ადამიანის მეტყველების მიხედვით ფარულად მიმდინარე ჭკუასუსტობის დიაგნოსტირება შეიძლება
რონალდ რეიგანის პრესკონფერენციების გაშიფვრამ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, პოლიტიკოსის მეტყველების მნიშვნელოვანი ცვლილებები აჩვენა. კერძოდ, უნიკალური სიტყვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მეორდებოდა ერთი და იგივე თეზისები, მეტყველება ივსებოდა "სიტყვები-პარაზიტებით".
ექსპერტები ასევე დაინტერესდნენ აგატა კრისტის ნამუშევრებით. მეცნიერების აზრით, 20 წლის წინ დაწერილ ნამუშევრებთან შედარებით, მისი ბოლო ნოველა გამოირჩევა ენის შესამჩნევი გამარტივებით, განმეორებითი და არამკაფიო ენობრივი კონსტრუქციებით.
ზოგადად, ალცჰაიმერის დაავადება და ხანდაზმულობითი ჭკუასუსტობა შეიძლება შემდეგი ნიშნებით გამოვიცნოთ: საკუთარი აზრის გადმოსაცემად სიტყვების დიდხანს შერჩევა, საუბრის თემის ძაფის დაკარგვა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი მეტყველების გამარტივება და "გაღარიბება". ექსპერტები იმასაც აღიარებენ, რომ რაღაც მსგავსი ჩვეულებრივი გადაღლის ფონზეც ხდება.
ლალი ჩხიკვაძე