გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

გასტროენტეროლოგია

ტრადიციისამებრ, ახალ წელს ჩვენს ქვეყანაში მრავალფეროვანი სუფრით ხვდებიან. რას არ ნახავთ იქ: შემწვარს თუ მოხრაკულს, საცივსა თუ მხალეულს, ნამცხვარსა თუ გოზინაყს. ახლა სასმელებს გადავხედოთ: სუფრაზე ყოველგვარი გამაგრილებელი თუ ალკოჰოლური სასმელია, კოკა-კოლათი დაწყებული, შამპანურით დამთავრებული. სადღესასწაულო სუფრა კარგია, მაგრამ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ უზომო ჭამა-სმამ საზეიმო განწყობა ჩაგვაშხამოს. ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია როგორც საკვების რაგვარობა, ისე მისი რაოდენობა და მიღების რეჟიმიც. ტრადიციული საახალწლო კერძები ბევრს ვერაფერს ავნებს ჯანმრთელ ორგანიზმს, თუმცა ძნელი მოსანელებელია. რაც შეეხება ქრონიკულ ავადმყოფებს, დღესასწაულებზე მათ შესაძლოა კვების ჩვეულებრივი რეჟიმის დარღვევის ნება დაერთოთ, ოღონდ ზომიერად. საზოგადოდ, გვახსოვდეს, რომ კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციობისთვის მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება.
ხანდახან მიგროვდება აირები, რის გამოც მაქვს ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში. რისი ბრალია ეს ან როგორ დავაღწიო თავი ამ პრობლემას? მეტეორიზმი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ამ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირები გროვდება. ასეთი რამ შეიძლება დაემართოს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც საკვების ჭარბი მიღების შემდეგ, ასევე - ისეთი საკვების მიღების შემდეგაც, რომლის გადამუშავებაც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს. ნაწლავებში აირთა წარმოქმნის, მათი შეწოვისა და გამოყოფის თანაფარდობის დარღვევის დროს იქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვების პირობები.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს კუჭის სეკრეტორული, მოტორული და ტროფიკული ცვლილებები მასში ქსოვილოვანი დეფექტის, წყლულის, გაჩენის გამო. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ლორწოვანი გარსის ადგილობრივი პათოლოგია კი არა, მთელი ორგანიზმის დაავადებაა, ამიტომ დღემდე არ არსებობს მისი აღმოცენებისა და განვითარების მექანიზმის ამხსნელი ერთიანი თეორია, თუმცა აღარავინ დავობს იმის თაობაზე, რომ იგი სოციალური დაავადებაა და მისი განვითარების საფუძველს ადამიანის ქმედების ტიპი და მისი ბიოლოგიური თავისებურებები წარმოადგენს, - ისეთები, როგორებიცაა ნერვული სისტემის გადაძაბვა, ჰორმონული რყევები, სტრესები, უარყოფითი ემოციები, გადაღლა, გადაქანცვა.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 14 - დან
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად