ტყვიის ზემოქმედება ტვინის მუშაობას აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტყვიის ზემოქმედება ტვინის მუშაობას აფერხებს

აკუმულატორების ქარხანაში მომუშავე ორი ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. ნევროლოგებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტვინის ფუნქციებს, კერძოდ, ფსიქომოტორულ და ანალიზატორულ ფუნქციებს, ასევე ათვისებისა და მეხსიერების ხარისხის ანალიზს.

გამოსაკვლევ პირთა უმრავლესობას სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოაჩნდა. შესაბამისი ანალიზებისა და ტესტირების საფუძველზე მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ ორგანიზმში ტყვიის დაგროვება აზროვნების დარღვევებს იწვევს - რაც უფრო მეტად იმყოფება ადამიანი სამუშაო ადგილზე ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მით უფრო უარესად ფუნქციობს მისი ტვინი.

განსაკუთრებით დამღუპველად მოქმედებს ტყვია 55 წელს გადაცილებული მამაკაცების ტვინზე, გარდა იმისა, რომ იწვევს მეხსიერებისა და ათვისების უნარის მაკონტროლებელი უბნების დაზიანებას, ჰიპერტენზიით დაავადების რისკაც ზრდის.

თინათინ გოცაძე