უძილობა იმუნიტეტს აქვეითებს, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ეფექტი კი 50%-ით ქვეითდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

უძილობა იმუნიტეტს აქვეითებს, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ეფექტი კი 50%-ით ქვეითდება

უძილობა იმუნიტეტს აქვეითებს, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ეფექტი კი 50%-ით ქვეითდება
როგორც კვლევამ აჩვენა, ძილის უკმარისობამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლებელია არაეფექტური გახადოს და გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები. ძილის ხანგრძლივობის რეკომენდებული ნორმა 6-13 წლის ბავშვებისთვის შეადგენს 9 -11 საათს, მოზარდებისთვის - 8-10 საათს, ხოლო 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის - 7-9 საათს.

ძილი იყოფა ოთხ სხვადასხვა სტადიად. პირველი ესაა პირველი 5-10 წუთი ძილი, როდესაც თვალები დახუჭულია, მაგრამ ადამიანის გაღვიძება ადვილია. მეორე სტადია- არაღრმა (მსუბუქი) ძილია, რომელზეც მოდის ძილის საერთო დროის დაახლოებით 45-55%. ამ დროს გულის რითმი შენელებულია, სხეულის ტემპერატურა ქვეითდება, თვალები
უმოძრაოდაა. მესამე სტადია ღრმა, ნელი ძილია, ხოლო მეოთხე სწრაფი ძილის სტადიაა (REM), რომელსაც თვალის კაკლების მოძრაობა ახსიათებს. სწორედ ღრმა ძილის დროს ხდება იმუნური სისტემის „გადატვირთვა“.

მიმდინარეობს განსაკუთრებული ტიპის Т-უჯრედების რეგენერაცია, რომელიც სხვადასხვა იმუნურ რეაქციაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის ვირუსით დასნებოვნებული უჯრედების ამოცნობასა და განადგურებაზე. ასევე თავისუფლდება
ციტოკინები-ცილები, რომელთა დონეც იზრდება ინფექციის ან ანთების განვითარებისას. ძილის უკმარისობის დროს ციტოკინების გამომუშავება ქვეითდება, რაც ასუსტებს იმუნიტეტს. ეს კი გრიპით დასნებოვნების რისკს ზრდის. ცნობილია, რომ არასაკმარისი ძილი ისევე უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე, როგორც სტრესი. ხოლო როდესაც ძილის უკმარისობის დროს ადამიანი იკეთებს გრიპის საწინააღმდეგო აცრას, მასში ჩვეულებრივზე 50%-ით ნაკლები ანტისხეულები გამომუშავდება.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
მსგავსი სიახლეები
გაზაფხულზე Facebook-მა გამოაცხადა ანტივაქცინაციის საწინააღმდეგო კომპანიის დაწყება. ახლა სოციალურმა ქსელმა
29-07-2019
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
12-06-2019
ძილი ადამიანს ეხმარება ცხოვრების უსიამოვნო, დამამცირებელი მოვლენების გადალახვაში. ჯანსაღი ძილის საშუალებით
11-06-2019
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ადამიანის ტვინის ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ნეირონთა
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, მოხუცებულობის მარაზმის არიდება აქტიური ფიზიკური დატვირთვებითა და ცეკვებით
კალიფორნიის მეცნიერებმა წარმოადგინეს რობოტი-ძაღლი Tombot, რომელიც მოწოდებულია ალცჰაიმერის დაავადებითა
თუ ადამიანს 40-60 წლის ასაკში ძილის პრობლემები უჩნდება, ეს შეიძლება ტვინში ნეირონებისათვის
სპეციალისტები დღეს უკვე აღარ კამათობენ იმაზე, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევების განვითარებას განსაზღვრავს
ნევროლოგების ჯგუფმა გამოავლინა ცალკეული კოგნიტიური სფეროს ცვლილებები, რომლებიც მოქმედებს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად