გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

გასტროენტეროლოგია

პირის ღრუ, კბილები, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი, მსხვილი  და სწორი ნაწლავი იმ სისტემის ნაწილებია, რომელშიც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით იწყება და მთავრდება საჭმლის მონელება - სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. საჭმლის მომნელებელ ორგანოთა აგებულებასაჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება,  თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს - მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს შორის ნაწლავთა დაავადებებს თითქმის ლიდერის პოზიცია უკავია. თითოეულ ამ დაავადებას აქვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი, ხშირად - ერთმანეთის მსგავსი, რაც დიაგნოზის დასმას ართულებს. ნაწლავთა დაავადებების შესახებ გვესაუბრება "ამტელ ჰოსპიტალი I კლინიკური საავადმყოფოს" ექიმი ლია გოგუა. - ნაწლავი ორ ნაწილად იყოფა - წვრილ და მსხვილ ნაწლავად, რომლებსაც განსხვავებული ფუნქციები აქვს. წვრილ ნაწლავში ხდება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა და შეწოვა, მსხვილში კი წყლის, ელექტროლიტების შეწოვა და განავლის ფორმირება.
ლამაზი, სქელი და მბრწყინავი თმა ყოველთვის ქალის სამშვენისად ითვლებოდა. მაგრამ, როგორც წესი, ქალბატონებს არასოდეს აკმაყოფილებთ საკუთარი თმის ხარისხი თუ მისი ბუნებრივი ფერი. ამიტომ სულ რაიმეს შეცვლას ცდილობენ. როგორ მოვიქცეთ, რომ ცვლილებების დროს არც გარეგნობას ვავნოთ და არც ჯანმრთელობას? თმის ნატურალური პიგმენტი მელანინი ორი სახისაა: მოშავო-მოყავისფრო - ეუმელანინი და მოყვითალო-მოწითალო - ფეომელანინი. თმის ფერი სწორედ მელანინის სახეობითა და მისი რაოდენობით განისაზღვრება. ბუნებრივია, მუქი თმა გაცილებით მეტ პიგმენტს შეიცავს. ფერის შერჩევაფერის შერჩევის თანამედროვე ტენდენცია ნატურალურისკენ იხრება. არა აქვს მნიშვნელობა, თმა ჭაღარის დასაფარავად იღებება თუ დეკორატიული მიზნით, სასურველია, მას ბუნებრივი იერი ჰქონდეს.
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კუჭ-ნაწლავს რომ არ შეეწუხებინოს. ტკივილი, გულძმარვა, აირები, ბოყინი - როდის შეიძლება მათი იგნორირება და როდის არის აუცილებელი, ექიმთან ვიზიტზე ვიფიქროთ? მოდი, მოკლედ აღვწეროთ საჭმლის მონელების დარღვევის ეს და სხვა სიმპტომები და ამ კითხვასაც ვუპასუხოთ. გულძმარვათამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია გულძმარვა. ეს არის წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან და საყლაპავის გასწვრივ, რომელიც უმეტესად საკვების მიღების შემდეგ აღმოცენდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხიმიანი ან ძალიან მძაფრსაკაზმიანი კერძი მივირთვით.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 14 - დან
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად