21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

21 სექტემბერს ალცჰაიმერის მსოფლიო დღე აღინიშნება

ალიოს ალცჰაიმერმა აღწერა.როგორც წესი, ის 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება, თუმცა იშვიათად ნაადრევი ფორმაც შეიძლება გამოვლინდეს.

დღეისათვის მსოფლიოში 35 მილიონ ადამიანზე მეტია დაავადებული მოხუცებულობის ჭკუასუსტობით. ექსპერტების პროგნოზით, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება და 2050 წლისთვის 115 მილიონს მიაღწევს. დემენცია - პროგრესირებადი ან ქრონიკული სინდრომია, რომლის დროსაც აზროვნების უნარის დეგრადაცია და რღვევა (კოგნიტიური ფუნქცია) უფრო მაღალი ხარისხით ხდება, ვიდრე დაბერების პროცესის ნორმალური მიმდინარეობისას. დემენციისას ქვეითდება მეხსიერება, აზროვნება, აღქმა, მეტყველება, შემეცნება, ორიენტაციისა და მსჯელობის უნარი.

ალცჰაიმერის დაავადების განვითარება არაა დაკავშირებული ადამიანის განათლებისა და ცხოვრების დონესთან. ცნობილი ადამიანებიდან ალცჰაიმერის დაავადება აღენიშნებოდათ: რომის პაპს იოანე პავლე II, აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, დიდი ბრიტანეთის პემიერ მინისტრებს ჰაროლდ ვილსონსა და მარგარეტ ტეტჩერს, ესპანეთის პრემიერ მინისტრს ადოლფო სუარესს, მწერლებს აირის მერდოკსა და ტერი პრატჩეტს, მსახიობებს პიტერ ფალკს, ანი ჟირარდოსა და სხვა გამოჩენილ ადამიანებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, მიუხედავად ზოგიერთი სენსაციური განცხადებისა, დაავადებასთან საბრძოლველი საშუალება ვერ მოიძებნა. მედიცინის დახმარებით ნაწილობრივაა შესაძლებელი მდგომარეობის კორექტირება და დაავადების პროგრესირების შენელება. ალცჰაიმერის დაავადებაა მძიმე ტვირთად აწვება ავადმყოფის ოჯახსა და ახლობლებს, რადგანაც პაციენტის მოვლა დაკავშირებულია დიდ მორალურ, ემოციურ, ფიზიკურ და მატერიალურ დანახარჯებთან.

ლალი ჩხიკვაძე