მოქმედებს თუ არა ანტიდეპრესანტები დეპრესიაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოქმედებს თუ არა ანტიდეპრესანტები დეპრესიაზე

სეროტონინის ნაკლებლობა სულაც არაა იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი დეპესიისთვის, როგორც აქამდე ეგონათ.

80-ანი წლების ბოლოდან პოპულარული იყო თეორია, რომლის თანახმადაც ორგანიზმში სეროტონინის დონის გაზრდა დეპრესიისაგან თავის დაღწევის გზა იყო. მის მართებულობას ადასტურებდა ანტიდეპრესანტიProzac-იც, რომლის ეფექტურობაც განპირობებული იყო სეროტონინის დონის აწევით. ის მალევე იქცა ყველაზე პოპულარულ წამლად.

მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი Prozac-ის ასეთ პოპულარობას მიაწერდა არა მის განსაკუთრებულ ეფექტურობას სხვა ანტიდეპრესანტებთან შედარებით, არამედ იმას, რომ მას გაცილებით ცოტა გვერდითი მოვლენები ახასიათებდა. წამლის პოპულარობასთან ერთად გამყარდა რწმენა იმისა, რომ სწორედ სეროტონინის ნაკლებლობა იყო დეპრესიის გამომწვევი.

თუმცა არსებობდა კი რეალური საფუძველი ამ იდეის მხარდასაჭერად? დღესდღეობით ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ - არა.

ტეხასის უნივერიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მკვლევარმა ალან ფრაზერმა ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა: "ვფიქრობ, არ არსებობს ვინმეს მიერ აღმოჩენილი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება, რომ დეპრესიის გამომწვევი მიზეზი სეროტონინის ნაკლებობაა."

აქვე, ჯოზეფ კოილმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ნევროლოგიის პროფესორმა განაცხადა: "ქიმიური დისბალანსი გასული საუკუნის პოპულარული მოსაზრებაა, სინამდვილეში კი ეს საკითხი გაცილებით უფრო რთულია. სეროტონინის ნაკლებლობის შესახებ მოსაზრება ნამდვილად მოძველებული აზრია."

კვლევებმა აჩვნა, რომ დეპრესიული პაციენტების 60-70 % არ რეაგირებს Prozac-სა და მსგავს წამლებზე. ამავდროულად, მეცნიერებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, თამაშობდა თუ არა სეროტონინი რაიმე როლს, და თუ ასე იყო – რას განსაზღვრავდა იგი.

მეცნიერებმა აწარმოეს რიგი დაკვირვებები ვირთაგვებზე, რომლებსაც ჰქონდათ სეროტონინის ნაკლებლობა. აღმოჩნდა, რომ მათ აღენიშნებოდათ აგრესია და ძალადობრივი მიდრეკილებები, თუმცა არ ჰქონდათ დეპრესიის ნიშნები. გარდა ამისა, სტრესულ სიტუაციაში არანაირი განსხვავება არ იყო სეროტონინის ნორმალური დონისა და ნაკლებლობის მქონე ვირთაგვების ქცევებს შორის.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ სეროტონინი არ არის დომინანტური ფაქტორი დეპრესიის განვითარების დროს და ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში კვლევის შედეგები უარყოფითად აისახება ანტიდეპრესანტების პოპულარობაზე.

იხილეთ აგრეთვე სტატია "ანტიდეპრესანტები - მედიკამენტური უსაფრთხოება"

თათია მუკბანიანი