შაკიკის შეტევა და საახალწლო მენიუ, ეს უნდა იცოდეთ! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

შაკიკის შეტევა და საახალწლო მენიუ, ეს უნდა იცოდეთ!

შაკიკის შეტევა და საახალწლო მენიუ, ეს უნდა იცოდეთ!
დღესასწაულების დროს შაკიკის ყველაზე გავრცელებულ ტრიგერად შეიძლება ახალი წლის კერძები გამოვყოთ. შაკიკისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ მაგარი ყველი, ნიგოზი, მწარე შოკოლადი, ანანასი, ბანანი, ქლიავი, დამარინადებული ქაშაყი, გამოყვანილი თევზი, ღვიძლი, სოიოს სოუსი. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი შეიცავს შაკიკის მაპროვოცირებელ ნივთიერებებს. ამ თვალსაზრისით საშიშია ნატრიუმის გლუტამატი (შეიცავს შებოლილი პროდუქტები და ძეხვეული, ჩიპსები, სოუსები), ბიოგენური ამინები (არის მაიონეზში, მდოგვში, სოიოში, ანანასში), ნიტრიტები (თევზის კონსერვებშია), ასპარტამი (ტკბილ გაზიან სასმელებში).

ამიტომ სადღესასწაულო სუფრის მენიუ სიფრთხილით უნდა შევადგინოთ. ძეხვეული შეცვალეთ ჰაერღუმელში დამზადებული ხორცით, სალათები
მაიონეზით კი არა იოგურტით ან ზეითუნის ზეთით შეაზავეთ. ტკბილი გაზიანი სასმელების ნაცვლად დალიეთ წვენი, მინერალური წყალი, რომელშიც შეიძლება ლიმონის ნაჭრის დამატება.

ცხადია, ახალი წლის ღამე წარმოუდგენელია შამპანურის გარეშე, მაგრამ სპირტიანი სასმელების რაოდენობა შეამცირეთ მინიმუმამდე, თავი შეიკავეთ წითელი მშრალი ღვინისგანაც. იგი შეიცავს შაკიკის „გამშვებ მექანიზმს“ ტანინს.
უფრო უსაფრთხოა კარგი თეთრი ღვინო.
არომატული სანთლები, წიწვის სუნი, მძიმე პარფუმი ასევე იწვევს შაკიკის პროვოცირებას. შაკიკის შეტევამ შეიძლება არა მარტო უძილობა, არამედ ზედმეტად ხანგრძლივი ძილიც გამოიწვიოს.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გულის ტკივილი ერთ-ერთია, რომელიც ადამიანებს ყველაზე მეტად აშინებს. ბუნებრივია საყურდღებო სიმპტომები
18-03-2019
ყოველი მეორე ქალი უჩივის შაკიკს ან ფეხების შეშუპებას. ეს შემთხვევები ერთმანეთს არაფრით უკავშირდება.
14-02-2019
შაკიკი ფართოდ გავრცელებული ნევროლოგიური პათოლოგიაა. მას სხვაგვარად ჰემიკრანიასაც უწოდებენ.
05-09-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
რომელ პროდუქტებს შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის დაბერების პროცესის შეჩერება?
თავის ტკივილი მოსახლეობაში ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია.
ერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე
სახის თითოეულ მხარეს გვაქვს თითო სამწვერა ნერვი, რომლის დაზიანებისას ტკივილი სახის მიდამოებს მოიცავს.
როგორც წესი, პარკინსონის დაავადება დიაგნოსტირდება მაშინ, როდესაც ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება ვითარდება.
სეზამის მარცვლები შეიცავს უნიკალურ ნაერთს-სეზამინოლს. ეს ანტიოქსიდანტი პარკინსონის დაავადებისას იცავს
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად