საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ. უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს;
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 გრ (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე – 10 გრ (1 დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ – 15 გრ მიღებაზე.
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა,
ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვ) და ასევე ანტიჰელმინთური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას;
* მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს;
* ორსულობის პერიოდში;
* ხანდაზმულ პაციენტებში;
* საშვილოსნოდან სისხლდენების დროს;
* კახექსიის დროს;
* პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.
აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
იხილეთ ვრცლად