ჩვენი ქცევებისა და სურვილების უმრავლესობა მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების პოზიციიდან შეიძლება აიხსნას - ადამიანი და ინსტინქტები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ჩვენი ქცევებისა და სურვილების უმრავლესობა მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების პოზიციიდან შეიძლება აიხსნას - ადამიანი და ინსტინქტები

ჩვენი ქცევებისა და სურვილების უმრავლესობა მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების პოზიციიდან შეიძლება აიხსნას - ადამიანი და ინსტინქტები
ჩვენ გვსურს, ვიყოთ ადამიანები და არა ცხოველები, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გონიერი ქცევით, წმინდა ადამიანური კომპლექსებით, ნაზი კანით და იმით, რომ არ შეგვიძლია კბილებით უმი ხორცის გაგლეჯა. და მაინც, ჩვენი ქცევებისა და სურვილების უმრავლესობა მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების პოზიციიდან შეიძლება აიხსნას. იზოლირებული ბინები, ანგარიშები უცხოურ ბანკებში, ვარსკვლავები სამხრეებზე, სექსუალური თეთრეულიც კი - ყოველივე ეს სხვადასხვაგვარი გამოვლინებაა ადამიანთა ძირითადი მისწრაფებისა, იყვნენ დაცულნი, დანაყრებულნი და ძლიერნი. ამიტომ ნუ შეგრცხვებათ იმის აღიარებისა, რომ ადამიანსაც აქვს ნადირისთვის დამახასიათებელი ყნოსვა, ცხოველური სექსუალობა. ინსტინქტებს ყველა სხვადასხვაგვარად ეპყრობა. ერთნი მათ
დათრგუნვას ცდილობენ, მეორენი, პირიქით, ბუნების კანონებით ცხოვრობენ და მიიჩნევენ, რომ “ინსტინქტების მრუდი” აუცილებლად გაიყვანს მათ სწორ გზაზე.


რა არის კარგი

ყველა ჩვენგანი ნაწილობრივ ცხოველია და ამაში ცუდი არაფერია. ჩვენ პრაქტიკულად ერთი და იგივე ინსტინქტები გვაქვს. ინსტინქტები გვიბიძგებენ თვითსრულყოფისკენ, მით უმეტეს, რომ, ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ მათი
მართვა შეგვიძლია. ოღონდ უნდა გავარკვიოთ, რომელი როდის და როგორ ვმართოთ.

თავდაცვის ინსტინქტი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტინქტი, რომლის წყალობითაც ჩვენ თავდაპირველად - უბრალოდ ადამიანებად, მერე კი ძლიერ და გონიერ არსებებად ჩამოვყალიბდით. მას სერიოზულად უნდა მოვეპყროთ. სწორედ ის გვკარნახობს, სად გვმართებს სიფრთხილე და გვეხმარება უეცარ საფრთხესთან გამკლავებაში. ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ საფრთხის შემთხვევაში მამაკაცი ჯერ ცოლის გადარჩენას შეეცდება და შემდეგ - შვილებისა. ნუ იჩქარებთ, მამობრივი გრძნობის უქონლობა დააბრალოთ - მას ამისკენ ძირითადი ინსტინქტი უბიძგებს.

სიკვდილის ინსტინქტი. ეს ინსტინქტი ამა თუ იმ ხარისხით აქვს ნებისმიერ ადამიანს. ის ნაცნობია ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც მდგარა უფსკრულის პირას და ნაბიჯის წინ გადადგმის ბუნდოვანი სურვილი განუცდია. თვითმკვლელი მორიელებისა და ნაპირზე ამოყრილი ვეშაპების ამბები მითებია; მხოლოდ ადამიანს შეუძლია თვითგანადგურება, მხოლოდ ის ემორჩილება სიკვდილის ინსტინქტს - ცნობისმოყვარეობისა და იმედგაცრუების ფეთქებად ნარევს. სანამ ეს ინსტინქტი მშვიდობიანად თანაარსებობს თვითგადარჩენის ინსტინქტთან, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ როგორც კი გადაწონას დაიწყებს, შესაძლოა პრობლემებმა იჩინოს თავი, გაუმართლებელი რისკისადმი მისწრაფებით დაწყებული, მძიმე ფსიქიკური აშლილობით დამთავრებული. კასკადიორების, ალპინისტებისა და სხვა ექსტრემალების უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომელთაც დაქვეითებული აქვთ თვითგადარჩენის ინსტინქტი, თუმცა მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და ქრონიკული სტრესისაკენ.

სქესობრივი ინსტინქტი - ეს ინსტინქტი კაცობრიობის გადარჩენის საკუთარ კანონს გვკარნახობს: მამაკაცმა უნდა გააგრძელოს მოდგმა და გაანაყოფიეროს რაც შეიძლება მეტი ქალი, ქალმა კი საპირისპირო სქესის საუკეთესო წარმომადგენელი უნდა აირჩიოს. თუ სქესობრივი ინსტინქტების შეკავება ვერ შევძელით, გაგვიჭირდება სიყვარულში ბედნიერება ვპოვოთ, უარეს შემთხვევაში კი, ინფექციებისგან საერთოდ გადავშენდებით.

მესაკუთრის ინსტინქტი. ეს არის ქცევის თავისებურება, რომელიც ბადებს ველურ ეჭვს და ოჯახების 20%-ს დანგრევით ემუქრება. უნდა ვისწავლოთ მისი მართვა, თუმცა გონივრულად. ვნებიანი სურვილი, ერთპიროვნულად დაეუფლო რაღაცას ან ვიღაცას, ზოგჯერ სასწაულებს ახდენს.

იერარქიული ინსტინქტი. მისწრაფება, გახდე ბელადი, მოიპოვო ავტორიტეტი და ძალაუფლება, დამახასიათებელია ცხოველებისთვისაც. ბელადის გარეშე გუნდი იღუპება. მაგრამ ბელადობა ყველას როდი შეუძლია. ადამიანთა საზოგადოებაში ლიდერობისკენ სწრაფვა არცთუ იშვიათად ჰიპერტროფირებულ სახეს იღებს. თუ ჩავუღრმავდებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეცნობიერი სურვილი, მიიღო ის პრივილეგიები, რომლებიც მამალ მაიმუნს აქვს.

ტერიტორიული ინსტინქტი. პირადი სივრცის მონიშვნა და დაცვა, განსაკუთრებით - მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა. მას საფუძვლად იგივე თვითგადარჩენის ინსტინქტი უდევს.

თანაარსებობის ინსტინქტი - სოციალური ინსტინქტია, რომელიც მნიშვნელობით თვითგადარჩენის ინსტინქტს უთანაბრდება. ბუნებრივია, ის გავლენას ახდენს ყველა ქცევით რეაქციაზე. თანაარსებობის ინსტინქტი განმტკიცებულია მემკვიდრეობით, თუმცა მასზე არანაკლებ მოქმედებს კულტურული ტრადიციები და საცხოვრებელი პირობები, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცივილიზაცია, რომელიც ყოველთვის სასიკეთოდ როდი მოქმედებს. წინათ მეცნიერები ინსტინქტს ცნობიერებას უპირისპირებდნენ და განმარტავდნენ მას როგორც იმპულსურ, გაუაზრებელ ქცევას. შემდეგ ინსტინქტებს რთულ უპირობო რეფლექსებს უწოდებდნენ. ერთსულოვნებას ვერც აქ მიაღწიეს. ბოლოს გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ მეცნიერულ ტერმინზე “ინსტინქტი” და შეეცვალათ ის სიტყვათა შეთანხმებით “ინსტინქტური ქცევა”, რომელიც ასე განიმარტება: ადამიანის გენეტიკურად ფიქსირებული, მემკვიდრეობით განმტკიცებული თანდაყოლილი ქცევა.


წყვდიადიდან სინათლეში

ცივილიზაცია ახშობს ინსტინქტებს და გვაიძულებს, დავივიწყოთ ბუნება - არა მხოლოდ გარემომცველი, არამედ შინაგანიც. როცა მეცნიერები მიხვდნენ ამას, ადამიანურ სნეულებათა სათავეების ძიება დაიწყეს და მათ წინაშე დაისვა კითხვა: დამოკიდებულია თუ არა ჩვენი ჯანმრთელობა იმაზე, როგორ ვევლინებით ამ ქვეყანას? თურმე, კი. ბუნებრივ პირობებში ბავშვის დაბადების შემდეგ ჭიპლარი მაშინვე არ იჭრება. პირველი, რასაც ინსტინქტურად აკეთებს დედა (თუ მას ექიმები არ უშლიან ხელს), ის არის, რომ ახალშობილს მკერდზე იწვენს (ამასთან, მარცხენა მხარეს, სადაც უკეთ ისმის გულისცემა), თვალებში ჩაჰყურებს და მის დამშვიდებას ელის. ყოველივე ეს მომყოლის დაბადებამდე ხდება. როგორც ჩანს, ეს თვით ბუნებამაც გაითვალისწინა - ჭიპლარის სიგრძე ხომ 35-50 სმ-ია, რათა დედას “ეყოს”. ჩვენ კი ჩვენს ინსტინქტურ ქცევას ვცვლით სამშობიარო სახლის წესებზე, რომელთა თანახმადაც, ბავშვს ჯერ წონიან, შემდეგ სინჯავენ, შემდეგ ახვევენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყავთ დედასთან. ამ დროს ბავშვი ძლიერი სტრესის ქვეშაა, მის ორგანიზმში კი ნამდვილი ჰორმონული ქარიშხალი ტრიალებს და თუ ის დიდხანს გაგრძელდა, საგრძნობლად იმატებს მომავალში ალერგიულ დაავადებათა განვითარების რისკი. ერთ-ერთი მეცნიერული ვერსიის თანახმად, ალერგიები - ეს იმუნური სისტემის ფობიებია. სწორედ ამიტომ დედასთან კონტაქტი - ვიზუალური, სმენითი და ტაქტილური - უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად, ვიდრე ჭიპლარი გადაიჭრება. ამ ინსტინქტის ჩახშობა საკუთარ თავში არ შეიძლება. ასე რომ, მშობიარობის სისტემის შეცვლით ცივილიზაციამ ნაკლებად დაცულები გაგვხადა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დედობრივი ინსტინქტი სწორედ “დედა-ბავშვი” კავშირის აღდგენისას იღვიძებს და რაც უფრო ადრე და ბუნებრივად მოხდება ეს, მით უკეთესი ორივესთვის.


დაკმაყოფილებულია და ძალიან უბედური

ცივილიზაცია მოწოდებულია, უზრუნველყოს კაცობრიობის უსაფრთხოება და კომფორტი, მაგრამ თუ ინსტინქტური ქცევა დაირღვა, ხდება პირიქით. რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, შვედეთსა და შვეიცარიაში, პროცენტულად უფრო მეტია ადამიანი, რომელიც სიცოცხლესთან ანგარიშს ასწორებს, მაშინ როცა პრიმიტიულ საზოგადოებაში ცოტას თუ მოუვა აზრად, წაართვას საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი რამ - სიცოცხლე?

რატომ არის, რომ თვითმკვლელებთან თვითგადარჩენის ინსტინქტი დუმს? ვარაუდობენ, რომ საქმე ინსტინქტები კი არა, მათი დაკმაყოფილებაა. მშვიდობიან, ცივილიზებულ საზოგადოებაში, სადაც პრაქტიკულად არაფერი გემუქრება, სადაც იცი, რომ მიიღებ ლუკმაპურსა და ღამის გასათევს, თუ უეცრად დაკარგე სამუშაო, იმ პირობებში, როდესაც ადვილად იკმაყოფილებ ყველა ბაზისურ ინსტინქტს, - მაძღარი ხარ, არაფერი გემუქრება, - ძალიან სწრაფად წარმოიშობა აპათია და დეპრესია და ადამიანი შემდგომი არსებობის აზრს კარგავს. ამ თეორიის დახმარებით ადვილი ასახსნელია სხვა სოციალური მოვლენა - ორმოცწლიანთა კრიზისიც: რაშია ჩემი ცხოვრების საზრისი, ვინ ვარ მე და რა მელის ხვალ? - ეს კითხვები დგება უკვე შემდგარი, რეალიზებული მამაკაცების წინაშე. როცა გეჩვენება, რომ ყველაფერი გაქვს, ინსტინქტებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, მაგრამ ადამიანს მოსვენებას არ აძლევს სხვა შიმშილი, სხვა დონის მოთხოვნილებები. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება შედარებით ჯანმრთელია ფსიქიკურად და მდიდარია სულიერად ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებასთან ადაპტაცია. სანამ საფრთხე ჯერ კიდევ გველის, სახელმწიფოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა მყიფეა, ჩვენი ინსტინქტები თვლემენ, მაგრამ არ სძინავთ. ასეთ პირობებში კი, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სულიერი ზრდა უფრო იოლია. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ: როცა ინსტინქტებს სძინავთ, წინა პლანზე გამოდიან ურბანიზებული და ცივილიზებული საზოგადოების დაავადებანი. იქნებ ამიტომაც პოულობს ჩვენს გულებში გამოძახილს მოწოდება “უკან, ბუნებისკენ”? იქნებ ამიტომაც არის, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება “მიწასთან სიახლოვის” სურვილი? დაგვეთანხმეთ - ინსტინქტები რომ არსებობს, მშვენიერია! ისინი გვაიძულებენ, განვვითარდეთ, გავხდეთ უფრო სრულყოფილნი და ცივილიზაცია მათ ვერ ჩაახშობს, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, შესაძლოა დავიღუპოთ კიდეც.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
05-02-2019
ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა.
17-03-2019
ჩინელმა მეცნიერებმა პირველად მოახდინეს ადამიანის ორგანიზმის უჯრედთა გენეტიკური მოდიფიცირება.
21-01-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
საყვარელ ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი, მძიმე სიტუაციებში სტრესთან გამკლავების საშუალებაა. ფიზიკური კონტაქტით ადამიანი საკუთარ განსაცდელს სხვას უზიარებს.
ეს აჩვენა კემბრიჯის უნივერსიტეტის ცხრაწლიანმა კვლევებმა. როგორც The Softcraze აღნიშნავს, მოცემული სამუშაოს საფუძველს წარმოადგენს ის თეორია, რომ ანთება და დეპრესია ურთიერთკავშირშია. როგორც ცნობილია, ასპირინს ანთების დონის შემცირება შეუძლია.
მილიონობით ადამიანი დღეს ქაფქაფა ყავით იწყებს. ბევრს კოფეინი დაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად მიაჩნია
კვლევის ახალმა შედეგებმა შესაძლოა ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ეჭვქვეშ დააყენოს. ბოლო დროს ვირთაგვებზე წარმოებული დაკვირვებების საფუძველზე აცხადებენ, რომ
ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი: ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება,
ფსიქოთერაპევტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საძინებელში ტელევიზორის დადგმა არ შეიძლება
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად