ძილის ხარისხი პირდაპირ კავშირშია დემენციის განვითარებასთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის ხარისხი პირდაპირ კავშირშია დემენციის განვითარებასთან

ძილის ეს სპეციფიკური სტადია ძირეულად განსხვავდება სხვა სტადიებისგან, რადგან ამ ფაზაში ეეგ (ელექტროენცეფალოგრაფიული) აქტივობა ღვიძილის დროს არსებული ეეგ აქტივობის მსგავსია, მას პარადოქსულ სტადიასაც უწოდებენ.

სიზმრებს ჩვენ სწორედ “REM ძილის” ფაზაში ვხედავთ. თუ მისი ხანგრძლივობა ნორმაზე ნაკლებია, დემენციის რისკი იზრდება - აცხადებენ ამერიკელი ნევროლოგები.

მათ ექსპერიმენტი 321 მოხალისის (რომელთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო) მონაწილეობით ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებს მეცნიერები 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, კონკრეტულად შეისწავლიდნენ მათ ზოგად მდომარეობას და აფიქსირებდნენ მათი ტვინის აქტივობის რიტმებს.

ამ პერიოდის განმავლობაში 32 პირს ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ფორმა დაუდგინდა, 24 მოხალისეს კი - ალცჰაიმერის დაავადება.

საყურადღებოა ის, რომ დემენციის რისკი იმატებდა იმ პირებთან, რომლებსაც ძილის სწრაფ ფაზასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. სპეციალისტებმა ისიც გამოიანგარიშეს, რომ ძილის სწრაფი ფაზის 1%-ით შემოკლება, დემენციის განვითარების რისკს 9 %-ით ზრდიდა.

ამ დამოკიდებულების მიზეზებს კი მეცნიერები საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ ხსნიან.

თინათინ გოცაძე