მეცნიერებმა კუჭის მოქმედების საუკეთესო ნატურალურ საშუალებას მიაგნეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

მეცნიერებმა კუჭის მოქმედების საუკეთესო ნატურალურ საშუალებას მიაგნეს

მეცნიერებმა კუჭის მოქმედების საუკეთესო ნატურალურ საშუალებას მიაგნეს
ამერიკელმა მეცნიერებმა ქრონიკული ყაბზობის დიაგნოზის მქონე 36 მამაკაცისა და ქალის მონაწილეობით საპილოტე კვლევა ჩაატარეს. ყველა მონაწილე შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი ყოველდღე 1 ცალ მანგოს ღებულობდა (დაახლოებით 300 გრ წონის), მეორე კი ეკვივალენტური რაოდენობის უჯრედისის დანამატს. ერთი თვის განმავლობაში მონაწილეები წერდნენ დღის განმავლობაში მიღებული საკვების ჩამონათვალს იმისათვის, რომ მეცნიერები დარწმუნებული ყოფილიყვნენ მათი კვების რაციონის უცვლელობაში. ორივე ჯგუფი იღებდა დაახლებით ერთიდაიგივე რაოდენობის კალორიას, ცილას, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და უჯრედისს.

ექსპერიმენტის ბოლოს, ორივე ჯგუფში აღინიშნებოდა მდგომარეობის გაუმჯობესება, მარამ „მანგოს ჯგუფში“ ეს უკეთესობა
მეტად თვალსაჩინო იყო. ვინც დღეში 1 ც მანგოს ღებულობდა, მათი კუჭის მოქმედება უფრო ხშირი და რბილი იყო, გარდა ამისა ფეკალურ მასებში გაიზარდა მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების დონე, რაც ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის გაუმჯობესებაზე მეტყველბს, სისხლში კი დაიწია ანთების ბიომარკერების მაჩვენებლებმა.

კვლევის ავტორების აზრით, მანგოს სასარგებლო თვისებების მიზეზი,
მასში ბუნებრივი ბიოაქტიური ნივთიერებების - პოლიფენოლების არსებობაა. ეს მცენარეული პიგმენტი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედულ დნმ-ს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან. სწორედ პოლიფენოლების გამოი მანგო აქვეითებს ნაწლავში ანთების დონეს, რასაც ვერ ახერხებს უჯრედისიანი დანამატები და სასაქმებელები.

ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 13-08-2018
მაია
სად მოვიყვანოთ მანგო, თორემ ხეებიც ძალიან ლამაზი აქვს :)
მსგავსი სიახლეები
უჯრედისი რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, ყველამ იცის. ბოლო კვლევებით მისი
25-01-2019
უჯრედისით მდიდარი საკვები განამტკიცებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას - ნაპოვნია უკუკავშირი
25-12-2018
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
01-10-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
დადგა გაზაფხული, რაც კუჭის წყლულის გამწვავების მიზეზი შეიძლება გახდეს.
თუ შეკრულობა ყველაფრის გაკეთების სურვილს გიკარგავთ, დროულად შეცვალეთ კვებითი ჩვევები.
გულმკერდის არეში ტკივილი, გულძმარვა და უსიამოვნო მჟავე გემო პირში - რა უნდა გაითვალისწინოთ გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს.
დისბიოზის შესახებ გვესაუბრება ექიმი თერაპევტი, ენდოსკოპისტი, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის
მუცლის ტკივილის მიზეზებზე საუბრისას შეუძლებელია განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ ჩვენი მკითხველისათვის ისეთ კარგად ცნობილ დაავადებებზე,
სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები მუცლის არეში შეტევითი ტკივილი, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა ის სიმპტომებია,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად