შესაძლოა პირობითად 6 ძირითად ჯგუფად დაიყოს:

1. ქოლეცისტიტები;
2. ნაღველკენჭოვანი დაავადება;
3. სანაღვლე გზების დისკინეზია;
4. ქოლანგიტები;
5. სიმსივნეები;
6. ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი.


ვინც იცავს გულს, იგი ნაღვლის ბუშტსაც იცავს


ოფიციალური მონაცემებით, ყოველი მეხუთე ადამიანი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად დგება ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის წინაშე.

ნაჯერი ცხიმები და რაფინირებული ნახშირწყლები სწორედ იმავე ტემპით აძლიერებენ კენჭების გაჩენას, როგორი ტემპითაც ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის გაჩენის რისკს.

ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი საკვები, ჭარბი საკვების მიღება, განსაკუთრებით - საღამოსა და ღამით, ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუმცა არსებობს ე.წ. ხმელთაშუაზღვის (ანტიქოლესტერინული) დიეტა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს.

იგი ითვალისწინებს ისეთი პროდუქტებით კვებას, რომლებიც არა მხოლოდ გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის რისკს ამცირებს, არამედ წინ ეღობება ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნასაც.

ამერიკელი სპეციალისტების მიერ 14-წლიანი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ანტიქოლესტერინული რაციონი გააჩნიათ, 4-ჯერ ნაკლებად უვითარდებათ ნაღველკენჭოვანი დაავადება, ვიდრე დანარჩენებს.


ნაღვლის ბუშტი ქალების მტერია

ცნობილია, რომ ქალები ნაღველკენჭოვანი დაავადებით გაცილებით ხშირად ავადობენ, ვიდრე მამაკაცები, ეს განსხვავება დაახლოებით 10:1-ზეა, ანუ ნაღველკენჭოვანი დაავადებით მოავადე ყოველ 10 ქალზე ერთი დაავადებული კაცი მოდის.

კენჭები ქალებისა და მამაკაცების ნაღვლის ბუშტში განსხვავებული მექანიზმით წარმოიქმნება. ეს, ძირითადად, ქალების სასქესო ჰორმონთა „დამსახურებაა“, რომლებიც ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის მექანიზმს აძლიერებენ და აჩქარებენ.


ნაღვლის ბუშტის შეტევა გტანჯავთ? - ივარჯიშეთ!

ნაღვლის ბუშტის ხშირი შეტევების ლიკვიდაციისთვის საჭიროა ან გაძლიერდეს ნაღვლის გადინება, ან შემცირდეს მისი გამოყოფა. ეს, ჩვეულებრივ, შესაბამისი დანიშნულების მედიკამენტების დახმარებით მიიღწევა, თუმცა ბევრმა როდი იცის, რომ ყოველივე სპეციალური ვარჯიშებითაც შესაძლებელია.

მწვავე პერიოდი რომ ჩაივლის და პროცესი გამოჯანმრთელებისკენ წავა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციების შესანარჩუნებლად შეგიძლიათ დაიწყოთ ვარჯიში, რა თქმა უნდა, მკურნალ გასტროენტეროლოგთან თანამშრომლობით, რომელიც დაადგენს დისკინეზიის ფორმას და მხოლოდ ულტრაბგერითი გამოკვლევით შეგირჩევთ ვარჯიშთა სახეობას.


სულში ნაღველი, გულზე დარდები

ნაღვლის ბუშტის დაზიანებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ამ პრობლემის თანმდევ ფსიქოსომატურ პროცესებს.

კენჭოვანი დაავადებისას ნაღვლის ბუშტის ამოკვ­ეთის შემდგომ ზოგიერთ პაციენტს ქვები უკვე ღვიძლის სადინარებში უჩნდება, რაც, სპეციალისტთა აზრით, სწორედ ფსიქოსომატური ძვრებით არის პროვოცირებული.

განირჩევა პაციენტთა 2 ტიპი:

პირველი - ბრაზიანი, ბობოქარი და კონფლიქტური ადამიანები, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის კონფლიქტის მიზეზი, მთავარია, ნებისმიერი ხერხით საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ. ისინი ადვილად ცეცხლდებიან, მძიმედ განიცდიან კამათს და არასდროს აღიარებენ სხვის უპირატესობას.

მეორე - ადამიანთა კატეგორიაა, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ თვითშეწირვა სხვათა კეთილდღეობისთვის, მათ არ გააჩნიათ პატივმოყვარეობა და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრების სურვილი, ისინი ცხოვრების აზრს სხვათა დახმარებაში ხედავენ. ნეგატიურ ემოციებს შიგნით მიმართავენ, რაც იწვევს კიდეც დაავადების სიმპტომატიკას.

კენჭოვანი დაავადების გარდა, მათ ხშირად აწუხებთ დეპრესია, მომატებული შფოთვა და პანიკური შეტევები.


მოიცილეთ ლოდები!

ფსიქოსომატური მიზეზების გათვალისწინებით არსებობს კენჭებისგან გათავისფლების რამდენიმე ქმედითი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადადგათ, ყყველაფერი კი ცხოვრების წესის გადახედვით დაიწყეთ.

ნაბიჯი 1 - აპატიეთ ყველას, ვინც ოდესმე გაწყენინათ!

ნაბიჯი 2 - აკონტროლეთ თავი მრისხანებისა და გაღიზიანებისას!

ნაბიჯი 3 - პატივი ეცით საკუთარ თავს, თუ გსურთ, რომ სხვებიც ასევე მოგექცნენ!

გახსოვდეთ! დისკინეზიის ფსიქოსომატური მიზეზებისგან თავის დაცვით არა მხოლოდ საკუთარ, მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზეც იზრუნებთ. დაავადებას გენეტიკური ბუნება აქვს, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ბაბუის ნაჭამი ტყემალი შვილიშვილს მოსჭრის კბილს!
რეკომენდებული პროდუქტები
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად-28აბი
ფასი: 63.5
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მსგავსი სიახლეები
წითელა - ვირუსული დაავადებაა, რომელიც ბავშვთა ინფექციებს მიეკუთვნება. წითელას საწინააღმდეგო
10-06-2019
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი
10-05-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019