როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას

ჩვეულებრივ, ყელსა და მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნება არასწორი კვების შედეგად აღმოცენდება, მისი მიზეზია აგრეთვე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ზოგჯერ - მეტისმეტად მოჭერილი ქამარი და ასევე ორსულობა.

თუ გულძმარვა რეგულარულად გაწუხებთ (კვირაში ერთზე მეტჯერ, ცხოვრების ჩვეული წესის დაცვის მიუხედავად), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა გამოსარიცხად აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.

მთავარია, წვის შეტევის დროს მოიხსნათ ეს უსიამოვნო შეგრძნება, მით უფრო, რომ წვას ხშირად ტკივილიც ერთვის. ამისთვის სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:

როგორ დავაღწიოთ თავი გულძმარვას

სწრაფი მეთოდები

  • წყალი - ყველაზე მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. ერთი ჭიქა თბილი წყალი ბუნებრივად აქვეითებს მარილმჟავას კონცენტრაციას კუჭში (ერთგვარად განაზავებს მას) და ამცირებს გულძმარვას. მთავარია, წყალი დამდგარ ან დამჯდარ მდგომარეობაში დალიოთ და ამის შემდეგ არ წამოწვეთ.
  • სოდა - აიღეთ 200 მლ წყალი და გახსენით მასში ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნარევი ყლუპ-ყლუპად (მცირე ულუფებით) დალიეთ. სოდა ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ. მისი რეგულარულად მოხმარება არასასურველია. სოდის გამოყენების მეთოდი უკუნაჩვენებია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები აწუხებს.
  • გააქტიურებული ნახშირი - სრულიად უსაფრთხოა. მისი მიღება ორსულებსაც კი შეუძლიათ. ის კუჭში ჭარბ მარილმჟავას ბოჭავს და გულძმარვაც ქრება. ნახშირის რამდენიმე აბს წყალი უნდა მიაყოლოთ. მეტი ეფექტიანობისთვის დანაყეთ 10 აბი ნახშირი, გახსენით 100-150 მლ რძეში და ერთბაშად დალიეთ. ერთადერთი უსიამოვნო შედეგი, რაც ნახშირის მიღებას შეიძლება მოჰყვეს, ნაწლავთა ფუნქციის ცვლილებაა, ასე რომ, ამ მეთოდს რეგულარულად ნუ მიმართავთ.

გემრიელიც და სასარგებლოც

  • ნუში - ანეიტრალებს კუჭის წვენს. თუ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ, უმჯობესია ეს გემრიელი სასუსნავი თან იქონიოთ და როგორც კი ყელის არეში წვის დაწყებას იგრძნობთ, 5-10 ცალი ნუში შეჭამოთ (მთავარია, კარგად დაღეჭოთ თითოეული მარცვალი). გულძმარვა სულ რამდენიმე წუთში დაიხევს უკან.
  • თაფლი - ცნობილია არა მხოლოდ როგორც დაავადებული ყელის მკურნალი, არამედ კუჭის არეში არსებული დისკომფორტის მომწესრიგებელიც. გულძმარვის შეტევისთანავე მიირთვით ერთი ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი სადილის კოვზი თაფლი იქნება გახსნილი.
  • რძე - რძე თაფლის გარეშეც შეგიძლიათ დალიოთ. 100-200 მლ რძეს საუკეთესოდ შეუძლია კუჭის მომატებული მჟავიანობის განეიტრალება.

ძალიან სასარგებლოა გულძმარვის დროს

  • კარტოფილის წვენი - ხსნის წვის შეგრძნებას, აუმჯობესებს მდგომარეობას გასტრიტისა და მომატებული მჟავიანობის დროს. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ორსულთათვის, შესაბამისად, ორსულობის ბოლო ვადებზეც კი შეიძლება მისი დალევა. მომზადების წესი - აიღეთ 3 საშუალო ზომის კარტოფილი, კარგად გარეცხეთ, გათალეთ, შემდეგ ისევ გარეცხეთ და გახეხეთ სახეხზე. მიღებული მასა გაწურეთ დოლბანდის შრეში. წვენი 2-3 წუთს გააჩერეთ (მეტი დროით არ არის სასურველი - დამჟავებას დაიწყებს) და შემდეგ დალიეთ. წვენი შეგიძლიათ დალიოთ როგორც სუფთა სახით, ისე გემოს გასაუმჯობესებლად სხვა წვენებთან შერეული.
  • გვირილის ნაყენი - ძირითადად პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება, რადგან სწრაფად ვერ მზადდება და შეტევის კუპირებისთვის სწრაფმეთოდად არ გამოდგება. უნდა აიღოთ ერთი სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩეროთ 20-30 წუთი, ამის შემდეგ გადაწუროთ. ბუნებრივია, ნაყენის მომზადება დროს მოითხოვს, ამიტომაც ის სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით უფრო გამოდგება. ამისათვის ნაყენი დღეში სამჯერ უნდა დალიოთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. თუ ამ კურსს სამი კვირის განმავლობაში ჩაიტარებთ, გულძმარვის შეტევებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.
  • პიტნის ნაყენი - თბილი სახით (ყლუპ-ყლუპად მიღებული) აამებს წვის მტანჯველ შეგრძნებას. გულძმარვის აღმოცენებისთანავე აიღეთ ერთი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააცადეთ გაცივება. მიიღეთ შეგრილებული.

გულძმარვის პროფილაქტიკა

გულძმარვა არასოდეს შეგაწუხებთ, თუ შემდეგ წესებს დაიცავთ:

  • შეჭამთ ხშირად და მცირე ულუფებით (იდეალურ შემთხვევაში - 2-3 საათში ერთხელ);
  • შეზღუდავთ გულძმარვის მაპროვოცირებელი პროდუქტების, კერძოდ: მწარე, ცხარე, მჟავე საკვების მიღებას, ასევე შეამცირებთ ან უარს იტყვით ნიორზე, უმ (ცოცხალ) ხახვზე, მჟავე ხილზე, შოკოლადზე;
  • შეზღუდავთ ალკოჰოლის, მაგარი ყავისა და ჩაის მიღებას, უარს იტყვით მოწევაზე - ეს ყველაფერი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს;
  • საკვების მიღების შემდეგ არ გადაიხრებით წინ, არ დაიწყებთ უმალ ვარჯიშს;
  • ღამით გულძმარვის ასარიდებლად დიდ ბალიშზე (თავაწეულ, ამაღლებულ პოზაში) დაიძინებთ;
  • არ მოიჭერთ ქამარს, არ გამოიყენებთ მუცლის არის განსაკუთრებულად მომჭერ კორსეტებსა და ბანდაჟებს.